შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-375 - 1956 წელი


1956, 3 февраля, Лит. Газета. Статья Сель.

ქართველი კომპოზიტორები:
არაყიშვილი დიმიტრი ეგნატეს ძე. აზმაიფარაშვილი შ. ი. - ბელინსკის ქ. №9. ასლანიშვილი შალვა - ვარდისუბნის ქ. №14. ანდრიაშვილი აკაკი - სასამართლოს ქ. №30. ბალანჩივაძე მელიტონ. ბალანჩივაძე ანდრია - პეროვის №2. ბარამიშვილი ო. ი. - კლარა ცეტკინის ქ. №92-ა. ბუკია ა. ი. - გუდოვიჩის №15. ხ. მამალაძე. ვახვახიშვილი თ. ნ. - ერმოლოვის 13. გოკიელი ივანე რაფაელის ძე - გურამიშვილის ქ. №22. ვაკე. ნაფარეულის ქ. №16. ბინა 3. დოლიძე ვიქტორ. კარგარეთელი ია. კილაძე გრიგოლ ბათლომეს ძე - დუმბაძის ქ. №8. კერესელიძე ა. ი. - კრილოვის 10. კოკელაძე გ. რ. - უდელის №8. მეღვინეთ-უხუცესი კონსტანტ. - კათოლიკეთა ჩიხი 3. მაჭავარიანი ლ. ნ. მშველიძე მ. მ. ელისაბედის - ქ. №112. ფალიაშვილი ლევან. სვანიძე გ. ლ. - ვერის დაღმართი 1 ბ. 21. ტუსკია იონა - პუშკინის №19. თაქთაქიშვილი მ. - ნიკოლაძის ქ. მღვიმელის შეს. 8. ტუსკია ი. ი. - კლარა ცეტკინის №2. ფოცხვერაშვილი კოტე - Розеновская 3. ცაგარეიშვილი ვ. - გოგებაშვილი 42. ჩხიკვაძე ვ. ზ. - ჭავჭავაძის ქ. №20. შავერზაშვილი თამარ - ბარნოვი №51. შავერზაშვილი ვასო - პლეხ. 165.

*
ოკუნევი იური. ავტორი წიგნისა „Стихи“, Сталинградское книжное издательство. 1954 წ. იყო ჩემთან 1955 წ. 5 მარტს და მიძღვნა წიგნი წარწერით: „Величайшему поэту Грузии Галактиону Табидзе от лирика из Сталинграда - Ю. Окунев. С любовью. 5/V-1955. Тбилиси“. ბევრი ილაპარაკა სტალინგრადზე. თავს იქაურად სთვლის. ანტოკოლსკიმ მითხრაო: რა კი ქართული პოეტების თარგმნა დაგიწყია - დაიღუპები ისე - როგორც ჩვენა ვართ დაღუპულებიო - ვეღარ ვტოვებთ, ვეღარ ვახერხებთ სხვა რაიმეზე მუშაობასო. იური ოკუნევი ცხოვრობს სასტუმრო „რუსთავში“ - დავრჩები კიდევ ორ კვირას და შეიძლება კიდევ მეტსაცო. რუსთავი მიყვარსო (სასტუმრო), რადგან ის ააშენა რუსთავის მცხოვრებმა წინად.