შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-373 - 1956 წელი


გალაკტიონი. შვიდტომეული.
რუსული წიგნისათვის.

1917 წელში შესატანი მასალებიდან:
1. როგორ ებრძვიან ზარებს - ზარები.
გადაიწეროს ლექსი: „Москва“.
1908-1917 - 200 ლექსი.

*
1956-31/XI.
ჩვენი სამუშაო გეგმა:
1. ბწკარედებიდან წარედგინებათ, რაც უთარგმნი მასალებია.
2. პირველ რიგში მზა მასალები (თარგმნილი) და მეორეში - ბწკარედებით შეიკვრება წიგნი.
3. მთელი წიგნის შეკვრის შემდეგ გამოვლინდება, რაც არის მასალები ხელახლა გადასაბეჭდი.
4. გამზადებული წიგნის შემდეგ შედგენილ იქნეს საბოლოო სარჩევი, რომელიც დაერთვის წიგნს ბოლოს. სარჩევი უნდა იქნას ორი: ერთი ანბანთა რიგით (ალფაბეტით), მეორე: მასალების განლაგების მიხედვით.
5. წიგნი უნდა გვქონდეს სამ-4 ეგზემპლიარად (ე. ი. მანქანაზე ნაბეჭდი წიგნი).
6. წარსადგენი მასალა წიგნის აიკინძოს (ისინი კი ამოჭრიან თვითონ)...
7. მთლიანად გამზადებულ წიგნს უნდა გაეცნოს მწერალთა კავშირი. უამისოდ წიგნი დაზიანდება. მწერალთა კავშირმა უნდა მოგვცეს ერთგვარი ვიზა.
8. შერეული იქნება წიგნის თვითეულ დანაწილებაში პოემები თითო, ან ორი, სამი...

1. სხვადასხვა მთარგმნელების მიერ შესრულებული ერთი და იგივე მასალიდან იქნას არჩეული ერთი მათგანი (დანარჩენებიც თან უნდა გვქონდეს).  
2. ყოველდღიური მუშაობა საჭიროა წიგნის დასასრულებლად.

1. გადაიხედოს 1924 წ. (ლენინი რამდენიმეა სხვადასხვა ავტორების).
2. 1927 წ. რამდენიმე "ინტერნაციონალია" და რამდენიმე "ქალაქი წყალქვეშ".
3. 1933 წ. დალაგდეს მასალები რის მიხედვით?
4. 1936 წ. გასინჯვა, გადაბეჭდვა მასალებიდან. ბწკარედებიდან ბევრი ნათარგმნია ამ წლის.
5. 1946 წ. უნდა დაემატოს „დაბრუნებებს“ სხვა ლექსებიც.
6. 1912 წ.-ში აკლია მასალა „Взгляни“, რატომ?  
1923 - Взгляни кол., В сумерочном зареве.
1947 - გაურკვეველი ჩაწერილია.

აკადემია
1. გადაბეჭდილ იქნას მანქანაზე:  მე-IV, V, VI, VII, VIII  და IX ტომები.
2. აკადემიაში გადატანილ იქნას მწ-თა კ-დან კარადა წიგნის.
3. განცხადება აკადემიას სარედაქციო კოლეგიის არჩევის შესახებ.
4. უნდა ვიბრძოლო ცალ-ცალკე ტომების გამოცემის შესახებ.
5. განცხადება კულტურის სამინისტროში იუბილეს შესახებ (50 წ. მოღვაწეობა).

იუბილე
1. გამოფენა. 2. მწერლები გ-ის შესახებ. 3. თარგმანები წიგნების სხვადასხვა ენაზე. 4. კულტურული კავშირის საშვალებით წიგნების თარგმნა.

მასალები მოხსენებებისათვის და ბიოგრაფიისათვის
1. დაჯგუფებები გალაკტიონის წინააღმდეგ (გაკვრითაა გ. მერკვილაძის წიგნში).
2. საბრძოლო ასპარეზი გადაიტანეს უკვე დეკადისათვის მოსკოვში (იქაა ყველა თავმოყრილი ეხლა, ყველა თითქმის მწერლები. ჩვენ კი ჯერ შუა ტყავებს არ გვაქვს წიგნი...).
3. 1933 წლიდან მოყოლებული შეუნელებლად იბრძვიან მწერალთა კავშირის პრეზიდიუმები.
4. სარგებლობენ რა გ-ნის ავადმყოფობით, მის გარშემო რედაქტორია თუ კრიტიკოსი, ყველას უნდა თავისდა სასარგებლოდ გამოიყენოს ეს ჩვენი მდგომარეობა და მათ ნებაზე წერონ, გამოსცენ...
5. ორ სკამზე მჯდომარეთა თაღლითობა.
6. ასე კუდობენ ჯერ კიდევ ბერიას კუდები... ბრძოლაში პრემიაზე მართალნი არიან, რამდენადაც გ-ნს ვერავინ ვერ იყიდის, გ. არც წერდა ამ მიზნით არაფერს არასოდეს.
1956-10/XII

*
ხვალ დაიწყება საბოლაო მუშაობისთვის ბრძოლა:
1. დაზუსტება მზა მასალების თვითოეული წლების მიხედვით.  
2. დაზუსტება ბწკარედების სათანადო წლებში.
3. ამის შემდეგ, შესდგეს ახალი შინაარსი თვითოული წლის და საბოლოო სია (ალფაბეტის) ანბანთა რიგით.
1956-10/XII

დღეს განმეორებით დეპეშა მივიღეთ მოსკოვიდან (დეევი), რომ წიგნი 1957 წელშია შეტანილი და სასწრაფოთ გვთხოვენ წარდგენას მისას. გადაწყვეტილია 20 ამ თვის რიცხვისთვის გამგზავრება. მოვასწრებთ კი ამ დღისთვის წიგნს?! ვაი ჩემი ბრალი, ამ შუა რუსულ ზამთარში მგზავრობა?!
სუხუმიც გვწერს, რომ აუცილებელია ჩასვლა, იქაც. ეს ფაქტია და ფაქტი! როგორ მოვახერხოთ: გ-ის აზრით, ერთი დღით საკმარისია ჩასვლა. კარგი. ეგრე იყოს, მხოლოდ წიგნზე სამუშაოს დამთავრების შემდეგ.

*
1. შესადგენია აფიშის ტექსტი.
2. შესადგენია პროგრამის ტექსტი.  ხვალ უჩას პორტრეტის შესახებ.
3. ბილეთების საკითხი (სალაროდან?). აკადემიის მოლარე? ქალი? ბილეთები თუ სალაროდან დაიძრა, მერე ვეღარ მოიკრიბება, მთელი ძალ-ღონე იქითკენ უნდა იქნას მიმართული, რომ ერთ ადგილას, ამ შემთხვევაში ოპერის სალაროში, დაგროვებული ბილეთები გაიყიდოს მხოლოდ და მხოლოდ სალაროდან.
მაგრამ, მეორე მხრით, რა გარანტიაა, რომ ხალხი მიაწყდება სალაროს ბილეთების შესაძენად, რომ ერთი ბილეთიც კი არ დარჩება გაუყიდველი, ერთი ადგილიც კი არ იქნება თავისუფალი? რა გარანტიაა ამისი?
შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით, ამისი არავითარი გარანტია არ არსებობს...
მაგრამ მიღებული იქნება ყოველგვარი ზომები: 1. დროზე აფიშა. 2. დროზე რეკლამა გაზეთებში, რადიოში და სხვ. 3. დროზე დარაზმვა დაწესებულებებში მომუშავეებისა, ენერგიულად დაკვრითი წესით მუშაობა.