შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-584-10 - 1956 წელი


9 დეკემბერი, 1956.
1. მაგიდაზე ფართოდ გაშლილი ფურცელი.
ლექსების ანბანთა რიგზე დაწყობა.
2. შევუდგეთ იმ ფურცლის საშუალებით მეორე საქმეს: გამოვლინებას ორჯერ‚ ან სამჯერ გადაბეჭდილი ლექსების.
3. შევდაგინეთ ეხლა ცალკე სია იმ ლექსებისა.
4. შევუდექით შემდეგ ყველა 50 რვეულის გადათვალიერებას: აღმოჩნდა, რომ სარჩევი სია ზუსტად არ ეთანხმება 50 წიგნში განლაგებულ მასალებს: ზოგი ლექსი აკლდა‚ ზოგი უადგილო ადგილას აღმოჩნდა‚ ზოგიც 3-4 ადგილას‚ სხვა და სხვა წლებში შეტანილი აღმოჩნდა.
5. ერთის სიტყვით, გადავარჩიეთ ეს დიდძალი მასალა. ამოვიღეთ მასში ორ-სამ ადგილას ჩატანებული მასალები. მასალა ძალიან ბევრია.
6. ხვალ მოგვიხდება გადათვალიერებული მასალის გადარჩევა და მათთვის თავ-თავიანთი ადგილის მიჩენა.
[შემდეგი სამუშაო: 1. ზუსტი სარჩევის შედგენა]. 1. სათაურების შეცვლა ზოგიერთი ლექსებისათვის‚ შემდეგ აღმოჩენილი სოფასა და ფოტოთი გადაღებული მასალებისთვის თავთავისი ადგილის მიჩენა და მხოლოდ ამის შემდეგ ახალი სარჩევის შედგენა. შეეფერება ამა თუ იმ წელს მასალა? უნდა გადაჯგუფდეს.
დამატებითი მასალები გადასახედია - ორი საქმის ქაღალდები და სხვ. შემდეგ - ბწკარედები.
დათვლა თვითეულ წელში რამდენი ლექსია, რომ თანაბრობა, წონასწორობა იქნას დაცული (გადაჯგუფება).