შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-467-21 - 1957 წელი


ორი კვირის სამუშაოთა გეგმა
1. ბაღის თოხნა და ბარვა (არა აფუნგულ-დაფუნგულად, არამედ სწორად. გადაბარული ეზო ბოლოს გადაიფარცხება, რათა გასწორდეს ადგილები).
2. არხის გამოყვანა და საზღვართან ტინის სამუშაო.
3. გადმოწოლილი მიწის გასწორება გარაჟის პირდაპირ.
4. გარაჟისა და სახლის კარების გამაგრება.
5. ჯებირები ხეებისა, სახლის კარების და ფანჯრების გასამაგრებლად.
6. ბოქლომები ისეთი, როგორც იშვიათია (6 ბოქლომი). გარაჟისთვის და რგოლები.
7. დიდრონი ხეების შეტანა გარაჟში..
8. ვაზის სარების გამაგრება და აკვრა. [დათვლა].
9. დათვლა ვაზებისა და ნარგავების (სია).
10. ეზოს იქითა თხრილის გასუფთავება. ზედმეტი ქაღალდებისგან, კონსერვების კოლოფებისაგან და სხვ.
11. ყოველ კვირაში ორჯერ ამოსვლა დასათვალიერებლად და წესრიგში მოსაყვანად.
12. ზაქროსთან მოლაპარაკება: წესრიგის დასამყარ.
13. გარაჟსა და სარდაფში დალაგებული ნივთების აღწერა, აღნუსხვა ცალკე საოჯახო რვეულში.
14. ირმასა და ნინოს საოჯახო რვეულში ყოველდღიური მუშაობის აღნუსხვა (დღიური).
15. ქურის საკითხი (როდის უნდა გადაიხუროს, ბრეზენტი?).
16. ყოველივე ეს უნდა მოწესრიგდეს თვის ბოლომდის.
17. დანომრვა ყველა ხეების (ნომრებით, ნომრები სადა და თუნუქის).
18. სკამეიკების შეტანა სარდაფში.
19. ეზოს ბოგირის და დიდი კარების გამაგრება, აჭედვა.
20. რვა კილო მჭადისა და ათი კილო პურის ქვილის შეძენა. სამი კილო კარაქი, ხუთი კილო შაქარი, მაკარონი ხუთი კილო, ორი კილო ყველი, ბადრიჯანის მოკაზმულობა, კარტოფილი.
21. რვეულს ინახავს ნინა და ირმა. რაშიდაც ხელს ვაწერთ:
1. ნინო, 2. ირმა პაპაშვილი, 3. გალაკტიონი, 4. კაკინა
1957 წ., 12 ოქტომ.