შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-579-7 - 1957 წელი


„მშვიდობის წიგნი"
1. შეიცავს 1.101 თავს - 8.808 სტრიქ.
2. გაერთიანებული სახით (4 სტრიქონი - 8 სტრიქონის მაგიერ) - 4.404 სტრ.
გეგმაში დამტკიცებულია (დამტკიცებულია. აი, ეს: ჩემი წიგნი „პოეტის ბიბლიოთეკაში“).
1. ეს არ უშლის ხელს ტომს.
2. პოემა შევამცირო. როგორ? რანაირად?
3. ორშაბათი, 11 მარტი, მგალობლიშვილთან. წიგნიც მზად უნდა იქნას‚ რომ წარედგინოს.
მანამდე გავაკეთოთ. სულ. წიგნი!!!

პატივცემულ ვალოდიას თანხმობით, ორშაბათს, 11 მარტს ხელშეკრულებას დავდებთ:
გ. ტაბიძე
რ. ორჯონიკიძე

მხატვრული ლიტერატურის რედაქციაში‚ ვინაიდან გეგმაში შეგიტანენ რეცენზიის წარმოდგენისთანავე. ჩემის აზრით, წიგნი უნდა გამოვიდეს. პატივცემული ვალოდია თანახმაა, შეგიტანოთ გეგმაში‚ თუ რედაქციის მიერ მოწონებული იქნა წიგნი. მე წიგნი მომწონს.
რ. ორჯონიკიძე
1957. 8/III