შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-8 - 1957 წელი


1957. 8 მარტი. დილის 11 საათი.

ვიღაც მეგრელი მოაწყდა ჩვენს კარებს ღვინოებით.
- იმის ნახვა მინდა!
- იმიტომ მოვედი.
მოგზავნილია, ეტყობა.
- აჰ, შენ ისა ხარ, ღვინოები რომ მოიტანეთ, ახლავე აქედან გაეთრიეთ. ეხ­­­ლა­ვე...
- არა, ბატონო, მე ნახვა მინდა გალაქტიონის.
- ეხლავე მილიციას დავუძახებ... (იღებს ტელეფონს). Милиция да? При­шел ка­кой то человек. Не отходит.
ის ისევე სდგას კარებთან და აწვება კარებს.
მეგრელია. ცოტა შეშლილიცაა. მაგრამ აწვება და აწვება კარებს. სჩანს მოგ­ზავ­ნილია.
იგი დიდის ენერგიით მოითხოვს ოთახში შემოსვლას. არ გვეშვება...
- Это небез... балд...
- რატომ უნდა გვქონდეს ასე მუდამ დღე შიში და კანკალი. ქალი ვარ, მე­შინია, მი­ვალ მჟავანაძესთან.
- დეიდას მეძახის იმხელა ბებერი კაცი.
- ყოველ სიტყვაში მიწვევს.
- იცი რანაირად.
- ვინც მე მაგზავნის, იმასთან... ბოდიში მოიხადეთ.
ნინამ ხელი დაავლო ცოცხს, კალოშებს... შეუტია.
უცნობი იძულებული იყო, დახეულიყო, წასულიყო, მილიციის დაძახებას რომ აპი­რებდა ნინა. შემდეგ ამბები ფატის ოინების...
ჰმ... დიდი სიფრთხილეა საჭირო... ძალიან მაგრად დახვდა ნინა.
მოსალოდნელია შემოტევის გაგრძელება. მოქმედებენ, ეტყობა, ორ­გა­ნი­­ზა­ციე­ბი...
ასეთია, ნინა, შენი 8 მარტი, ქალთა დღე.