შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-379 - 1957 წელი


პოემები.
1917.
1. Знамена. Пер. Державина. Шумите, знамена! (ვისი თარგმანია?).
2. Автомобиль и арба.
3. Подстрочники. Нужны и транскрипции.
4. 1432 (პაციფიზმი - პოემად).
5. „Ре...из“ №8, 1934 (Плакат омер. худ. элин..).
6. გიგოლასაგან შევიძინოთ „გ. ტ.“ ჟურნალების კომპლექტი (არააა).
7. „Избран. К. П.“ - ფოტო-დოკუმენტად.
8. "სინათლის ყვავილის" ნაპოლეონის სიკვდილის მიხედვით გადაკეთება. ერქმევა სინათლის ყვავილები (Цветы света).
9. ამბავი ერთი ღამისა? მხოლოდ ნახევარია ნათარგმნი! დანარჩენი?
10. საერთოდ, პოემების წინ წაწევა (შ. რადიანის და დ. ბენაშვილის პოზიციები?).
11. გარაჟის წინ წაწევის პრობლემა (ესეც შიგ ჩაეკვეტა). არაა საჭირო.

*
1957 წ., 25 თებერვალი.
ეს რამ მოასაზრებინა რადიო-კომიტეტს, რომ საქართველოს გასაბჭოების 36 წლის თავზე არც ერთი ჩემი ლექსი არ წაკითხულა (წაიკითხეს ლეონიძე, ნონეშვილი და სხვ.). აქ რაღაც პროვოკაციაა ისე, როგორც „კომუნისტის“ პოზიცია (გაზეთში არ იყო ჩემი ლექსები).. მაგრამ... „კარგი მასწავლებელნი არიან ჩემნი მტერნი“ - ჩინური ანდაზისა არ იყოს.
ასეთ გამოსვლებს უნდა ველოდეთ მომავალშიაც (ლეონიძისგან და კელენჯერიძეებისაგან).

*
4 ოკტომბერი.
შეხვედრები ასოთამწყობებთან!
I. წიგნები ხალხს! მხოლოდ ოქტომბრის წიგნით. ო, ო, ო, მხატვრების მობილიზაცია. ერთი ლექსი „წიგნები ხალხს“.
II. შეძენილია პორტრეტები: რუსთაველის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, ილიასი, აკაკის, ვაჟასი.
III. ლექსში „წიგნი ხალხს“ 19 მოტივია (საჭიროა 19 მხატვარი, არა ნაკლებ ათისა). ლექსის - წიგნები ხალხს - მხატვრულად გაფორმების იდეა ეკუთვნის პოეტს შოთა ლომსაძეს.
IV. უკანასკნელი სტრიქონი შეიცვლება ასე:

თქვენი ხმა წინმსვლელობის
მთელს ქვეყანას აცნობებს!
[დიდება;] ვუსურვებ გამარჯვებას
ვაშა ასოთ-ამწყობებს! (ძვირფას ასოთ-ამწყობებს!).

V. შოთა რუსთაველის პორტრეტი - ირაკლი თოიძის სურათის მიხედვით.
გურამიშვილის.
უმთავრესია: საჭირო არაა ამ საქმეში ნერვიულობა. დამშვიდებით. წყნარად. ტილოები, ფანერები ხომ მზადაა (არის, დამჭირდება კიდევ).
ბ.    სერებრიაკოვი ტექსტს აღარ აბრუნებს: აი, ხათა. 24/II-57. სტურუა.
არის პორტრაიტი ჩუდეცკის. წიგნზე გამოსახული და ორიგინალური.
(საგულისხმო დიალოგი მეორე ოთახში! ჰმ! რას-იზმმ? რას იზმ?).

*
ნეტა რასა შვება სანჩო-პანჩო? მგონი აფლავებს საქმეს. ჰმ. შევიხედოთ აკადემიაშიც... ჰმ... მოვლენ შენთანო. არავინაც არ მოდის. აქ სხვაფერაა საქმე. დიტუ!! დეიკარგონ იქით... (ხა, ხა, ხა).
ჰმ... ავად გამხდიან, თუ მაგრად არ დავიჭირე თავი!

