შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-378 - 1957 წელი


26 января, 1958.
აი, სულ ის მასალები:
1. Адрес Ленинградцев (Вечер в ленинграде 1934?). 2. Дарья Ахвледиани - „А. Церетели“. 3. Сандро Шаншиашвили - В. лир. 4. Георгий Кучишвили - стихотв. 5. Академик К. Кекелидзе. 6. Василий Барнов. 7. Шалва Дадиани. 8. Ираклий Андроников. 9. Давид Клдиашвили - „Краса и горд“. 10. Шалва Радиани - „Основоположник“. 11. Акакий Гацерелия - „Центральная фигура“. 12. Корнелий Кекелидзе. 13. Барнов Василий. 14. Иа Экаладзе. 15. Валериан Гуния. 16. Шио Мгвимели. 17. М. Давиташвили. 18. Жизнь и творчество.

*
საჭიროა კიდევ ორმოცი ავტორი (სულ ხომ ასი უნდა იქნეს?), მაგრამ რატომ? - მე მგონია ეს სრულებითაც, პირველ ხანებში, სავალდებულო არაა და ვერც მოესწრება: ვერც შეკრება, ვერც გადამუშავება, ვერც თარგმნა, ვერც მხატვრისთვის გადაცემა!
სჯობია ვუტიოთ, დავანებოთ თავი...
გამოვიყენოთ  კარგად ის, რაც გვაქვს.
და განა მერე საკმარისი არ არის ის, რაცა გვაქვს? რომელ ქართველ თანამედროვე მწერალზეა დაგროვილი ასეთი მასალა? არავისზე!! გადამეტებულმა ფანტაზიამ შეიძლება სულ დაღუპოს ეს დიდი საქმე!
ნუნუმ მომიტანა საშინელი ქაღალდი.

*
Вспомнить бы хоть одного человека, хоть одну старшую женщину или мужчину, который хоть раз в жизни, погладил бы меня по глове, хоть в детстве, хоть в юности. Нет, не припомню никак. Ведь был же и я когда-то ребенком и телом, и душой, и нет же в мире ребенка окромя совсем уличных, не знавших семейную жизнь никогда. Но я ведь рос в семье, у меня была мать, родные, большое число родственников, соседей, знакомых? Что для них значило погладить ребенка по голове, просто, как обыкновенно ласкали других ребят?
Почем-же, почему я им был так чужд и противен? Ведь я же был ребенок, такой же, каких на свете миллионы.
Да, не помню я ни одного такого человека.
И не могу объяснить никак этой тайны.
Судьба-ли? Но можно ли верить в такую судьбу?
Почему-же у меня было такое ужастное детство?
Друних-же, моих сверстников, не преследовала такая судьба _ они не переживали такого унижения.
Да, ежели вдуматься хорошо, легко наверное найти причину.
Но на меня унижающе действовало все это: не мог же я в те детские годы доискиваться до причин, найти причины, объяснить ими то или иное полжение.
Да, вспомнить бы хоть одного человека; припомнить бы... да никак не могу.
Никак не припомню.
Ужас!

1958 г., 26 января. Ночь

ნოდარი ავადაა.

