შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-406 - 1958 წელი


კარლო ივანეს ძე ნიკოლაიშვილი (საჯარო წიგნთსაცავი).
3 საღამო. შეხვედრა.  
1. 1500 წლის თავი დაფუძნების.
2. დიდი ოქტომბრის დროშა.
3. 50 წლის აღსანიშნავად.
(ოქტომბერში).

*
ქ. ტბილისის მთავარი არქიტექტორი. ინჟ. გორსკი. Дзерж;. 7.
Бюро техническ. ჟაკტი, 35 ოთახი.
Горский. 1 сент. 2 საათზე. Горский. 4 საათზე.

ვარლამ თავაძე. ტელ. - 3-57-81.

*
39 საშუალო სკოლა (მახარაძის ქ. №4).
საღამო დაუკავშირდება დატას - 1.500 წელი თბილისის დაფუძნებისა.
აკად. საღამო.
ჰყვება თბილისი სხვადასხვა ჰანგებს.
49. „რჩეული“.
VI ტ. „სანაპიროები“.

*
10 სეკტემბერი.
1. „მასსაჩუზზეტი“; 2. გორსკის მოადგილე.
ჩოგოვაძე ალეხანდრო – არა სჩანს. ვუცდი „მასსაჩუზეტში“ აგერ მთელი საათია. სადაა?
რუსაძიანთ ჯიშიც სწორედ აქ შეხვდა: შედიო, მელაძეს აუხსენიო ჩვენი მდგომარეობა.
გორსკის მოადგილე უზის თავის ქაღალდებს. უზის და უზის. უზის და უზის. ხან გაიღრიჯება ყველის ვაჭარივითა, ხან დაუბრუნდება „ქაღალდის“ საკითხს, აუხსნიან და ისევ დაუბრუნდება. იცის, რომ აქ სიძნელეა და ცდილობს მის გამოყენებას... ჰმ. რა სასაცილოა, საბრალო, თანაც საშიშარი გამომეტყველება აქვს. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომი. „თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის...“ მოიტანა ქალმა განცხადება დღევანდელი აღმასკომის კრების შესახებ, ე. ი. სხდომის შესახებ, ე. ი. მასსაჩუზეტის შესახებ.

მასსაჩუზეტი.
1. ბურუსეთი. 2. რუსეთი. 3. უზეთი. 4. ბუზეთი. 5. მიუსსეთი. 6. მას „აჩუ“-ს მეტი. 7. უჯრედი. 8. განუჭვრეტი. 9. უჭედდი. 10. სილურჯეთი.

ლადი. ორი. 1 დედისა და...
წერილი. სახელები.
ეჩენდი.
 
