შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-359 - 1956 წელი


18 - კბ. ექ. რ. 19 - კბ. ექ. ქ.

1. ხუთ ივნისს ავიოთი გაეგზავნა „სოვ-პისატს“: 1. ხელშეკრულების სამი ცალი, ხელმოწერილი ჩემ მიერ. 20 ივნისია - პასუხი მოსკოვიდან არ არის. 21 - დაველაპარაკები მოსკოვს, გამომიგზავნონ ფული ტელეგრაფით.
2. 25 ივნისს - როგორც იქნა მოვიდა პასუხი - (კიდევ გვერგება).

*
1956. 21 ივნისი.
Клеевая зазка. 26.
1. ცნობა სოცუზრუნველყოფის სამინისტროში, რომ ვარ პერსონალური პენსიონერი - და თავისუფალი ვარ გადასახადებისაგან.  
2. გარკვევა იმისი, თუ რად მომეხსნა პერსონალური პენსია.
3. არის თუ არა რაიმე იმედი, რომ პენსია განახლდება ა. წ. ნოემბრიდან?
4. კოსტიუმის წამოღება.
5. გარაჟის გასაღები (მაქვს).
6. დალაპარაკება მოსკოვთან.
7. ხორცი.

*
არტო.
18 ივნისს - მოვიდა - წავიდა.
ჯამაგ. მიღ. შემ. ცხრის 10 წ. მის მაგიერ გადავიხადე ჯარიმა 75 მანეთი, არ აღმოგვაჩნდა ავტომობილის პასპორტი. რა ეშველება ამ საქმეს?
- ორი საათია, აქა ვდგევართ, აი - იწვა ავტომობილში და ხვრინავდა.

- ის აფერისტი სად არის? (იღიმება).
- ერთი წაარტყი მაგასა  თავში.
- ხელახლად გავუშვი!

დურგალი ერთი დღით.
1. გააკეთებს ჩარჩოებს. 2. ჩამოტანილი უნდა იქნას ფანერები ტფილისიდან.

*
11 ოკტომბერი.
არტომ გვიღალატა მე და ირმას. „ერთი წუთით მივირბენ ავტომობილით და მოვალო“. მთელი საათი დაიგვიანა. რომ დაბრუნდა, ამაყად, თითქო, შემხედეთ, რა ბიჭი ვარ... მივსცემ მე მაგას ფეთებას.
კბილი, კბილები!

კბილების დაკარგვა
1956 წ. 14 მაისი.
ვუცდი ავტობუსს, ძლივს-ძლივობით ვიშოვე ათი მანეთი, მასესხა ნინამ.
ჩნდება არტო მოტეხილი ფეხით.
მოვდივარ ჩემის ავტოთი ტფილისში. გზაში ჩვეულებრივი ავანტიურა არტოსი: წარსულ თვეში არ მოგიციაო (არც უმუშავნია), ეს - მადლობის მაგიერ.
მისი გაფორმება დღეს არ მოხდა.
გზაში: ვიღაც სხირტლაძეზე.
ფეხმოტეხილზე ფიქრები.
რესტორანი ქაშვეთის წინ.
კბილები, წინა კბილები, ორი კბილი უცებ სადღაც გამიქრა.
როგორ? რანაირად? ყაურმა?
საზიზღარი ტიპები „სბერკასის“.
კბილები, კბილები! პირველი ნიშნები სიბერისა, ვაჰ!
კბილების ჩასმა.

*
რეტი, ცეტი, კეტი, ბრენტი,
ვარ პოეტი, დეკადენტი:
ვერვინ მიცნობს კიტას მეტი.
პ. ირ.
რომელ წელს?

*
რეზო ორჯონიკიძე. 12 ივნისისათვის (ხუთ დღეში) მზად მექნება „მშვიდობის წიგნი“.
6 ივნისი, 1956 წ.
ვეცდები შევასრულო პატივცემულ გალაკტიონის სურვილი. რეზო.

რეზომ გაცილებით ადრე ჩააბარა წიგნი დირექტორს (10 ივნისს).
წიგნი მოითხოვა სახელგამის დირექტორმა გიორგი მერკვილაძემ. მან მითხრა, რომ პასუხს მომცემს 25 ივნისს. ასე ჭიანურდება საქმე, წიგნი კი ჩავაბარე ჯერ ისევ იანვარში, თუ არა  ვცდები. რას აკეთებდენ ამდენ ხანს?

