შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-384 - 1957 წელი


1957. გ. ტაბიძე.

ვლადიმერ ჯიბუტი. ბესიკის 9.
ჩვენი კვალი №19. 28 სექტემბერი.

*
სოლომონ თავაძეს - 2 ბ., კალე ბობოხიძეს - 2 ბ., კოლმეურნეობაძეს - 2 ბ., სტამბის ლექტორს პაპიაშვილს - 2, ილია ხოშტარიას - 2, გ. ლეჟავას - 2, 12. ჯიჯიეიშვილი შოთა - 2, მუშა ლითოგ. - 1, ტყემალაძე - 1, მარგალი კოჩას - ხელოვნ. რედაკ. - 2, რაჭველ პოეტს - 2, მურმან ლებანიძე, გოთუას - 2, ფატის ნიშნ. - 2, ფატი პატარაიას - 2, ლიტფონდ. დირექტ. - 1, ნოდარი - 2, ვასო გოგოლაძე.
69 დარიგებულია 11.7 მწერალი. დამრჩა - 28.

*
თამარ დიასამიძე - 22 ნოემბერი.
ჩვენი კვალი, №19, 1908. რედაქტორი იოსებ ბარამაშვილი.
26, შაბათი, ტფილისში. 29, სამ., ქუთაისში.

გაზეთი „ამირანი“, 1908 წ., 28 სექტემბერი.
1. ოპერაში - რუსალკა. დირიჟორი ი. ფალიაშვილი.
2. იმ დღესვე „გორდა“.
თბილისის თავად-აზნაურთა კრების დამფუძნებელი წევრები. ვ. რ. გაბაშვილი, ს. ზ. მგალობლიშვილი. კ. ზ. მაყაშვილი, ი. ვ. ზურაბიშვილი და გ. ს. რცხილაძე.
I ყრ-ბა წერეთელი ქუთაისში.
რედ. ქაიხოსრო ქავთარაძე.

5 ნოემბერი სახელგამში.

*
ვანი. რაიონული გაზეთის რედაქცია. შოთა ბაღდავაძე რედაკტორი. ამბროსი აბრამიძე პოლიტ. განათლების კაბინეტის გამგე. გადავეცი საოქტომბრო ლექსი. 14 მაისს მივიღე იქაური  გაზეთის ნომერი.

*
3-14-19 - აკადემიის კომუტატორი. მორიგე.

აკადემია: ენისა და ისტორიის ბიბლიოთეკა (მეორე სართული). ტომი IV. "ზღვა ახმაურდა".

არჩილ შავიანიძე (სამხატვრო აკადემია).  დილის 9-დან საღ. 6 საათ.
გამოფენა ახალგაზრდა მხატვრებისა სამხატვრო აკადემიის დარბაზებში.
წიგნი!

* * *
ბავშვი
ატირდა:
- ვაი თუ
კიდევ
ამიწიოს
სიცხემო.
ბავშვი ატირდა: ვაითუ...

*
დიდი ოქტომბრის რევოლუციის ასახვა გალაქტიონ ტაბიძის პოეზიაში.
აპოლონ ცანავა.
აკადემია, ლიტ-ის ინსტიტუტი. ტელ. 3-81-90.
წიგნი!

*
Т/п 65367. Семенову Михаилу.
დათიკო შუღლიაშვილი (ფონდი).

* * *
14 ოკტ., 1957.
1. ზავრიევის რაიონს ჰქვია „დავითეული“.
2. ხრამგესი ააშენეს გერმანელებმა. ხელმძღვანელი გერმანელი მოკლული იქნა.
3. გერმანელების სასაფლაოა ხრამგესთან.
4. შარიას სახლი ერთ კვირაში აშენდა. იქვეა ძველი სასაფლაო.
5. წყნეთის გზა, მე რომ ძველი მეგონა, შედარებით ახალია. უფრო ძველი გზა იყო კოწიას გვერდით.
6. იფნის ბაღი, დავითეული შოლტები, თავა. ადგილებია აქ.
7. ბატონის იყო (ბებუთაშვილების) მთელი ეს რაიონი.

*
1957. 1 ოკტ.
წყნეთის შოფერი ჩამცივებია: ტრანსპორტნიკებზე დაგვიწერე რამეო.

