შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-409 - 1958 წელი


* * *
შოთასი,
დავითიანის,
ბარათასი,
ილიასი,
აკაკისა და
[ვაჟას ჰანგის] ვაჟაის
უკვდავია
ქვეყნად ფასი.

დაფნის გვირგვინი
            მოსავს
ყველა სახალხო (ჩვენს შვიდ) (დიდს შვიდ)
            მგოსანს.

* * *
შოთასი, დავითიანის, ბარათასი, ილიასი,
[აკაკის და ვაჟას ჰანგის]
აკაკისა და ვაჟაის უკვდავია ქვეყნად ფასი.
დაფნის გვირგვინი
მოსავს
[ჩვენს შვიდ] უკვდავ სახალხო
მგოსანს.

* * *
მეოცე
საუკუნეა,
მშენებლობის
გუგუნია.

* * *
სიმთა გაბედითება,
ბარათაშვილს დიდება.
დიდი ბაგრატიონის,
ჩვენი ბაგრატიონის.
ვაშა სახალხო მგოსნებს,
კიდევ ვაშა და ვაშა!
დაფნის გვირგვინი გმოსავს
ძვირფას სახალხო მგოსანს.

* * *
დისკანტი, ალტი, ტენორი, ბანი!
ვით მთაწმინდა-სიონის.

*
[მეოცე საუკუნეა -
[მშენებლობის] გრიალია, გუგუნია,
მოდის ახალი ხანა,
ისმის - დროშები ჩქარა].

მეოცე საუკუნეა,
პროპელერის გუგუნია.
[მოდ...]
[და ისმის, დროშები ჩქარა]
ახალი დროის დიდება.

*
გეგმა:
1. უნდა გაიხვრიტოს კედელი ორ ადგილას მათი მუშებით.
2. მოიძებნოს ჩაქუჩი (დიდი ჩაქუჩი).
3. ნებართვის ტექსტი.

Справка
Выдана сия академику и народному поэту т. Галактиону Васильевичу Табидзе в том, что ему разрешено постановлением Тбилисского городского совета от - за № надстроить павильон-музей над домом коммунального отдела Тбилгорсовета по ул. Дзержинского №13 с правом пользования подъездом дома №11.

Зав. кал. отд.

Глав. инж. т. Тевзадзе
Докладная записка
Согласно Вашего распоряжения нами произведено исследование дома по ул. Дзержинского №13. Исследованием установлено, что над вышеуказанным домо можно надстроить третий этаж для павильона акад и арод. поэта Табидзе.
При сем прилагаем акт комиссии.

кандид. тхн. наук
зав. исслед. бюроминженер мелия

*
ოთარ თაქთაქიშვილი. გაუკეთებია 8 ჩემი ლექსი.

„ჩვენი კვალი“.
№1. ლ. დარჩიაშვილი, ივ. გომართელი, სპ. ჭელიძე - ლექსი.
№2. ვარსკვლავი - ლექსი ს. ლანდისა.
№19. შინაარსი: პოლიტიკური ბალადები - სად არის სიმართლე? სქელი ღრუბელი - ლექსი გ. ტაბიძისა.
28 სექტემბერი, 1908 წ.
11 ოქტომბერი, 1958. 50.

VIII ტ.
1. ხალხი - შესაძლებელია წაიკითხოს ვინმემ.
2. ისტორიულად მედგარ ჭენებით. გვერდი 60 (მაია).
3. თბილისის მთანი კლდიანნი (ტფილისი). 71 გვ.
4. სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. 74 გვ.

*
1958.
ჟურნალი „ახალი კვალი“ (თუ „ჩვენი კვალი“?). 1908 წ.

გაზეთი „ამირანი“. 1908 წ. გ. ტაბიძე.

- ფედია, ისე, ავადაა გულით.

ილია ჭავჭავაძე.
მეოცე საუკუნე
ესეც პირველი დღე მეოცე საუკუნისა.. ახალ საუკუნეს, ჯერ-ჯერობით, არ-რა აქვს სათქმელი, ამ სიტყვების გარდა: შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. იყოს თქვენზე ლოცვა კურთხევა ღვთისა.
1. უნდა მონახულ იქნას წერილი ილია ჭავჭავაძისა. სად, რომელ გაზეთში დაიბეჭდა?
ქვეშ მიწერილი აქვს 31 დეკ., 1899 წ.
2. რამდენი წლის იყო მაშინ ილია?
3. სად სწერდა ამ წერილს?
4. გამოდიოდა თუ არა „ივერია“?
5. სად იყო იგი მოთავსებული?
6. რა მანძილი იყო ილიას სახლსა და ივერიას შორის?
7. ვინ იყვნენ მაშინ მისი თანამშრომლები?

*
3-56-72. Марджанишвили 19. „Союзгипромторг“. Мушкудиани Лео. Белинская 48.
შეუძლია გააკეთოს გეგმა. მთავარი არქიტექტორია „სოიუზგიპრომტორგ“-ის. Главный архитектор. კუზიან.

ენგელსი 5.   2 პოდ. ძაძუ (ჩიქოვანი) ძიმისტარაშვილი.
ბართლომე პატარაიას წიგნი.