От рабочих и служащих завода им. Димитрова.
ლენინის მოედანზე.

* * *
ქვის მთლელები. მუშაობენ ამ ჟამად მთავრობის სასახლის გვერდით. ისინი თლიან საჭირო დიდ-დიდ ქვებს - ქვაფენილისთვის და კედლისთვის, რომელიც დააშორებს რუსთაველის პროსპეკტს და სასწავლებლის წინ  გაშლილ ეზოს. აქ შესანიშნავი ქვებია. უთუოდ მუშებს თავს ადგას ზედამხედველი, უთუოდ აქ ხშირადაა ინჟინერი, მათ შეუძლიათ ბევრი რამ კარგის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში, გვიჩვენონ ადგილები, საიდანაც მოაქვთ ეს ქვა. წინასწარ დაამზადონ ქვა. ააგონ პიედესტალი ისეთი, როგორიც საჭიროა.
საინტერესოა, ვისი ძეგლები იქნება დადგმული ამ ადგილას? გადაიტანებენ თუ არა აკაკის ბიუსტს ოპერის თეატრის ბაღიდან? (რაღაც მგონია, რომ არა). ვისთვის რა საჭიროა ძეგლების ადგილიდან დაძვრა?

*
4 მარტს
შესდგება ასოთამწყობების
შეხვედრა
საქართველოს სახალხო პოეტთან
გალაკტიონ ტაბიძესთან
დასაწყისი - საათზე. შესვლა მოსაწვევი ბარათებით

ფიქრი შაითან-ბაზარზე
ამ ღრიალს, ამ ჭუჭყის
[კაცი ვით] სივრცეს ვინ აიტანს?
რაც ბაზრებს შეფერის
შაითან-მაითანს -
იმით - აქ ვერავინ
ვერაფერს  გაიტანს,
წავა ეს ყვირილიც
მოსულა საიდანც -
გაჩნდება კულტურა -
ბაზრებს ქვეშ დაიტანს.

1957. 27 თებერვალი. „Заря“.
გუშინ რადიოთი ლაპარაკობდენ მარიჯანის პესსიმიზმზე (ჰმ, ოინია! მა რა?).

ლექსების გამოფენა
„დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლიუცია გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში“. 40 წელი. გალაკტიონ ტაბიძე. ტ. VII.
1. თვითეულ ლექსს მოეწერება ჩემი სახელი და გვარი (ჩემი ხელის მოწერა).
2. ხვალ დილით: „შვიდტომეულის“ ფოტო. 11 მზად იქნება.
3. ოთარ ეგაძე. უნდა დაგვეხმაროს, თუ არა, სხვა იქნება.
4. მზადაა III, IV, V, VI, VII ტომები.
5. II ტომი? უნდა გადაიბეჭდოს უსათუოდ (მზადაა).
6. II ტომში გადაბეჭდილია 618 [ლექსი]  გვერდი (ექვსას თვრამეტი გვერდი).
7. ჩემო კარგო ქვეყანავ - არის 25 (ოცდახუთი გვერდი).
8. შვიდტომეულს... ვინ გააკეთებს? უსათუოდ ვინმემ უნდა გააკეთოს! დიდი ფანერკა.
9. გასაკეთებელია.
10. ყველა ტომები უნდა გაკეთდეს. ფანერები არის. უმრავლესობა გადაბეჭდილია (ცოტაა გადასაბეჭდი).
11. ოქრო აჭარის ლაჟვარდში.
12. ზღვა ახმაურდა!!! ზღვის მოტივები.
ფულიანი კაცი.
ფატი თითქო განგებ აკეთებს, რომ მე არ ვემზადო.
ირ. თოიძის ნახატი (ავთანდილი მდინარის პირად).
1. ეთერი შუშანიას წიგნი - მშვენივრად ეტევა ერთს  ხაზზე.
რეფერატები. დისერტაციები, ლექციები, წერილები, ერთი სათაურით: დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლიუცია გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში (გააფორმოს მხატვარმა).
პირველი ტომი აუცილებლად საჭიროა სტენდზე! (რევოლიუციური ლექსები).