[გ. ტაბიძის შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმის მშრომელებთან. 10/X-დან 20/X-მდე. დასაზუსტებლად ს. (სერგო) სილაგაძესთან. ტელ. 3-93-05.
შეხვედრები: ცაგერი, ამბროლაური, ონი, ლენტეხი].

ენუქიძე გივი. შემდეგ დავაზუსტებთ. გულის მოსვლა.

*
საქართველოს სახალხო პოეტისა - პირადი მდივანი.
სესილია - მუსხელიშვილის პირადი მდივანი. 58-96.

შეხვედრა ქუთაისში.
კაკო დევიძე, კულტურის სამინისტრო. ტელ. 3-81-27. 1-10.

*
თავჯდომარეობს აკადემიკოსი. მაგიდაზე ორი გრაფინია წყალისა და ცხრა ბოთლი ბორჯომის. ყველა დაცულია ჟესტის სახურავებით. კარგია!

*
„Чист как пламя“.

* * *
I. იფნის ბაღი. II. შოლტი. III. თავა.

*
სტალინის სახ. რაიონი.
სახლთმართველობა №17 იმყოფება კამოს ქ. №74, მილიციის მე-6 განყ.

ა/კ. რკინისგზის თბილისის საშუალო სკოლა №7.
Тбилисская средняя школа. Зак. же. дор. Технич. ул. №2-8.

*
Второго сентября 1957 г. - у меня в сберкассе было 9.32480.
Вторго октября 1957 н. - 6.424 р.
Второго ноября - 2.000 р.
2 თვეში დამიხარჯავს - 7.324 მან.

*
5524 მან.
1. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას - 25%.
2. შრომის მოწონებისას - 35%.
3. წიგნის გამოსვლისას - დანარჩენი.
4. 25% + 35% = 60%.
5. 60%.
77,336 : 60% = 46401, получ. остаток 30.935.

*
- მილიციიდან გეემექეცი.
კოოპერატივიდან გეემექეცი.

* * *
კაცსა არ მოეწყინება
ვერისხეული მზახალი.
ღვინო და პური ძველი სჯობს,
ტანისამოსი ახალი.

*
ზემოთიდან
წამოვედით
მე და ერთი
მაიორი,
წამოვიღეთ
ღვინით სავსე
ორი [ტიკი] რუმბი,
[ძველი ყანწიც]
[კაი] ყანწიც ორი.
1957, 24 სექტ.

*
1957. 28 სეკტ.
აკადემია.
მხვდება კოწია გამსახურდია.
- გახსოვს, - ვუთხარი...
- გალაკტიონი რომ არ იყოს ლიტერატურაში, ადგილი ნესტორ ტაბიძეს დარჩებოდაო.

*
თეი კეკელიძე ყვება: გალაკტიონი და გრიშაშვილი მიდიან რუსთაველის პროსპეკტზე. ხვდებათ ოვანეს ტუმანიანის ქალიშვილი.
- Познакомьтесь, - უთხრა გრიშაშვილმა, - поэт Табидзе.  
- А-ах, - დაიძახა ტუმანიანის ქალიშვილმა, - Табидзе я знаю...
- Да, - სთქვა გრიშაშვილმა, - тот больше критикос, а это настоящиц поэт.

27/IX-24.
როდეს ამ ამბავს ხუმრობით გაახსენებდა ტიციანს თეი კეკელიძე - ტიციანი უსიამოვნოდ ჩაილაპარაკებდა - Ах ты, белетристикос... (კეკელიძე ბელეტრისტობდა).

*
- შენ წადი, მე არ წამოვალ (შეძახილები ვარსკვლავის მოწყვეტისას).
- რასაც მოასწრებ, ნატვრას ვარსკვლავის მოწყვეტისას - აგისრულდება (საზოგადოდ, ძნელია მოასწრო რაიმესი ნატვრა).
18 ოკტომბერი, 1957

* * *
მაშაშვილი მაშაო,
ვოტ ტებე ი კაშაო.
გრიშაშვილი გრიშაო,
ვოტ ტებე ი კრიშაო.
18 ოკტ., 1957

*
ლორთქიფანიძე დათიკო.
ანტოშა ცაგარელი დირიჟორია, по таблице вот.
მარია ფეოდოროვნა ტაშს უკრავს მოცეკვავე ანტოშას.

*
10 რიკულით შესაძლებელია გაკეთდეს  შესანიშნავი ტრიბუნა.
18 ოქტომბერი, 1957 წ.