*
წიგნის შკაფი. 1956 წ.
6 ივლისს - სერგო კლდიაშვილი წყნეთის გზაზე მეუბნებოდა - როდის წაიღებთ არქივს?
- რომელ არქივს?
- აი, მწერალთა კავშირში რომ არისო.
ხა, ხა, ხა, ხა!
საწყალი ჩემი შკაფი, ალბათ, მოსვენებას არ აძლევს ბევრს.

*
სბერკასას. ფოსტას.
სტალინის  შესახებ რაც ლექსებია. ჰმ...

*
ვწერ ვინმე მესხი მელექსე.
რკ. რელსები.
თაგვის. ფეხის.
საბურთალოს კედლის გაზეთი.
ორი მაგიდა. კნოპკები. ყდების შესაკრავი ზონარები. ქვედა საცვალი. ინგლისური ქინძისთავები. საშინაო ფეხსაცმელი. გაზი. შაქარი. ხორცი. პამიდორი. საწერი მანქანა. ბიუსტები (ტეხნ. ქ.).

*
1956 წ. 15 ივნისი.
1. Вечное перо. 2. აბაჟურები - 3. 3. სანათურები - 5. 4. საშინაო ფეხსაცმელები (22 ივნ.). 5. გაზი (ამოსაღ. ლურსმ.) (გადასაჭრელი). 6. წებო (Гумиарабик). 7. Клеевая замазка. 8. სკამები. 9. პატარა და დიდი მაგიდები. 10. „Золотой“. კანფ. 11. შაქარი, შაქარი, შაქარი. 12. საცვლები. 13. ჯიბის დანა. 14. კნოპკები. 15. კარანდაშები. 16. ფერადი მელნები. 17. სამელნეები. 18. საშრობი. 19. რადიო (რემონტი). 20. საწერი მანქანა (რემ.). 21. ბიუსტები (ტეხნიკური ქუჩა).

*
გამაბრაზიანებს...
სამი მანეთის გაზეთები. აუზი.

გ. ქუჩიშვილი ლექსებს ბეჭდავდა... ფედერალისტების გაზეთებშიაც კი... გოგია უიშვილის ფსევდონიმით.

*
05-58. 2 თვე.
პასპორტის დაკარგვა, შარშან მაისში გავატარეთ, იმის შემდეგ დაკარგულია. ტეხ-გასინჯვა (техосмотр). ავტო-ინსპექტორი. ინსპექციის უფროსი.
- გინდა ეგ არ იყოს. როგორია ორპირი ქარი... (сквозняк).

*
Министерство городского и сельского строителства Груз. ССР.
Строительное управление №1 общестроительного пунта№5.
11 июня 1956 г. №396, г. Сухуми. მივიღე 19.
Руставели 8. 3-79-85. რომელი. 1 эт. 3-93-87.
ბარათი მივიღე ასეთი შინაარსის:
Тбилиси, Союз Писат., Г. Табидзе.
Стройуправление №1 треста №6 Мингорсельстрой Гр. ССР - ставит Вас в извесность о том, что охрана на строителстве Вашей дачи снята в связи с тем, что охрана Вами не оплачивается.
С 11-го мая за сахранность объекта СУ №1 - ответственности не будет.
Строительные работы с сентября, 1955 прекращены, о чем вы были поставлены в известность.
Начальник СУ-1, треста №1 - Ладария Г. Е.
*
29 ივნისი! 1956!
Магнитофон. ნუნუ!

*
საქართველოს სსრ საქალაქო და სასოფლო
მშენებლობის მინისტრს ამხ...
საქ. სახ. პოეტის, საქ. მეცნ. აკადემიის ნამდვ...