*
10 სეკტემბერი. 1958 წ.
დაგვიწყია სვლა-წასვლა
ღამით გვძინავდა თუ არა? მაგრამ გათენებულა თუ არა, გამოვსულვართ სახლიდან. გვითქვამს: ეს რა თქეშია, რა „წვიმილია“, გუშინ ხომ იწოდა თბილისი აგვისტოის ალმურში. გვითქვამს: განვაგრძოთ გზა მასსაჩუზეტისაკენ, სადაც უნდა ალეხანდროც მოსულიყო. მივსულვართ მასსაჩუზეტში. ალეხანდრო იქ არა დაგვხვედრია. გვიფიქრია თუ, რატომ ალეხანდრო არა სჩანს-მეთქი. გაგვიარ-გამოგვიარნია მეორე სართულის დერეფანში, მოგვინახავს მყუდრო ადგილი მშვენიერი მაგიდითა, ჩამოგვისვენებია, ამოგვიღია, დაგვიწყია წერა მასაჩუზეტის შესახებ. წავსულვართ ფიქრებში, ისე ღრმად შეგვიტოპნია ოცნებათა შინა, რომ ძლივს გაგვიგია, რომ ალეხანდრო უკვე მოსულა და თავს მადგაას. - ააა! - გაგვხარებია ძალიან. გვიკითხავს თუ: სად იყავი აქამდე - სანდრუა-მეთქი. მას უპასუხნია: აი, სწორედ ათის ნახევარიაო, დრო არის, წავიდეთ, ავიდეთ მესამე სართულზე, მივხედოთ საქმესო. დაგვიწყია სვლა-წასვლა.
დაგვიწყია სვლა-წასვლა. აგვივლია კიბე თორმეტი საფეხურით, შევხვედრივართ გზაში აქ მომუშავეებს, გაგვივლია მცირე კორრიდორი და შევსულვართ ოთახში მესამე სართულზე. სწორედ იმ კაცთან, რომელიც უნდა დაგვეხმაროს. „ქაღალდი სადაა“ - ისევ ისე უკითხავს იმ კაცსა. „რომელი ქაღალდი, რის ქაღალდი, სადაური ქაღალდი“. სულ ქაღალდი და ქაღალდი. აკი განკარგულება იყო დაგეწყოთ სახლის შემოწმება, შესაძლებელია თუ არა მესამე სართულის დაშენება იმ სახლზე-მეთქი, - გვითქვამს. იმ კაცს ბოდიში მოუხდია, კიდევ დამავიწყდაო, - უთქვამს. მოდით, საათნახევრის შემდეგ - მოიყვანეთ მუშები, და შევუდგეთ ამ სახლის საძირკვლების შემოწმებასო. კარგით-მეთქი - გვითქვამს.
დაგვიწყია სვლა-წასვლა. გაგვივლია ლენინის მოედანი. გაგვივლია ძველი სემინარიის გვერდით, გავსულვართ პუშკინის ქუჩით, და იქ მოგვინახავს ორი ახალგაზრდა მიწის მთხრელებია. „ხელსაწყოები რომ არა გვაქვსო“, - მათ უთქვამთ. შევუდექით ხელსაწყოების ძებნას.
დაგვიწყია სვლა-წასვლა. შევსულვართ რკინეულობის მაღაზიაში. იქ გვიყიდნია ერთი წერაქვი რკინისა და ორი ნიჩაბი მიწის სათხრელად. „ამ წერაქვსა და ნიჩბებს არც ერთს ტარი არა აქვსო“, - უთქვამთ მიწის მთხრელებს. უნდა მოვძებნოთ-მეთქი - გვიპასუხნია.
დაგვიწყია სვლა-წასვლა. სადღაც, რომელიღაც სოფლიდან რომ ურმებით საზამთროები ჩამოუტანიათ, ურემზე მისამაგრებელი სარები ახლად მოჭრილი ტირიფებისა იქვე უყრიათ. აგვიღია ორი სარი და წამოგვიღია. იქვე გაგვიკეთებია წერაქვის ტარიც.
დაგვიწყია სვლა-წასვლა ძერჟინსკის ქუჩისაკენ. იქ მოგვინახავს ჩვენი სახლი, სადაც მუშებმა გათხრა უნდა დაიწყონ. გამოსულა მეზობლის ქალი და ჩემთვის უთქვამს: ჩემი შვილი და თქვენ სამკურნალო კომისიაში ერთად იწევითო, ის ჩემი შვილი ცოცხალი არ არისო. ძალიან მიხარიაო, რომ თქვენი პავილიონი სწორედ ჩვენს მახლობლად იქნებაო. მუშებმა დაჰკრეს წერაქვი! გაგვხსენებია ჩვენი ლექსი: „დაჰკა წერაქვი, დაჰკა წერაქვი, ჰეი, დაჰკარი! გადმოანგრიე მძიმე ლოდები ნიადაგარი“. ალექსანდრე თავს ადგას. დაიწყო, მაშასადამე, საქმე! სულ ვდგევართ ექვსი კაცი! ვიწყებთ, ვიწყებთ, ვიწყებთ! „ეხლა შეგიძლია მოიყვანო ის კაცი აღმასკომიდანაო“, - უთქვამს ჩემთვის ალეხანდროს.
დაგვიწყია სვლა-წასვლა. მივსულვართ აღმასკომში. გვიკითხავს ის კაცი აღმასკომში, რადგან არ დაგვხვედრია. სადღაც წავიდაო, - უთქვამთ... მე ჩამოვმჯდარვარ მის მაგიდასთან. ამომიღია სწორედ ეს რვეული და დამიწყია წერა სწორედ ამ ამბებისა. ვზივარ ეხლა და ვუცდი იმ ქაღალდის კაცს: ის კი არა სჩანს! ეხლა კი ვერსად ვერ დაგვიწყია სვლა-წასვლა. უნდა ვუცადოთ!!!!! ქაღალდის კაცი. მაგრამ როდემდის, ჩემო მკითხველო, როდემდის?
ქალამანი. წვიმა. წერაქვი. ბარი. ასფალტის აყრა. მარჯვედ მოქნეული წერაქვი - ოო, - დიდებულზე დიდებული რამაა. მოდის, მაშ, ქალამნებში წვიმა. წერაქვითა და ბარით, ქალამნიანი წვიმა მარჯვედ დაარტყამს წერაქვს ასფალტს. ასფალტი ირყევა-იბზარება, ქალამანი! ასეთია, ალბათ, იქ საქმის მიმდინარეობა. მე კი ვზივარ აქ და ვუცდი კაცს, სწორედ იმ კაცს, რომელსაც უყვარს თქმა: „ქაღალდი? სადაა ქაღალდი!“ არა სჩანს და არა ეს კაცი. აქ ერთი თანამშრომელთაგან ჰყვება თავის მოგზაურობის ამბავს სვანეთში. მაგონდება: „მიბინავ-ლიზი-ლიჩედი“ (დაგვიწყია სვლა-წასვლა). ა? როგორ იყო, დღეს დილით ალეხანდროს მოსვლას რომ ვუცდიდი? მთელი საათი ვუცდიდი, ვფიქრობდი თუ - სადაა? მთელი საათი ვუცდიდი, მთელი ორი საათი. რუსაძეებიც რომ შემხვდენ? - შედიო, აუხსენიო ჩემი მდგომარეობაო! ჰმ, გორსკის მოადგილე კი უჯდა თავის ქაღალდებს. უჯდა და უჯდა! უჯდა და უჯდა! ხან გაიღრიჯებოდა ყველის ვაჭარივით, ხან დაუბრუნდებოდა ქაღალდის საკითხებს. აუხსნიან და ისევ დაუბრუნდება. იცის, რომ აქ სიძნელეა და ცდილობს მის გამოყენებას... ჰმ, მასსაჩუზეტი, მასსაჩუზეტი! გორსკის მოადგილე. მე აქ ვსწერ ამ აბდა-უბდას, იქ კი - როგორაა საქმე? განაგრძობენ თუ არა მუშები თავის საქმეს? შეიძლება ქაღალდის კაცი ეხლა იქაა მისული? მაგრამ... ეს საეჭვოა... სადაა ქაღალდის კაცი, სად? დაჰკა წერაქვი, დაჰკა წერაქვი, ჰეი, დაჰკარი... კი მარა... დღესდღეობით... თითქმის მთელი დღეა აქ ვზივარ და შთაბეჭდილება ისეთია, არავინ აქ არაფერს არ აკეთებს. ცარიელი ლაპარაკია! კანცელიარია...
დაგვიწყია, ისევ დაგვიწყია სვლა-წასვლა. დავბრუნებულვართ ძერჟინსკის ქ. №... დაგვხვედრია იქ ალეხანდრო. წამოვსულვართ აკადემიაში. იქ სასაუზმეში ცოტა რაღაცა... (ქაღალდის კაცი მეგონა აქ დაგვხვდებოდა, მაგრამ, ჰმ. ჰმ.)
დაგვიწყია ისევ სვლა-წასვლა. აღმასკომში დაგვხვდა ქაღალდის კაცი.
დაგვიწყია ქაღალდის კაცთან ერთად სვლა-წასვლა. მოვედით ისევ ძერჟინსკის ქ. ქაღალდის კაცმა იტყვლიცა ხელი შუბლში, ეს რა გიქნიათო, უნებართვოთ ქუჩის პირი როგორ გათხარეთო (ჰმ, ჰმ, ჰმ. რაღაც უნდა ამ ქაღალდის კაცს, ალბად).
შემდეგ ამ ქაღალდის კაცმა დაათვალიერა ჩვენ მიერ წარმოებული წინასწარი გათხრები. სთქვა: ინჟინერი მყავს ერთი, ხვალ იმას შევამოწმებინებთო. კარგი-მეთქი, ვუთხარი მეცა და ჩვენმა ალეხანდრომაც. დაგვიწყია სვლა-წასვლა. შევთანხმებულვართ ხვალ 9 საათზე შესახვედრად.
დაგვიწყია სვლა-წასვლა. შევსულვართ კაფეში ლენინის მოედანზე. გამოვსულვართ იქიდან და
დაგვიწყია სვლა-წასვლა. მოვსულვართ აკადემიის წიგნთ საცავში. აქ ვკითხულობთ გაზეთებს, ჟურნალებს. აქ მიგვიგნია ჩემს ძველს საყვარელ მაგიდასთან. ალეხანდრო კითხულობს ჟურნალებს და გაზეთებს. მას სრულიად მოტვლეპილი თავი აქვს. სათვალეები არა წარბების დასაწყისში აქვს - არამედ ნესტოებზეა ჩამოდებული. მალე ხუთი საათი სრულდება. დაგვიწყია სვლა-წასვლა.

