შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-636-9 - 1956 წელი


                                                       მჟავანაძე

ეს არის მასსის მხნე, არ დასათმი, [და] თვით ლენინგრადის სიცოცხლის კითხვა.
ასის, ათასის დღეს გმირისადმი - სახელოვანი თავდაცვის სიტყვა.

და ცისკრის ხანზე მღელვარე გულით ხალხის მძლეობა მძლეთ გაემართა,
ვრცელ მოედანზე დიდი გუგუნით - [მტერთან] მტრისთვის შეხვედრა რომ  გაემართა.

უყვართ დამცველი ლენინგრადისა ბრძოლის ოსტატი და ხელოვანი.
ამ დიადი გზით გასწევს მარადის - მხედართმთავარი სახელოვანი.

ისევ მარადი მზისკენ ეძახდა გამონათება ახალი არის -
როს ლენინგრადი საგანი გახდა სხვა დაბადებათ მძლავრი ხანძარის!

ხელით აყვანილს ჯართა მორევზე ნევიდან სცემდა გრიალი ქარის,
ზღვა-ოკეანის ერთ-მეორეზე არხევდა გემთა მეომართ მხარეს -

იმ მეომართა მათ ახალთა გზებს [უმწვერვალესი ეგრძნოთ ნაღარა] ეგრძნოთ თავდაცვათ სიძლიერეში:
გმირის მიმართვა პირველსავე დღეს - პირველი სიტყვით: წინ, იერიშით!

 

                                                  ჯახუა კირილე

...ჯახუას ნაწილები, რომლებიც გაძლიერებული იყვენ გომელის სახალხო ლაშ­ქ­რით...
სოფ. პოკოლიუბიჩი ამხ. ჯახუამ სამჯერ წაართვა კონტრიერიშში გერ­მა­ნე­ლებს.
სამამულო ომის დაწყებისას ჯახუას ნაწილები მდინარე ბუგის ნაპირებზე იდ­გა და საბჭოთა საზღვრებს იცავდა.
"მტერი არასდროს არ გამიხარებია. დედა ვუტირე მას ფინეთში (ჩემი ხა­სიათი ხომ იცი)".
დაიბადა სოფ. ჭოლევში, მარტვილის რაიონში.
შეიჭრა ვიბორგში (ფილიანდია).
"არ გავახარებთ მტერს, სულს ამოვახდენთ. ჩვენი დედების, დებისა და შვი­ლების გამ­წარებისათვის!"

                                                  კოტე ნიკოლოზის ძე ლესელიძე

გურულია, სოფ. ხვარბეთიდან, დაიბ. 1903 წ. „მიხარია, რომ  საბჭოთა ქვეყ­ნის სახელოვან და ვაჟკაც დამცველთა შორის მისი სახელიც გაისმის“.
თავდადებული მებრძოლი. მოსიყვარულე შვილი, მამა და მეუღლე.
„მკლავი და თვალი კარგად მიჭრის“.
„ქვემეხის მძლავრი ცეცხლით გაარღვიეს  მტრის რკალი ჩემმა მებრძო­ლებ­მა“.
„ჩვენს მიწა-წყალზე მტერი ვერ გაიხარებს“.
„ამ დიდ სამამულო ომში“ მუხანათ მტერზე საბოლოოდ გამარჯვე­ბი­სათ­ვის!

                                                  ლესელიძე (კონსტანტინე ნიკოლოზის ძე)

კავკასიის მთებში. „უკანასკნელ ხანს იმ უბნებში, სადაც მეთაურ ლესე­ლი­ძის ნა­წილები მოქმედებენ მტერი უკუქცეულ იქნა. ჩვენმა მეომრებმა რამ­დე­­ნიმე ათასი ფა­შისტი გასწყვიტეს. მეორე მიმართულებით ჩვენმა ნაწილებმა ხელთ იგდეს ორი მნიშვ­ნელოვანი მაღლობი. მტრის ზურგში გადავიდნენ და მას უკან დასახევი გზა გა­დაუჭრეს („კავკასიის მთებში არც დღისით  და არც ღა­მით არ სცხრება გააფთ­რე­ბული ბრძოლები, რომლებიც ახალ-ახალ საბჭოთა დევ­გმირებს შობენ“).