ამასთანავე გიდგენთ ამხ. ლადარიას ჩემდამი მომართულ ოფიციალურ ქაღალდს.
მშენებლობა ჩემი პატარა სახლისა სოხუმში [მიმდინარ.] წარმოებს აგერ თითქმის ექვსი წელიწადია, არ იქნა და არა მისი დამთავრება.
ეხლა, როდესაც ორივე სართული სახლისა აგებულია და გადახურული, ლადარია პასუხისმგებლობას იხსნის. [საკადრისია ეს?] ეხლა!
მე ავადა ვარ. თითქმის წელიწადია ვექიმობ, ამჟამადაც ვმკურნალობ.
გთხოვთ, როგორმე მადროვოთ ორი თვე - ანგარიშების გასწორებისთვის.
გთხოვთ ამ მხრივ დახმარებას.
1956, 20 ივნისი

*
გამოჩნდა უძოზე ცისარტყელა. - ცისარტყელა, დაგინახე, მე წითელი, შენ ყვითელი!.. - შესძახა ირმამ.
გარს მტვერი და გულით...
29 ივნისი, 1956

*
- სახლები ხომ არ ჩამოერთვასო?
- სახლებიო, ვინც გააკეთა წყნეთში თბილისელებმაო, სულ ჩამოერთვასო.
30 ივნისი, 1956

*
1956. 25 ივნისი.
1. დილით წყნეთში მოვიდა წყალი! 2. შოფერიც დროზე  მოვიდა. 3. გუშინდელ „ზ. ვ.“-ში ჩემი და ვაჟა-ფშაველას ცოლის პორტრეტია. 4. ორთაჭალა-ნავთლუღი. ექიმი. მეგრელი პოეტი. 5. კომფეტი... 6. „Заря“. 7. ბიდონი. 8. დატვირთვა ავტოსი. 9. წყნეთისკენ! 10. ის... ის...

ლექსები - პროზის მაგვარად
ლექსებიდან და პოემებიდან ციტატები უნდა დაეწყოს პროზის მაგვარად: ადგილსაც ბევრს არ დაიჭერს და გადასახედავადაც მშვენიერია (კრიტ. წერილებში, მონოგრაფიებში, პროზაულ ნაწარმოებში).
„როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში; არ სჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, ცის და მიუსაფარი მდუმარების გარეშე! მდუმარების გარეშე, და სიცივის თარეშში, სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა. ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივს სამარეში, წევხარ ცივ სამარეში, და არც სულს უხარია“ და სხვ.
„ლექსკომ“...
7 ივლისი, 1956

*
1956. 26 ივნისი.
ავტომობილი უცებ გაჩერდა ციციაანთ აღმართზე.
- საქმეა ესა? - სთქვა შოფერმა.
- რა არის? - ვეკითხები.
- თქვენს ეზოში რომ წყალი არ არის, წყალი ავტოს ვერ მივეცი და, აჰა, გაჩერდა...
- მაგრამ მას მერე, რაც წყნეთიდან წამოვედით - გზაში ათამდე ონკანი  შეგვხვდა. რისთვის.

*
1. სიყვარული სამშობლოსადმი. 2. სიყვარული რევოლიუციური გაერთიანებისადმი. 3. სიყვარული ხალხისადმი. 4. სიყვარული ხელოვნებისადმი. 5. სიყვარული მომავლისადმი. 6. სიყვარული რევოლიუციისადმი. 7. იდეალური ქალის ძებნა. 8. სიყვარული ცისფერი ფერისადმი. 9. სიყვარული კლასიკოსებისადმი. 10. პროტესტის გრძნობა. 11. სიყვარული აკაკი წერეთლისადმი. 12. სიყვარული შრომისა და ბრძოლისა. 13. ქალის სახე. 14. სიყვარული ბავშებისადმი. 15. განსაკუთრებული ლირიკა. 16. "ქრისტე". 17. ქალი შემოქმედებაში. 18. ნინოშვილის საღამო. 19. ახალი ტალღა. 20. მოსწავლეთა ორგანიზაციები. 21. სალიტერატურო წრე ვაკეში (გ. ქუჩიშვილი). 22. ქუჩუ ქავთარაძის დასაფლავება. 23. სიყვარული ახალგაზრდობისადმი. 24. სიცოცხლის სიყვარულის გრძნობა.

ნავთლუღის აბანოებთან ექიმი კეკელია ალექსანდრე დავინახე.

*
29 ივნისი. პარასკევი. 1956.
ტელეფონები: ტოროტაძე - 329-27; ნ. კაკუშაძე - 3-89-02(08?); გ. გორდელაძე - 3-89-02; „მნათობი“ - 3-83-42; საბლიტგამი (გაბესკ.) - 3-19-94; ზლატკინი - 3-22-85; მებურიშვილი - საქწიგნი - 3-37-89; „ხელოვნება“ - 3-93-60; კულტ. სამინისტროს კომუტ. - 3-05-05; „დროშა“ - 3-95-38; (სახელგამი).

