შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-615-2 - 1957 წელი


1957. 29 დეკემბ.

500 ქარველი პოეტი.
დღევანდელ „კომუნისტში“.
1. კ. ვოროშილოვი - 14 მარტს დაინიშნოს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნები კვირას, 1958 წ. 16 მარტს.
2. მ. ჩუბინიძე - მოწვეულ იქნას IV მოწვევის უმ. საბჭოს სესია 1958 წ. 17 იანვარს, ტფილისში.
3. ირ. აბაშიძის, გრ. აბაშიძის, გ. ლეონიძის, არნოლდ ჩიქობავას გამოსვლები.
(თუ რომ მწერლობას კაცი აკლია
გრიშაც ისაა, რაც ირაკლია).
4. ღერბები.

არ გადავათვალიერე და ისე მივეცი ლექსი „З. В.“ - თარგმანი პატარაიას მიერ. შევსცდი! იმედი მაქვს, რედაქცია გაასწორებს შეცდომებს. რატომ გაიპარა „Заря“-დან მთარგმნელი იმ დროს - როცა პასუხი უნდა მიგვეღო? ჰმ. ძალიან გავოცდი.

„მშვიდობის წიგნს“ ერთად წავიკითხავთ მასსაჩუზეტში ან მე და ბენო ჩიქობავა, ან მე და გოგი ჩიქობავა. უნდა ერთი დღე იყოს, ორი, სამი, ოთხიც. ნაახალწლევს.

საჭიროა მაგიდის კალენდარი.

*
ესაუბრება იმერს იმერი.
ესაუბრება კახელს კახელი.
ესაუბრება ქართლელს ქართლელი.
ოსურად ოსი...

* * *
იქ, სად ტალღების აწყდება თქორი
ნაპირთ, პალმებით შემონახაზი –

საიდუმლო ხმით, ჩურჩულით, ორი
ესაუბრება აფხაზს აფხაზი.

სასიამოა მიდამო შორი,
დაუჩრდილავი, დაუბეგვრელი,
იქაც ჩუმით ხმით იდუმალ ორი
ესაუბრება მეგრელს მეგრელი.

*
1. როხი. მამია ჯულაყიძე. ვანის გზაზე. 15 წელი. როხი.
დუცხუნი.
1. ლირსა. 2. გვიტია. 3. ეკატერინე. 4. მაკრინე. 5. ანასტასია. 6. მართა. 7. კოზმანი.
კვესელავა.