1957. 27 თებერვალი.
დიდებული იქნება
1. პირველად მასალები გაეკვრება სტენდზე კნოპკებით.
2. სტენდის მიხედვით გაკეთდება სქელ ქაღალდებზე - რომელიც ლურსმნებით (შესაფერისი ლურსმნებით) დაეკვრება ფანერკას.
3. ამის შემდეგ ჩაისმება ჩარჩოში.
4. შევიძინოთ უნდა ჩარჩოს ჩამოსაკიდი [რგვალი] რგოლები.

1. ქაღალდი - 12 X 6 - 72 р.
2. კნოპკები - 12 კოლოფი, იყოს 15 (იყოს თუნდ ასი).
3. ჩარჩოს რგვალი რგოლები. იყიდება, ალბად, რკინეულობის მაღაზიაში.
4. ლურსმნები შესაფერი.

გამოფენები სახვადასხვა
1. ქართველი პოეტები (100 ქართველი პოეტი).
2. კრიტიკოსები (ივ. გომართელი, იპ. ვართაგავა, კორნელი კეკელიძე, აკაკი გაწერელია, შალვა რადიანი, ბ. ჟღენტი, ფატი და სხვ. ხუხაშვილი).
3. მეცნიერებათა აკადემიის წევრები...
4. პირველად მასალები გაეკვრება სტენდზე კნოპკებით - კარგად დალაგდება და მხოლოდ ამის შემდეგ... შესაძლებელია კარდონებზე (თუ ასეთი კარდონები იშოვება). თუ კარდონები კარგად შეიკვრება!
5. კარდონები მაგრად დაეკვრება ფანერკაზე! ეს იქნება დიდი მიღწევა!
6. თითო სტენდს ოთხი.
7. შუშანიას წიგნიდან შეიძლება ლექსები ამოიჭრას (შემცირდება და დაეტევა სტენდზე).

* * *
1957.
ზაქარია ჭიჭინაძემ სთქვა: ძალიან პოპულიარული გახდა თქვენი ლექსი „მერი“. გუშინ თქვენ შემოგძახოდენ: „მერი! მერი!  წაგვიკითხეთ მერი!“
იქ კი გავიგონე - სხვაგვარად: მღეროდენ, აჭარაში რომ ვიყავ, ძველისძველ ხალხურ სიმღერას:
მე რომ მოვკვდე, მე - რისთვისა?
გადამთიელ მერისთვისა?
- ჰმ! - ჩაიცინა ზაქარიამ, - მაინც რა დრო იყო.
- ჰმ! - უპასუხა ბარნოვმა, - ერთობ სხვანაირი დრო იყო.
- ჰმ! - ჩაიცინა დავით კლდიაშვილმა, - თათარი ჩვენი ისტორიული მტერი იყო.
- მაგრამ მე ეს ლექსი...

* * *
1. პირველი ლექსი - „სქელი ღრუბელი“. 2. მერი. 3. ატმის ყვავილები. 4. მთაწმინდის მთვარე. 5. ლურჯა ცხენები. 6. ლექსი ბებელის შესახებ (ჟანდარმერია). (იმელი, სტურუა).
"Заря Востока"-ში.

*
24 თებერვალი.
დიდი მუშაობაა საჭირო, მაგრამ თუ 4 მარტს იქნა - ყველაფერი მოესწრება. ენერგია!
ფულიც იქნება იმ ხანებში: ჰონორარები და ხელფასი. 1.600, 1.000 და კიდევ ხვალ "ზარიადან".
მხატვარს, ხელოსანს, სტენდების გამკვრელს.
1. მხატვარს - ფლური. 2. დამწებებელს - ფლური. 3. დურგალს - ფლური.