თავსაც არ გვიკრავს
სარდაფში მე მომესმა ძალზე [გაბერილი] აწეული ხმა - რაც წინად ჩვეულებად არ ჰქონდა ამ ვაჟბატონს. იგი დადიოდა ზედა სართულში, იატაკზე ჭრიალი გაჰქონდა მის ფეხსაცმელებს, ის ლაპარაკობდა   გამომწვევი ტონით, სჩანდა: ის ბედავდა, ის გადმოდიოდა იერიშზე, იგი იმუქრებოდა და ემუქრებოდა სახლში მყოფთ: ვინა ხართ, ფეხებზედაც არ მკიდიხართო. არც მეშინოდა, არც მეშინია, არც არასდროს თქვენი არ შემეშინდებაო. რაო? ფიზიკურად ხომ არ გნებავთ გაგისწორდეთო? ისეთ Dდღეს დაგაყრითო, სულ ყველანი ფეხებზედ არ მკიდიხართო. აჰა, თქვენ გეგონათ, მე ლაჩარი ვიყავი? მოულოდნელი იყო მისგან ასეთი გათავხედება. არასდროს იგი ასეთი არ ჰყოფილა, მთელი ათი წლის განმავლობაში. დღეს კი რა მოუვიდა-მეთქი, გავიფიქრე და ზევითკენ გავეშურე. როდესაც ოთახს მივუახლოვდი, მე აივნიდანვე მას სალამი მივეცი (იგი იჯდა ჩემს კაბინეტში). მან უგუნებოდ მიპასუხა რაღაც, რაც ჩვეულებად მას არ ჰქონია.
შემდეგ მე შევედი ოთახში. ჩვეულებრივად, ყოველთვის იგი ფეხზე წამოდგებოდა ხოლმე, როგორც ზრდილობიანი ახალგაზრდა, დღეს კი თქვენაც არ მომიკვდეთ: ტახტზე მედიდურად იჯდა და თითქო მეუბნებოდა:  
- მანამ გვერდები არ აგიდგეს, მე შენ აწი ფეხზე არ აგიდგეო.
პირდაპირ გავოცდი.
არც მე მივახლოვებულვარ ხელის ჩამოსართმევად. პირდაპირ გავედი სასადილო ოთახისაკენ.
რას უნდა მივაწეროთ ასეთი უზრდელობა?
რამ გაამედიდურა დღეს ის? ნუ თუ მართლა თავისი თავი არტისტი ჰგონია?
ხა, ხა, ხა.
ვაჭრუკანას შვილი, აფერისტი, ცრუ-არტისტი, შანტაჟისტი, ყოვლად გაუნათლებელი, ყოვლად უკულტურო, ექსპლოატატორი ცოლის მდგომარეობისა, ურცხვი, კრიჟანგი, შეშლილების ოჯახიდან - აქ, ჩემს სახლში - თავს იგდებს. რა უფლების ძალით? მისი ბავში უკვე ექვსი წლისაა - ექვსი წლის განმავლობაში იგი იზრდება ჩემთან, ჩემს ოჯახში, მოკლებული მამის ყოველგვარ ზრუნვას, ყოველგვარ მატერიალურ დახმარებას და ამის შემდეგ კიდევ ყოყოჩობს, თითქო რაღაც დიდი ვალი მქონდეს მისი.
გაგონილა ასეთი, მართლაც რომ, თავხედობა?
რასა ჰგავს ყოველივე ეს?
ნუ თუ არასოდეს ბოლო არ მოეღება ჩემ ასეთ გაბიაბრუებას, მასხრად აგდებას, პირდაპირ დაცინვასა და შეურაცხყოფას?
კარგი, ამიერიდან ჩვენ ვიცით!
1956 წ., 29 ივნისი

*
1956 წ. 30 ივნისი.
აკადემიაში.
ხელი მოვაწერე - დისერტაციის დაცვას არ დავსწრებივარ.
გ. აბზიანიძე.
შ. რადიანი, არა გრძნობს არაფერს ისეთს, რაც არცხვენდეს მოქმედებაში, რაც ხელს უშლიდეს საქმეების მიკოწიწ-მოკოწიწებაში.
ყოველი უუნარობა
რადიანიდან იწყება,
ჭორთა, უნიჭო საქმეთა -
მიკოწიწ-მოკოწიწება!
კულტურულ საქმიანობის
არც რიდი, არც მოწიწება,
ო, ღმერთო ჩემო, სულ ძილი,
სად არის გამოღვიძება?