11 სექტემბერი. 1958 წ., ხუთშაბათი.
დილით ძალიან ადრე გაგვღვიძებია. ავმდგარვართ საწოლიდან, დაგვიბანია პირი, ჩაგვიცვამს ახალთ-ახალი კოსტიუმი, ჩაგვიდევს შიგნით გუშინდელი ტროლის ბედნიერი ნომერი 287941, და...
დაგვიწყია სვლა-წასვლა: მიბინავ ლიზი ლიჩედი. მივსულვართ მასსაჩუზეტში. მოგვინახავს ჩვენი მაგიდა, და დაგვიწყია ცდა. უკვე ათის ნახევარი გამხდარა: ალეხანდრო კი არა სჩანს. გუშინ კი შევთანხმებულვართ, სწორედ ათის ნახევარზე შევხვედროდით ერთმანეთს აქ, მასსაჩუზეტში.
დაგვიწყია ცდა, გადაგვიშლია გაზეთები. წაგვიკითხავს ირაკლი აბაშიძის სატრაბახო წერილი „Заря“ -ში „Событиемирового значения“. გრიშაშვილის ამავე ხასიათის შაითან ბაზრის წერილი კამანისტში. ალეხანდრო მაინც არა სჩანს და აი, გამოჩნდა ბოლოს.
დაგვიწყია სვლა-წასვლა ქაღალდის კაცთან: მივდივართ თუ არა კედლების შესამოწმებლად, როგორც დაგვიბარა? არაო, - სთქვა მან, - ეხლა კედლის გასახვრეტი რამ იშოვნეთო Шлямбург-ი ჰქვია სახელადო.
დაგვიწყია სვლა-წასვლა. აქედან კილომეტრების მანძილზე წავსულვართ რკინის გზის სახელოსნოებში შლჲამბურგის საშოვნელად. გვიშოვნია დიდის წვალებით. ცალკე ასაწერია ეს მოგზაურობა შლჲამბურგის საშოვნელად.
შლჲამბურგი გვიშოვნია და როცა დავბრუნდით... იგი ხან აფთიაქის საწყობს მივაბარეთ, ხან ვის, ბოლოს აკადემიის სასაუზმეში დავტოვეთ. ამაოდ ვიშრომეთ, ამაოდ დავკარგეთ მთელი დღე, მაგრამ კარგია, რომ გადავინახეთ და ჩავაბარეთ ქაღალდის კაცს.
ასე უნაყოფოთ, უნიჭოდ, უშედეგოდ, მავნებლურად, ობივატელურად, უსაქმოდ, დამღალველად, ამაოდ, დამცინველად მიდის დღევანდელი დღე.
ვიყავი ზარიაში. იმ თვის პირველიდანო.