ხელის მოწერა ხუთნაირად: 1. გალაკტიონ ტაბიძე, 2. გალაკტიონ - ტაბიძე, 3. გ. ტაბიძე, 4. გ. ტ., 5. გალაკტიონი, 6. გალაკტიონ ტ., 7. გალ. ტაბიძე.

25 თებერვალი. 1957 წ.
სურათები - ლენინი, სმოლნი, წითელი მოედანი, მოსკოვი, დემონსტრაციები, ომები, მშენებლობა (საერთოდ), საზღვარგარეთი (საერთოდ).
200 სურათამდე, თუ მეტი არა, საჭირო იქნება  (ხვალვე, ხვალვე).
1. ოკტომბრის რევოლიუციის. 2. სამოქალაქო ომის. 3. მშენებლობის (ხუთწლედების). 4. დიდი სამამულო ომის. 5. საზღვარგარეთის (პარიზის). 6. შემდეგი მშენებლობის. 7. მშვიდობის!
გადასინჯვა ყველა წიგნების, რაც კი მაქვს, ამასზე უკეთესისთვის რაში უნდა დამჭირდეს სურათები.
სტამბაში! მორჩა და გათავდა. ხვალვე.

1957. 27 თებერვალი.
„Заря Востока“.
1. კონვეიერი. 2. მეტალურგიული ქარხანა. 3. ჭიათურა, მაღაროები. 4. ქუთაისის ავტოქარხანა. 5. Мачты электрич... 6. მატარებელი.
თერგი, გაგრა, წყალტუბო, გულირიპში, ბაკურიანი, შოვი, რიცა.
(ლეონიძე ზარიაში ქართულად ბეჭდავს ლექსს).

*
მასალები 15 მარტისთვის.

ორშაბათს - 1 აპრილს თემატიური საღამო.  დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლიუცია გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში.
1957 წ., 27 თებერვალი. გალაკტიონ ტაბიძე.
გადაიდვა ჩემის თხოვნით. 21 მარტი, 1957 წ.

*
თედორე ჰყვება სტუდენტობის დროის ამბავს. ერთხელო, პურიშკევიჩმა ძალიან გალანძღა სტუდენტები, რა თქმა უნდა, მისებურად, პურიშკევიჩისებურად. სტუდენტებმა იქ არა უთხრეს რა, მაგრამ მეორე დღესვე გაზეთში მოათავსეს ასეთი წერილი:
„Разве русскому студенчеству могут быть чувствительны укусы подленькой бессарабской блохи“.
1957, 27 თებერვალი