*
- ის არა აქვს (ცერსა და საჩვენებელს ერთმანეთში ახახუნებს), ის არა აქვს... ჰმ... ფხა! ფხა არა აქვს.

- იცი, რა აკლია მას? ჰმ... არ იცი? მას აკლია... აბა, რა აკლია, თუ იტყვი... მას არა აქვს... დიაღ, სრულებით არა აქვს აი ეს! - აქ ის ცერსა და საჩვენებელ თითს ერთმანეთს უხახუნებს, - აი, ეს აკლია...
- რა, ფული აკლია? - დაიძახა იოველმა, როცა ცერისა და საჩვენებელ თითის ხახუნი დაინახა.
- არა, რისი ფული...
- მაშ, რა აკლია?
- ფხა! აი, რა არა აქვს მას. ფხა არა აქვს.

*
გალაკტიონ ოლოგიя.

აკადემიის კრებაზე 28 სექტემბერს, 1957 წ.
უნდა ავირჩიოთ საზოგადოებრივ მეცნიერებათა თავმჯდომარე (?) ანგია ბოჭორიშვილის (ის ეხლა ვიცე-პრეზიდენტია) ადგილას. დაასახელა ანგია ბოჭორიშვილმა გიორგი წერეთელი. გიორგი წერეთელზე კარგად ილაპარაკა არნოლდ ჩიქობავამ... უყარეს კენჭი - 19 ხმით გავიდა გიორგი (ერთი ვიღაცა წინააღმდეგი იყო).
ანგია ფატის გვერდით იშენებს, ე. ი. ამშვენებს, არემონტებს თავის მომავალ ოთახს.
ფატის ოთახი ეხლა განსაკუთრებით კეთილმოწყობილი იქნება.
არა, რას ჩამაცივდა ის ვიღაც და... გ. ჯიბლაძე. ისინი სხვანაირად გაიცინებენ მერე.
ორშაბათს 12 საათზე ფატისთანა ვარ. უკვე დაიწყება გალაკტიონოლოგიის საქმე.

*
50 წ.
29-68. ნიკოლოზ გიორგის ძე ჩაჩანიძე.

კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველო.
ყურძენის ისტორია: ჯვარი ვაზისა.

*
ГАЛАКТИОНОЛОГИЯ.
გურიის მთები დაუთოვია.

*
1957. 2 ოკტომბერი.
აკადემიის ბიბლიოთეკიდან მომიტანეს: II, III, IV, და VII ტომები. აკლია: I, V და VI ტომები. ჰმ! ჰმ!
პირველი ტომი სადღაცა მქონდა მანქანაზე გადაბეჭდილი. მეხუთე? მეექვსე?
ჩიხლაძის ქალი ლიტ. მუზეუმში. დაუმზადებია მასალები.

* * *
ეს - ვალიას, ეს თედორეს,
ეს ტარიელს, ეს კი მოსეს.
ჯერ ვითვლებით ქართველებად,
თუ არ გაგვაესკიმოსეს!
1924
გ. ტაბიძე

*
1. ჰყავთ თუ არა ლიტერატურული ძალები.
2. ჰყავთ თუ არა არტისტიული ძალები (დეკლამაციისათვის).
3. ჰყავთ თუ არა რეჟისსორი. სცენის მომწყობი, განმალაგებელი ძალების.
4. ჰყავთ თუ არა გუნდი.
5. ჰყავთ თუ არა მხატვრები. წარწერები, პლაკატები (პლაკატები ყველგან).
6. შეუძლიათ თუ არა გააკეთონ დიდი კედლის გაზეთი.
7. გაფორმება ლოზუნგებისა (კომუნისტი და ზარია).

*
მასალები ტილოზე.

I. 1. მერვე ტომი - როდისთვის.
2. ფოტო-პორტრეტი. გასადიდებელია.
3. მოსაწვევი ბარათები - 21-სთვის.
4. მხატვრები დაგვეხმარებიან და გაკეთდება პლაკატები (ნაწყვეტები ლექსებიდან).
5. შევარჩევთ პლ.  
6. ქართველი მწერლები სახალხო პოეტის შემოქმედებ. ოკტომბრის...
(1917 წლის პორტრეტი). ფოტო <...რით>  გამოფენა.