დიდი ცუღლუტი ვინმეა ეს შ. რადიანი.

*
30 ივნისი. 1956.
შემხვდა კულტურის სამინისტროსთან - ნადიმაშვილი სერგო. გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეტნოგრაფიული მუზეუმი.
Вокруг света №5.
[კუფტინის].

*
1956. 3 ივლისი.
(დაკვრითი წესით!)
1. კბილების პრობლემა.  2. სახლში: მაგიდა,  ჩემოდანი,  ტომარა.  3. სახელგამი: ჩამოდის? გამოდის? ა? 4. ფანერკა, დიკტი, სად? რამდენი?  5. „Избрание короля поэтов“.  6. გვახსოვდეს ოფიცერთა სახლი! ენკენისთვე (ცხრაას ჩვიდმეტი, სამამულო ომი).  7. გვახსოვდეს კრიტიკოსების ოინები და ყველა. 8. გუმმი არაბიკი, ან წებო. 9. ჩუმი მზადება... „Заря“, „კომუნისტი“. 10. მხატვართა სექცია. ყველგან! 11. სახლის ფანერკა (დურგალი). 12. საშინაო ფეხსაცმელები. 13. შაქარი, შაქარი, შაქარი. 14. კნოპკები. 15. საწერი მანქანა (რემონტი). 16. ბიუსტები (ტეხნიკური ქუჩა). 17. გადიდება ნიკოლაძის ბიუსტის! (გადიდებათა პრობლემა). 18. ფეხის დასაწმენდი რკინა. 19. ყდების ზონარები. 20. ინგლისური ქინძისთავები. 21. საბურთალოს კედლის გაზეთი. რკინა გარაჟის. თოხი!

კალენდარი 1957 წ.
1. პირველი გვ. „1957“.
2. 1957. დროშა, ნამგალი და ჩაქუჩი, ხუთვარსკვლავი, ქარხანა.
3. კრემლის ვარსკვლავი. 1 იანვ.  С новым годом!
4. 9 იანვარი: გემი ზღვაზე.

„ქართული თეატრი და ქართული მწერლობა“ - ე. შუშანია.

*
1956. 3 ივლისი.
შევხვდი ზლატკინს: იგი დაინტერესებულია ძალზე დეკადით. სთქვა, რომ:
1. ჭილაია და ჟღენტი მოსკოვში არიან. ისინი ჩამოვლენ და ჩამოიტანენ დამტკიცებულ გეგმას.  2. გეგმაში შეტანილია ჩემი წიგნი, რომელიც უნდა გამოიცეს ცალკე. 3. თუ ქართულად გამოვა ლიტერატურა ჩემს შესახებ (ბარნოვი, კლდიაშვილი), ის გამოსცემს რუსულადაც. 4. იცემა კლასიკოსებიც (აკაკი, ვაჟა) დეკადისათვის. 5. იცემა ახალგაზრდები (ანტოლოგიები). 6. კარგი იქნებაო პოემა (გავაკეთოთ „მშვიდობის წიგნი“!). 7. ვემზადოთო ოკტომბრისთვის. 8. საჭიროაო რუს. ლიტ. ორგანო.
ხელოვნების საკითხები ჰაინეს ლირიკაში?

3 ივლისი.
მხატ. გორდელაძე, იქვე იყო ბოჭორიშვილი - დამპირდნენ გამოფენაზე დახმარებას!

*
- ავტობუსიც მოდის. რაღა შენი მუნათი, დავიღალე, შოფერ...

5 სტრიქონი. 20 სტრიქონი. ნანა. ხორუმი. „ხელოვნება“.

კიროვის 12. ბენო გორდეზიანი - 3-07-31.

*
სად რა იმალება?
1. ლეჩკომისიის ერთ მიყრუებულ ადგილას ორი დიდი, მშვენიერი ჩარჩო. იქვე არის ოთახი, რომელშიდაც შეიძლება მუშაობა (თავისუფალია).