ხუთწუთების პოემა
1957. 30 მარტი.
1. ხუთწუთში შევთანხმდით მე და შალვა მანჯავიძე, რომ მისმა ვაჟმა გააკეთოს იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი ჩემი ქანდაკება... საბოლოოდ მოვილაპარაკებთ ორშაბათს. როდის მოვა ჩემთან მისი ვაჟი, რომ დავიწყოთ ეს საქმე... დიდი საქმე! (ორშაბათი - ზეგაა). ასე...  ტელ. 3-65-41.  
2. ელიზბარ უბილავა: ამჟამად, როგორც იცით, გაზეთი „კომუნისტი“ ძალიან ცდილობსო, მალე გაუშვას თქვენი ნაწერებიო... ერთ კვირაში დაიბეჭდებაო; დაიბეჭდება კიდეც, ღრმადა ვარ დარწმუნებული. მე ეს საქმე ძალიან საჩქაროდ მიმაჩნია, ცხადია, რისთვის. მეორე ხუთწუთედი. ტელ. 3-80-84.
3. ბორის სერებრიაკოვი - მზადაა გადათარგმნოს მასთან დარჩენილი მასალები - თუ ამას მოისურვებს დევი სტურუა. „Заря Востока“-სთვის... დევი ყოველთვის ჩემს მხარეზეა. არაა ძნელი მისი ჩვენს მხარეზე აკტიურად ჩაბმა საერთოდ. აი, მესამე ხუთი წუთიც (რასაც სხვა ათას წელს [მოუნდება] უბრუნდება, პოეტი ერთ წუთს თუ მოუნდება. რად ხდება ასე? სად მოგუნდება ათასი წლის და სად ერთი წუთი?). ტელ. 3-72-22.
4. დიმიტრი მჭედლიძეს. „მე ველაპარაკე კვესელავას, ის თანახმაა 16-ისათვის“. „ელაპარაკეთ კვესელავას? ძალიან კარგი, ბატონო. ოპერის თეატრი თქვენი იქნება თექვსმეტი აპრილისათვის“. „კარგი, ბატონო“. მეოთხე ხუთწუთეული ასე გავიდა. ტელ. 3-06-42.
5. მინისტრთა საბჭოში ჩემთან შეხვედრა ეწყობა 2 აპრილისათვის (სამშაბათი). დამირეკეს ასე. ესაა მე-5 ხუთი წუთი. ფატი.
6. ნავთლუღის რკინისგზის კლუბში ჩემთან შეხვედრა ეწყობა 6 აპრილს. იქ ჩემი სახელობის წიგნთსაცავია (კოტე რატიშვილი და ნათელა რატიანი). იქნებაო კედლის გაზეთი. მთავარია შემდეგ ოპერის თეატრი! ეტყობათ ენტუზიაზმი!
7. საფინანსო-საკრედიტო ტექნიკუმში - არსებობს ჩემი სახელობის ლიტერატურული წრე (ფანცხავა, ადეიშვილი). იქ ჩემთან შეხვედრა შესდგება 4 მაისს (შაბათია). ტელ. 3-71-08. ოო, იქ გრანდიოზული საქმე მოეწყობა. სწორედ იქ შეიძლება მოხდეს ჩემი სახელობის წრეთა გაერთიანება. იქვე შეიძლება მოეწყოს გამოფენა, რომელიც გაგრძელდება მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს განმავლობაში. ტელ. 3-71-08.
ხუთი წუთი მაინც ხუთი წუთია. აჩქარება აქ არ ივარგებს.

*
Подстрочники:
1908-1912 - 66 стихотв. и поэм. 1913-1917.

ბწკარედები - 1908-1957:
1. 1908 -1912 - 66. 2. 1913 -1917 - 181. 3. 1918 - 1922 - 23. 4. 1923 - 1927 - 67. 5. 1928 - 1932 - 89. 6. 1933 - 1937 - 37. 7. 1938 -1942 - 153. 8. 1943 - 1947 - 18. 9. 1948 - 1952 -15. 10. 1953 -1957 - 1= 675.
1956, 10 დეკემბერი.

*
რა დიდების სხივით შვენის
ჩვენი მთის და ჩვენი [ველის] სერის
ასი ათას [მტკიცე] ძველი ძეგლის,
[მშენებლობა ძველთა ძველის]
მხედველობა მშვენიერი.
ხავსებისა თუ ნარ-ეკლის...