II. ლექსები. მისალმებები. სიტყვები. ჩემი გამოსვლა.

III. მხატვრული განყოფილება. თვითმოქმედი ძალებით. გუნდი. ცეკვები. სიმღ.

*
ქუთაისი. 29 ოკტომბ. საღამო - შეხვედრა.

ამდენი (столько).
ამდენი (ცხვარის, ცხენის [ფრინველის]).
ამდენი ჩიტების.
ამ დენი.

*
„როგორც იქნა, დამთავრდა პირველი განყოფილება. ილიას უთვალავი მწერალი შემოესია. ერთი კი გაიოცა, ამდენი მწერალი რამ მოამრავლა საქართველოშიო. პირველად ილიას აკაკივით წვერმოშვებული გ. ტაბიძე მიუახლოვდა, იუბილე მიულოცა და თავის საღამოზე დაპატიჟა, რომელიც მისი ღრმა რწმენით უახლოეს დღეებში უნდა გამართულიყო. ახლა ი. გრიშაშვილი მივიდა ილიასთან...“

გამოცანა
[ერთ] ტყის მაგიდას ირგვლივ
უსხდა სამი ბავში.
შავულვაშა რაში
ძერად იჯდა თავში.
1908

*
ვასილ ბაკურაძე. ფერადი ბეჭდვის სტამბა.

5.524 სტრიქონი.
7.7336.

5 ნოემბერი. დავრაზმოთ.

*
ამ ადგილიდან ყუმბარა ესროლეს ალექსანდრე მესამეს.

[აი,] სწორედ ამ ადგილიდან -
[არ ვიცი რა] ხალხის მტრობა შესწამეს,
[ყუმბარა კი ესროლეს] და ყუმბარა ესროლეს
ალექსანდრე მესამეს.

[აი ამ]  და ამავე ადგილას
ხალხის ნდობა აფიცეს -
და ვარდები ესროლეს -
გალაკტიონ ტაბიძეს.

* * *
აი, ამ ადგილიდან
ხალხის მტრობა შესწამეს
და ყუმბარა ესროლეს
ალექსანდრე მესამეს.
და ამავ[ე] ადგილიდან
ხალხის ნდობა აფიცეს
და ვარდები ესროლეს (ესვრიან)
გალაკტიონ ტაბიძეს.
ღმერთო! რა ვარდებია,
რა სინათლე, რა ალხი!
აქ მარად მთავარია
ხალხი, ხალხი და ხალხი.
24 ოქტომბერი, 1957
გ. ტაბიძე

*
თბილისის აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკის კლუბთან არსდება სალიტერატურო წრე, რომელშიაც ფაბრიკის მუშა-მოსამსახურეებთან ერთად დაესწრებიან საქართველოს [საბჭოთა] მწერლების კავშირის წევრებიც. [გალაკტიონ ტაბიძე].

*
29 ოქტომბერი. 1957 წ.
1. 4 საათზე ჩემთან მოვა დურგალი (გასაღებების პრობლემა).
2. ხვალ დილით გადმოიტანება სტენდები რკინისგზის სახლიდან (საჭიროა ნოდარი და ერთი-ორი მუშა. სტენდებს გადავიტანთ პირდაპირ სახელგამში) და შევუდგებით კიდეც საქმეს.
3. ქეთო სანიკიძის პრობლემა (გამოფენა იქ), ერთი დღე, რამაც შესძრა კაცობრიობა.
"კაფე მასსაჩუზეტი".

*
ამხანაგებო!

I. შესავალი სიტყვა.
II. მოხსენებები (გამოსვლები. სიტყვები).
III. მხატვრული განყოფ.
IV. დიდი გამოფენა.

*
უნივერსიტეტის გზანი.

*
დღეს, 26 ოკტ.
სახელგამში: 1. ილია აროსიას. 2. პარტკომს. 3. ორჯონიკიძეს... 4. ვალოდიას...
ფოტოგრაფი? ლენინის მოედ.
II. მწერალთა კავშირში. ლიტ. გაზეთი.
III. აკადემიაში: ოკტომბრის სიმფ.
IV. საპარიკმახერო... იქვე დურგალია.

პერანგი! წინდები!

*
პარასკევს, 15 ნოემბერს, 1957.

* * *
Грузия умеет рождать сыновей мирового масштаба.
მიტროფანე ჩიქოვანმა მითხრა, რომ ასე სთქვაო ანტონოვსკაიამ ილიას დღეობაზე ოპერაში.
23 ოქტომბერი, 1957