სად ვინ იმალება?
1. ყოფილა მხატვარი ბახტაძე. ნუნუ აქებს. უნდა გამოვიყენოთ (10 ივლისს?).  2. ყოფილა ერთი ჩარჩო „ლეჩკომისიაში“.
დიდ გამოფენის შემდეგ
დარჩა ლამაზი ჩარჩო,
მას ვერ შესძახებ: შესდეგ,
აღვირ ახსნილო ჩარჩო,
ოსმან, გოჯასპირ, დარჩო!

*
ლექსი...
1. ასოთამწყობის შესახებ.
წაკითხულ იყო ასოთამწყობების კლუბში 1955 წ. და მწერალთა კავშირში 1953 წ.  2. ასოთამწყობი - პოემის მსგავსია „ეპოქაში“ (უნდა მოინახოს).  3. „პრესსა“ - ლექსი.  4. რევოლიუციურ საქართველოში.  5. ვინ გამახსენა?
ჩარჩო... სიმაღლე-სიგრძე - 2 მეტრი, 64 სანტ. სიგანე - 2 მეტრი და 15 სანტ.
19 метров 15 сант.

*
1. ლეჩკომისიაში. 2. შემსალაროში. 3. სახელგამში. 4. აკადემიაში. 5. „კნოპკები“.  6. ჩამოვიდნენ თუ არა? 7. რა ამბავია აკადემიაში? 8. სადილი პუბლიკას.  9. დიკტი.  10. ფოტოსურათები.

თბილისი, კომინტერნის ქ. 3, სართ. III, ბინა მე-15, სიმონ იოსების ძე ნაციაშვილი.
წაიღო ჩემი მისამართი. გაზ. 1933 წ. მთავ. დადგენილებით.

*
- სხვამ რომ გველი  მოგიწვას, შენ წიწილა მოუწვი (მოგიწვას, შეგიწვას).

* * *
გვერდით [თუ არ] ოდეს მოგიწვეს,
თავზე ხელი მოუსვი:
სხვამ რომ გველი მოგიწვას,
შენ წიწილა მოუწვი!

თუ რომ დარდმა მოგიცვას...

*
1956. 7 ივლისი.
- კარდიოგრამას აქ იღებენ?
- де здесь снимают кардиограму?  
მესამე სართული ლეჩკომისიის.

*
3-93-59 - რეზო რევაზიშვილი, ექვს საათს შემდეგ დაირეკება. ყდა წიგნისა - მშობლიურო ჩემო მიწავ.
კალენდარი 1957, მაგიდაზე.
ფეხის რკინა (იქავე დიკტი).
მტერი ს. გრიგოლიას.

გამოფენა
1. ქვლივიძე ბ. ა. - დაიბადა 1913. ესკიზი დეკორაციისა „მაია წყნეთელი“, „ხე“.
2. თაყაიშვილი დ. - დაიბ. 1902 წ. დეკორაცია.
3. მანჯავიძე - „ნიკოლაძის ბიუსტი“.
4. ვართანოვი - ნატიურმოტი.
5. მახარაძე რ. კ. - ბოტანიკური ბაღი.
6. მარნეცკაია - დაიბადა 1910. ზღვა.
7. ბურდული - საქართველოს სამხედრო გზა.
8. ჟღენტი - ნ. ლორთქიფანიძის პორტრეტი.
9. ჩირინაშვილი - რიგი სურათებისა ლირ. ხასიათის. ჩირინაშვილი - დაიბადა 1917 წ.
თულაშვილი, თოხელი, გუდიაშვილი, გაბაშვილი ი. ი.
ავალიშვილი (ვაჟას პორტრეტი).
ანდრონიკაშვილი (კაკაბაძის ცოლი).
შებუევი.
Шарлеман - Портрет Блока.
ა.  ყუბანეიშვილი. ლეო ქიაჩელი. გრიშაშვილი.
მაღალაშვილი ქეთო (1894).
ვეფხვაძე (1988). მამალაძე შალვა.
შუხაევი (კ. კანდ.) დაიბ. 1887 წ.
ვეფხვაძე ა. ი. კარლ მარქსი და ნ. ნიკოლაძე.

*
1 აგვიტო. 1956.
1. ზარია - როგორაა საქმე? 7-69.
2. საჯაროში - როგორაა საქმე? ხვალ.
3. აკადემიაში როგორაა საქმე? ხვალ 1 საათზე.
4. სახლში როგორაა საქმე?