*
დარჩეს წარღვნა, კიდობანი,
ყაზბეგი და არარატი
ხმაურობდეს, დე, ჩობანი
არვისით და არარათი.
დე, მოგროვდეს ყველა ერი,
მოხუცი და ახალგაზრდა,
დაინგრევა ყველაფერი,
სიძველეთა დიდთა გარდა.
დარჩეს ბაგრატიონთ გვარი,
სპარსთა ჯარი, მეფე კიროს,
ანაცრებდა უნდობარი
ძველ კოლხიდის სანაპიროს.
შემდეგ ნახონ ის კოლხიდა
და იფიქრონ: როგორ ჰყვავის,
ნიშანიც კი, თუნდაც ციდა
არ სჩანს დარდის უამრავის.
დარჩეს მეფე ფარნაოზი,
იგონებდა ქართულ ანბანს,
ნირვანიდან დაიწყებდა
ნებროთიანთ გვარის ამბავს.
მომავალში კი ის ნახავს,
ვით ყოველი სახლი იგნებს,
როგორც ანბანს აგრეთვე დიდ
ფოლიანტებს, ქართულ წიგნებს.
ის პომპეაც, რომაელი,
ოდიშს რომ მოადგა ომით,
და რიონის სათავემდე
ქართლი ნაწილად ჰქმნა რომის.
აფხაზეთზე, სამეგრელოს,
მესხეთს იყო მოდებული,
აქეთ სიმონ კანანელი,
იქით პირველ-წოდებული.
ყველა ერთად გაოცდება,
დასწვავთ გრძნობა, არა შური,
რომ ყოფილა რელიგია
ჩვენი, სოციალისტური.
მირიანის მეფობის დროს
იყო ნინო, მშვენიერი,
მცხეთის არეს, ვაზის ჯვარით
მან მონათლა ჩვენი ერი.
რა ვქნათ, რომ ეს ძველად იყო,
მართლაც იყო, მაგრამ მართლა
ჩვენი ერიც სხვა ერებთან
ცხრაას ჩვიდმეტს მოინათლა.
დე, მოგროვდეს ყველა ერი,
მოხუცი და ახალგაზრდა,
დაინგრევა ყველაფერი
სიძველეთა დიდთა გარდა.
აგროვებდენ კირს და რიყეს
ტფილისს უშენებდენ მეტეხს
და ამ ძველ ძეგლს, ამ ძველ ციხეს -
ხვალაც ვერ-რა ძალა შეტეხს.
ვთქვათ, უწიგნოთ, უდავითნოთ
ეკლესიას გული უწუხს,
მშვენიერი მიგნებაა,
ანბანს იგონებენ ხუცურს.
ააშენეს ციხის სერი,
დარჩეს! მთების იტანს ტანი,
იქ მარტყოფის მონასტერი,
აქ კი ვახტანგ გორგასლანი.
გორგასლანი აგებს მცხეთას,
გორგასლანი ებრძვის ბეგებს,
მან უჩვენა თავის ძალა
შემოსეულ პეჩენეგებს.
დე, ფარსმანის ხეობაში,
სად სვიმეონს ედგა სვეტი,
შორეული სირიიდან
იყოს მამა ათორმეტი.
დარჩეს მონასტერი ჯვარის,
ეხლა მცხეთის წინ რომ არის,
დე, მოგროვდეს ყველა ერი,
მოხუცი და ახალგაზრდა,
დაინგრევა ყველაფერი,
სიძველეთა დიდთა გარდა.

მთაწმინდის ახალი მთვარე
კვლავ მთაწმინდა [ხედავს] აწყობს კაცთა დაგროვებას,
კვლავ მთაწმინდა ებრძვის  ჟამთა ამოებას,
კვლავ მთაწმინდა [მღერის] შეთხოვს გულით ჟამს, დროებას
მშვიდობას და კაცთა შორის სათნოებას.

ან ცალად, ან ორ-ორად ან სამ-სამ-ცალად
კაცთ, რომელთაც ყოფნა ექცათ შხამ-სამსალად,
მიანიჭებს მეცნიერთ და - მაწანწალათ -
....................................................... გადამძალა,
მშვიდობას და კაცთა შორის სათნოებას.
არ არისო სხვა მთაწმინდა და არც მინდა.