კომ., 27 სეკტ., 1942

                                                  თავართქილაძე

   „გერმანელ დამპყრობთა წინააღმდეგ სამშობლოსათვის  ბრძოლებში გუ­ლა­დო­ბის გამოჩენისათვის, სიმტკიცის, მამაცობის, დისციპლინისა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბისათვის, პირადი შემადგენლობის გმირობისათვის 76-ე მსრო­ლე­ლი დივიზია გარ­დაქმნილია გვარდიის 51-ე მსროლელ დივიზიათ.
    დივიზიის მეთაურია პოლკოვნიკი ნიკოლოზ ბორისის ძე თავართქილაძე.
   გარდაქმნილ დივიზიას ეძლევა გვარდიის დროშა.
   ვიბრძვით გააფთრებით, ვანადგურებთ მტერს. მე არ ვიშურებ მთელ ძალ-ღო­ნეს, რათა ჩემს ნაწილში მქონდეს რკინისებური სამხედრო დისციპ­ლი­ნა... ჩემი ვაჟ­კაცი მებრძოლები თავდადებულ სიმამაცეს იჩენენ,  იბრძვინ თავ­განწირვით, შეუპოვრად და მედგრად. იბრძვიან სამშობლოსათვის, სტა­ლი­ნისათვის“.

                                                                                                                                                                                        ბათომელი

 

                                            თავართქილაძე

გერმანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტზე სარდლობის საბ­რ­ძოლო დავალებათა სანიმუშოდ შესრულებისათვის და ამასთან გულა­დო­ბისა და მამაცობის გამოჩენისათვის - გენ-მაიორი ნიკოლოზ ტარიელის ძე  თა­ვართ­ქი­ლაძე დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით.

იმ გვარდიელების სიმამაცეზე, რომლებიც ამხ. თავართქილაძის მეთაუ­რო­ბით იბრძ­ვიან სტალინგრადის ჩრდილოეთის ერთ-ერთ ფრონტზე.

სტალინგრადის ჩრდილო-დასავლეთით ჩვენმა ჯარებმა მტრის შეუპოვარ წი­ნააღმდეგობას სძლიეს და წინ წაიწიეს. შენაერთის მებრძოლებმა დილაად­რი­ან მიი­ტანეს იერიში მტრის გამაგრებულ პოზიციებზე და მისი სანგრების პირ­ველ ხაზ­ში შეიჭრენ. გერმანელები ამაოდ სცდილობდენ, ქვეითი ჯარისა და ტანკების ძა­ლებით კონტრ-იერიში მოეტანათ ჩვენი შემტევი ნაწილების წი­ნააღმდეგ. ჰიტ­ლე­რელ­თა ყველა კონტრიერიში მოგერიებულია. ჩვენმა მებ­რძო­ლებმა მო­წი­ნააღმ­დე­გეთა დასაყრდნობი პუნკტი დაიკავეს. დღის გან­მავ­ლობაში მოსპობილია 2.000-მდე გერ. ჯარისკაცი, წამოღებულია 30 ქვე­მე­ხი. სხვა უბანზე გვარდიელებმა ამხ. თა­ვართქილაძის მეთაურობით - 3 კონ­ტრ­ი­ერიში მოიგერიეს, 300 ჰიტლ. მოსპეს.

 

                                         ნანეიშვილი ვლადიმერ ვარდენის ძე

     ავიაციის გენერალ-მაიორი. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით. საბ­­ჭოთა კავშირის გმირი. ქართველი ხალხის  სახელოვანი შვილი. მოწინავე მხე­­დართ უფროსია.
     დაიბ. 1903 წ. სადგურ რიონის ტელეგრაფისტის ოჯახში. სამხედრო ავი­ა­ცი­აშია თეთრ­ფინელების წინააღმდეგ იბრძოდა. სახელოვანი მონაწილეა.
     „გულადობა და სიმამაცე გვიცავდა საჰაერო ბრძოლებში“.
     გამბედაობა, თავმდაბლობა, ნამდვილი სიმამაცე, სტალინური შევარ­დნე­ბი.
     სამამულო ომში პირველი დღიდანვე დაჯილდოებულია წითელი დროშის ორ­­დე­ნით.

 

                                         მიქელაძე მიხეილ გერასიმეს ძე

     ხელჩართულ ომში იგი პირადი მაგალითით აღაფრთოვანებდა თავის მებრ­ძო­ლებს.
     იგი დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველიდან არ გასულა. „გამოიჭედა მისი, რო­გორც წითელი არმიის ერთ-ერთი ნიჭიერი მეთაურის ნებისყოფა და ჯარების გაძ­ღო­ლის უნარი. სამშობლოს დიდებისა და თავისუფლების სადარაჯოზე. და­ჯილ­დოე­ბულია წითელი დროშის ორდენით.
     იგი დაბადებით ახალციხელია, მამა გადმოსახლდა თბილისში,  ვაგონების მტვირ­თავად.
     1916 ომში გაიწვიეს.
     საბჭოთა წეს-წყობილების დაფუძნებიდან სულ წითელ ჯარშია“.
     (დაიბადა 1889 წ.).