*
ორი თუ სამი წლით ვიყავი უფროსი ტიციანზე. ჩვენს ადგილს ერქვა ჯერ ეზო, მერე შარა, შემდეგ გადაღმა, მერე ფშანი, მერე იქითა გადაღმა, შემდეგ იწყებოდა ჩვენი ტყე, იმას იქით მთელს ტერიტორიას - გაღმა, ხვლიფი და თავდებოდა მეფისჭალით. ყველა ამ ადგილებში დამყვებოდა ტიტია, და სრულებით კი არა ესმოდა რა: ვეტყოდი რაიმეს თუ არა, ვგრძნობდი, რომ ვერ გაიგო, მხოლოდ დიდი თვალები უფართოვდებოდა და დიდხანს, დიდხანს მიყურებდა საწყალოთ, რომ როგორმე გაეგო, თუ რა ვუთხარი. აი, ჩვენს გადაღმა ფშანია. იცი, ტიტია, ტიტია, ტიტია, ტიტია, ბიჭო, - შევსძახე უეცრად, - ადგილიდან არ დაიძრა...
მე საშინლად ავღელდი, ჯილოდან, რომლის ახლოს ვიდექით, ამოძვრა უზარმაზარი მწვანე გველი. რომ დავინახე, გავცოფდი. ტიტიას ხელი ჩავავლე. გველმა ფშანისკენ გასწია კლაკვნით. ვაკვირდებოდი და განვიცდიდი, რას, არ შემიძლია, ეხლა ვთქვა...
- ტიტია, ხედავ, გველი, - ჩუმად ვეუბნები ტიტიას, - შეხედე, როგორ მისრიალებს...
- სად? სად? ვერა ვხედავ, - ამბობდა ტიტია.
- როგორ ვერ ხედავ. აი გველი, გველი, შეხედე, ბიჭო, გველი!
ტიტია გაჩუმებული იდგა, მეც გაოცებული ვიყავი, თუ როგორ ვერ ხედავს გველს ამოდენა უზარმაზარი თვალებით.
- სადაა, სად! - მეუბნება ტიციანი და კიდევ უფრო უფართოვდება თვალები!
- პირდაპირ გავგიჟდი, როგორ ვერა ხედავ... აი, ხის ძირამდის მივიდა... იქ, ალბად, სორო აქვს... ხედავ, როგორ მიძვრება... აჰა... მიძვრება გველი.
- სად არის მგელი, სად? - ამბობს ტიციანი.
როცა გველი მიიმალა, ორივენი დაფიქრებულნი გავჩერდით... მაგრამ უეცრად ტიტია მოსწყდა ადგილიდან, ისარივით შარა გზისკენ გაეშურა ყვირილით:
- მგელი! მგელი! მგელი!
დავედევნე მე მას და ვეუბნები: - ბიჭო, რისი მგელი, მგელი, მგელი, ა, რა გაყვირებს, გველი იყო და არა მგელი.
ტიტო მაინც გარბოდა და მთელი სოფელი ფეხზე დააყენა: - "მგელი, მგელი, მგელი".
[გა]მოცვივდენ მთელი სოფელი სახლებიდან: ბავში, მოხუცი, ქალი და კაცი. შეშინებული იმით, რომ სოფელს თავს მგლები დაესხა, რაც ხშირი მოვლენა იყო ჩვენს სოფელში მგლების თავდასხმა.
- ბიჭო, სადაა მგელი, სადაა მგელი! - გაიძახოდა მთელი სოფელი და რიონის კიდისკენ გარბოდა ყვირილითა და ძახილით, რომ დაეფრთხოთ მგელი. "ამოგვიწყვეტს საქონელს. გადავიდეთ ნავებით  გაღმა".
მთელი სოფელი შეიკრიბა უცებ, სიტყვა მგლის გაგონებაზე, შეიქნა ჩოჩქოლი, მაგრამ რა ჩოჩქოლი.
ვერაფერსაც ვერ მიაღწიეს, ვერავითარი მგელი ვერ დაინახეს... რა მგელი, რისი მგელი?
ეს კორიანტელი სულ ტიტიამ ატეხა.
უბრალო იდეათა ასოციაციით, რა თქმა უნდა.
სოფელს კი ეგონა, მოვარდა მგელი საქონლის მოსატაცებლად და როცა სოფლელთა შეძახილი მოესმა, გაჰქრა, გაიქცა... ჰმ.

*
1957. 28. II.
გამოფენისათვის წაიღეს შემდეგი მასალები:
1. ორი მე-IV ტ. 2. ორი მე-VII ტ. 3. „ეპოქა“ მანქანაზე ნაბეჭდი. 4. „რჩეული“ 1954 წ.