*
მე იდეალისტი არა ვარო, მე მარქსისტი ვარო - ამბობდა ნიკო ბერძენიშვილი.
არის ორი მიმდინარეობა ისტორიულ მეცნიერებაში - მარქსისტული და იდეალისტურიო.
ეს იყო აკადემიის წლიურ საანგარიშო სხდომაზე 28 მარტს, ხუთშაბათს, 1957 წ.
მას თავს დაესხნენ: კ. გამსახურდია, ბ. ჟღენტი, გ. ლეონიძე (ინგოროყვას შტატი), თოფურია აკად.
საინტერესოა ამ კრების სტენოგრამა. ვის ეძლევა და სხვ.
ამ დღეს გადავეცი ნ. მუსხელიშვილს ჩემი წიგნი „დიდი ოქტომბრის დროშით!“ მან გადასცა ბოჭორიშვილს. ვნახოთ, რა გამოვა „მანდედამა“.
არც მე ვარ იდეალისტი.

* * *
ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს,
ცარიელი მჭადით.
გთხოვთ ორი თვის ვადით
ათი-ათას მანეთს.

გაძლევთ (უნდა ითქვას)
პატიოსან სიტყვას.
    რომ...
რომ მაისის დამლევს,
[გადა]ვიხდი დანავალებს
ყოველ მიზეზს გარეშ.

*
1 აპრილი. 1957.
ლიტფონდის დირექტორს ამხ. ალექსი გომიაშვილს.
გთხოვთ, [სესხის სახით - ერთი] ორი თვის ვადით მასესხოთ ათი ათასი (10000) მანეთი. გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ სესხი ჩემ მიერ გადახდილი იქნება ა. წ. მაისის დამლევამდე. ყოველ მიზეზს გარეშე.
[მწერალთა კავშირის წევრი]
გალაკტიონ ტაბიძე - საქართველოს სახალხო პოეტი  
1957 წ., 2 აპრილი

გადავეცი 1 აპრილს, 1957.

უნდა გავიგო ვინაა გამგეობის წევრები (ლიტფონდის გამგეობა). მოველაპარაკო მათაც, ტელეფონით, რა თქმა უნდა (მე დღეს ვეღარ ვივლი, ცუდი ამინდია, ფეხი მტკივა, მაზოლები მაწუხებს, ფეხსაცმელი არა მაქვს), ტელეფონით. ტაქსის ფულიც კი არა მაქვს.
ხარჯები დღევანდელი დღის: 1. ნინას 10 დღის - 300. 2. Lლეილა კაკაბაძეს ვალი - 300. 600 მან.

მშვიდი ატმოსფერო. დაკვირვებით ვიმუშაოთ. მაგრამ რა იქნა ნიკოლაძის წარწერა? ეს მაღელვებს. როგორ უნდა არეულიყო, როდესაც... ხომ არავინ რევს ჩემს კაბინეტს? გასაღები, მგონი, მხოლოდ მე მაქვს... უნდა ვეძებო კიდევ... უიმწარწეროდ? არა!
ელექტრონით რომ ათბობენ წყალს. უნივერმაგი.

*
ქართველი პოეტები. ეს უნდა გაკეთდეს დიდებულად... ჩუდეცკის იდეა.

