შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-616-18 - 1957 წელი


4 ივნისი, 1957 წელი.
ვწერ თვალდახუჭული. ვნახოთ, რა გამოვა.
მაგრამ რა უნდა გამოვიდეს? სასაცილოასასაცილოზეო.
ვეძახი მოსკოვს. მოსკოვი არ პასუხობს.
რატომ, ნეტავი? რავიცი. რავვიიცი!
ასეთია მოსკოვი, მისი დეევი და ხიტაროვა.
დიდი საიდუმლოებებით მოცული ხალხია.
რა უნდა ჰქონდეთ დასამალი.