შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-592-3 - 1956 წელი


11 დეკემბ., 1956.
Жизнь Церетели. Лев Пеньковский.
უეცრად ელექტრონი ჩაჰქრა. ხომ არ გადაიწვა მეთქი, გავიფიქრე. ასანთს მივვარდი, გავკარი. მის შუქზე კარებთან მიველ, დარაბა გავაღე - გარედაც თუ სიბნელეა მეთქი. მართლაც, ქუჩაშიაც ბნელოდა. აჰ, მაშ, საერთოდ გამოუთიშავთ-მეთქი. ისევ საწოლს მივაშურე, გავეხვიე თუ არა საბანში, ელექტრონი უცებ ისევ აენთო და გააჩაღა ჩემი ოთახი. ღამის ოთხი საათი იქნება. სულ ვფიქრობ, არ მეძინება, ვფიქრობ წიგნზე. კმარა ფიქრი, საცაა გათენდება. ისევ ჩავაქრე სინათლე. იქნებ თვალებს ძილი მოეკიდოს.

11 დეკ., 1956.
Скоро выйдет восьмой том, который печатается (о включении VIII тома в план Госиздата Грузии прилагается фото-съемка из плана, изданого Госиздатом). Этот том включает в себе поэму „Книга мира“, которая переводится. Помоему обязательно надо включить в сборник.
600 -15.000. 600 - 15.000. Поэмы - 15.