*
2 აგვისტო. 1956.
ბ. ჟღენტი. ტელეფონით მივცეთ მისამართი.
1. როდის ჩამოვა რიაბინინა?
2. ვამზადებ მასალებს. ნაწილი ამ მასალების ნათარგმნია, უფრო მეტი ნაწილი უნდა ითარგმნოს.
3. მასალა გადაბეჭდილი მზად იქნება სექტემბრის დამლევს.
4. რა ვუყოთ  „подстрочник“-ებს. უნდა ითარგმნოს პოემების ნაწილი. ბ. სერებრიაკოვი: საჯაროში - 1940 წიგნი.

*
3 აგვისტო.
მწერალთა კავშირი:
1. კრეიტანის ცოლი. 2. ანჯაფარიძე. 3. აბაშიძე ირაკლი.
ანტოლოგიას ვინ ადგენს?
იერიშით!!! წინ.

საჯაროში:
1. სომხეთის დეკადის შესწავლა (პარალელურად ჩვენი მიზნების ცოდნა). დაახლოებით 2 საათი. იქ ჩვენი არმიის დარაზმვა.

სახლში:
მთავარია IX ტომი და რუსული წიგნი.

ლიტფონდში:
ხომ არაფერია ჩემზე ვალი? სესხი, სესხი, სესხი!

გზადაგზა სოხუმისაკენ:
რუსული წიგნი და IX ტომი.

პოემები, პოემები!
გადასინჯვაა საჭირო, პოდსტროჩნიკების დამზადება და დარიგება სათარგმნელად.

აკადემიის თვალყური!
რადიანიზაცია... ლეონიძიზმი... რადიანიზმი!

ფოტო - 7 ტომი.
თედორეს ახლავე გავუვლით! ყველაფერი დინჯად და თავის დროზე. თეოდორე. მწერალთა კავშ. საჯაროში. ლიტფონდში. გამოფენა? პოემის წაკითხვა?  შინაარსის პოეტურად, კარგად დაწერა!
დამხმარე არმია.
მზა ლექსები.

*
სტრეპტოციტი თეთრი. მარწყვი - 1. ქათამი. წიწილი - 2.
ნამგალი!!!  მწ. კავშირში. აკადემიაში.

ხელშეკრულება
ჩვენ სამნი ვდებთ ხელშეკრულებას მასზედ, რომ ოპერის თეატრში ძვირფასი საჩუქრებით მივალთ 1958 წელს.
1. <ბ...>, 2. <ახობაძე>,  3. კ. სარხოსიდი

ისეთ. იქცეთ. სიმტკიცედ.

ელენე (ელიკო) ლასხიშვილი. ჩვენი სბერკასსა. ვანის რა.                                   

*
მიხეილ გაჩეჩილაძე
ერთი უბრალო ჩარჩია,
რა ვუყოთ, ვაჟა-ფშაველას
თუ გრიშაშვილი არჩია.
რომელ წელს?

*
წითელ არმიელთა კლუბი.
Проскурина Ана Христофоровна. Зав. библиотекой. „Дом офицеров“ на пр. Руставели.

*
4 აგვისტო.
1. მასალების გადათარგმნის პრობლემა (რა მასალები უნდა ითარგმნოს).
2. ვინ ადგენს ანტოლოგიას? (მწ. კ.).
3. საჯაროში: 31 მაისის ნომრები.
4. კავშირი სხვა ხელოვნებებთან.
5. თედორეს პრობლემა (ფოტოგრ.). რაც შეიძლება მეტი ფოტო.
6. დავიხმაროთ ჩვენი მეზობელი ტაბიძე, ბარიატინსკის ქუჩაზე.
7. სია პოემებისა (გადარჩეულის საბოლოო სია).
8. რა უნდა ითარგმნოს? დავიხმარო უნდა მწერალთა კავშირი. ამიტომ პოემები უნდა ამოიბეჭდოს, რაც გვაკლია (რა გვაკლია? ეს, მე მგონია, არაა ძნელი).
სამივე წიგნი პარალელურად უნდა გაკეთდეს: I. ქართული, II. რუსული, III. პოემები,  IV. ოკტომბერს (შემდეგ - ოდესმე - მასალები ჩემზე).
კალენდარი? რკინის ყუთი.