*
სახელები კალენდარში 1941 (ნამდვილად 1957 წ.):
იანვარი. ნინო ჩიხლაძე.
თებერვალი. დევი სტურუა, ბორის სერებრიაკოვი, ასტვაცატუროვი, პიერ კობახიძე, კავკაზაგი, ნოდარ გურეშიძე, დ. კასრაძე, თამარ ვანიძე, ნინო ნაკაშიძე, შოთა სულაბერიძე, ვლად. მგალობლიშვილი, ელიზბარაშვილი, ედიშერ ყიფიანი, ფორჩხიძე შ., ჩიქობავა გიორგი, ხუტა ბერულავა, ილია აროსია, გიორგი კალანდაძე, ა. ბეგაშვილი, ა. გაწერელია, გ. მებუკე, ს. ცაიშვილი, არჩილ ჩაჩიბაია, პარმენ ლორია, რ. ასაევი, ჩხაიძე ილიოდორ, ვახტ. გურგენიძე, ამბერკი ჯულაყიძე, ლ. გოგია, ავთანდილ გუნია, ნიკო სამად-აშლილი, სოფა (სოფიო ბლინსკაია), ფატი, კორნელი სანაძე, ზლატკინი, გუგული, ბ. ჟღენტი, ნუნუ, ბ. სერებრიაკოვი, შ. რადიანი, ლავროს კალანდაძEე, ფატი, ლადო გუდიაშვილი, ილია სიხარულიძე, ნუნუ, კ. სანაძე, ალ. კოკაია, ალფეზ ხელაძე, სტიოპა, ეული, ი. ნაზარბეგოვი, მირცა თაქთაქიშვილი, დეევი, სტაროსტინი, ორჯონიკიძე რეზო, დ. მჭედლიშვილი, ანდრო თევზაძე, ჭილაია, ვ. მახარობლიძე, ვეფხვაძე, ილია ბახტაძე, იროდიონ ქავჟარაძე, სერგო შავგულიძე, ლახუტი, ი. ნიკოლაძე, გამეზარდაშვილი, ესენინი, ამირან გაბესკირია, ივანოვი, ნოდარი, კოტე რატიშვილი, ნ. კანდელაკი, ქიქოძე, გერ. ქიქოძე, ბოცვაძე, ნათელა რატიანი, ლეილა კაკაბაძEე, ციალა იაშვილი, ჯოჯუა, მანჯავიძე შალვა, გრ. წეროძე, ნ. მუსხელიშვილი, ბ. ჟღენტი, დეევი, სტაროსტინი, ჟოზე, ნინა, ლეილა, ფირცხალავა (რედ.), 6 ქედის კომუნა, ქედის კომუნა, ქედის კომუნა, ქედის კომუნა, ქედის კომუნა, ნათელა სტურუა, ილია ხოშტარია, ჩიტო. 104. კანდელაკი!
სახელები:
დერჟავინი (მთარგმნელი), შ. რადიანი, დ. ბენაშვილი, გიგოლა, ლეონიძე, ნონეშვილი, კელენჯერიძე, რუსთაველი, გურამიშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, შოთა ლომსაძე, ირაკლი თოიძე, სერებრიაკოვი, ჩუდეცკი, მარიჯანი, ეთერი შუშანია, ზაქარია ჭიჭინაძე, ლენინი, იაკობ ნიკოლაძე, ელიზბარ უბილავა, დიმიტრი მჭედლიძე, კოტე რატიშვილი, ნათელა რატიანი, სოსიკო ფანცხავა, ილია ადეიშვილი, ი. ბოჭორიშვილი, კ. გამსახურდია, ბ. ჟღენტი, გ. ლეონიძე, პ. ინგოროყვა, ნ. მუსხელიშვილი.

*
შინაარსი:
1. 1917 წ. რადიო კომიტეტის მიერ ჩატარებული 25 თებერვლის გადაცემა.
2. ნეტა რას შვრება სანჩო-პანჩო?
От рабочих и служащих зав. им. Дмитр.
ქვის მთლელები...
4. ოთხი მარტის აფიშა.
5. ფიქრი შაითან ბაზარზე.
მარიჯანის პესსიმიზმი.
ლექსების გამოფენა.
დიდებული იქნება! (სტენდების დამზადების პროექტი).
გამოფენები და სხვ. და სხვ.
6. ზაქარია ჭიჭინაძემ სთქვა.
ლექსი ბებელის შესახებ.
ფლურის საკითხი. ფაქსიმილეები.
7. სურათების საკითხი სტენდებისათვის.
8. * * *.
9. ოთხშაბათისთვის (1 აპრილისათვის დადებული ხელშეკრულება).
10. თედორე ჰყვება.
11. ხუთი წუთის პოემა.
50. ბწკარედები (1956, 10 დეკემბერი).
54. რა დიდების სხივით შვენის (ლექსი).
დარჩეს წარღვნა, კიდობანი (ლექსი).
56. მთაწმინდა (ლექსი).
იდეალისტი არ ვარო.