12 სექტემბერი. პარასკევი.
დაგვიწყია სვლა-წასვლა (მიბინავ-ლიზი-ლიჩედი). ალეხანდრო გამოცხადდა, მაგრამ მას უფრო თავისი „რაღაცა“ საქმე აქვს აქ და - ალბად, იმას უტრიალებს გარშემო (აჰ, თუ...). ეხლაც უცებ საქმე მაქვსო (რა საქმე?) და გაჰქრა. ეხლავე მოვალო, მაგრამ ეს ტყუილია.
მიბინავ-ლიზი-ლიჩედი - სახლისკენ, გამოვიცვალე ტანსაცმელი, გამოვცოცხლდი. დავუბრუნდი 39 საშუალო სკოლის იდეას.
მიბინავ-ლიზი-ლიჩედი. იქ დიდებულად მოეწყო გარაჟის საქმე. მაწუხებდა საშინლად ეს რამდენიმე დღე.

*
მიბინავ-ლიზი-ლიჩედი. იჭედდი.

გაშლილია ჩვენი...
ირაკრიბა და ჭინჭილაია.

მასწავლებელი დურმიშხან ევსტაფიევი.
პირველი სამედიცინო სასწავლებელი. ორჯონიკიძის 42.

Сегодня 11, сентября. მეგრელიშვილი.