შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-358 - 1956 წელი


3-62-64 - მხატვართა [გალერეა] კავშირი (ქალი). რუსთაველის პროსპეკტზე.
3-37-07 - სამხატვრო გალერეა (ქალი). (გამოფენა, დღეს 17 აპრილია, ამ კვირაში არ გაიხსნება).

ახალციხის რაიონი სოფელი ღრელი. იოსებ ივანეს ძე ნებაძე. იოსებ მესხი.

*
7 მარტი.
წიგნი გადაეცემა წარმოებას ა. წლის მეორე ნახევარში (ივლისი-აგვისტო-სეკტ.), მაგრამ სახელმძღვანელოები? (წლის მეორე ნახევარში. ხელშეკრულებასაც მაშინ დავდებთ).

*
1956. თებერვალი.
12 საათზე შემატყობინეს, რომ ჩემი პოემა „მშვიდობის წიგნი“ გადაბეჭდილია. ურა! ამ დროს რადიოთი გადმოსცემენ რიმსკი-კორსაკოვის „შეხერაზადა“-დან მეფის შვილის - მუსიკალურ მომენტს! ვაშა! მანქანაზე გადაბეჭდილია წიგნი, რომელიც მსოფლიო სახელს მოიპოებს!
გ. ტაბიძე
1956 წ., თებერვალი

*
ზღვის მოტივები - სიმონ წვერავა. 2. II. 1956.

*
1. ქართული წიგნის ისტორია.
2. ფაზისი ქართულ მწერლობაში.
3. ძველი წიგნები დასავლეთ საქართველოში.
4. მშვიდობის იდეები „ქართლის ცხოვრებაში“.
5. მშვიდობის იდეები შ. რუსთაველის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, აკაკის და ვაჟას.
6. ძველი კოლხიდა: იაზონი, მედეა.
7. ქართული ვრცელი პოემის ამბები (ვეფხის ტყაოსანი). 6 პოეტის პოემები.
8. პოემა XX საუკუნეში...
9. პოემის წყობის სიახლე (1100 სტროფი).
10. პოეტი, როგორც მშვიდობის მომღერალი.
გადათვალიერება „მნათობის“,  „ლიტ. გაზეთის“, აკადემიის მეცნიერები და სხვ.
„აკადემია“, „მნათობი“, „ლიტ. გაზეთი“.

*
[ქართლის ცხოვრებიდან:]
„და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული ადამს აქეთ ძღიბ წელსა“.
 
ძღიბ წელი ადამს აქეთ...
3712 + 1956 = 5668.

*
აკადემია.
1. დაფა განცხადებისა შესავალში.
2. 4 დაფა წიგნების პირველ სართულში. 160 წიგნისთვის ან სხვადასხვა ამბებისთვის.
3. კედლის გაზეთი „ბიბლიოთეკარი“.
4. კედლის გაზეთი „მწიგნობარი“.

IV სართული.
5. „ლიტერატურათმცოდნე“. ლიტ. ისტორიის ორგანო (ქსენია სიხარულიძე, ელენე ვირსალაძე, თამარ დომენტის ძე ოყროშიძე, ე. შარაშენიძე, ჯიბლაძე (მიხ. ჩიქოვანი). საზ. მეცნ. განყ.

III სართული.
6. კანცელიარია აკადემიისა.
7. ბიბლიოთეკა (საგამოფენო ვიტრინები).
8. პრეზიდენტის აპარატი.

II სართული.
9. დერეფანში ორი დიდი კედელი.
10. წიგნთსაცავი (წინა კედელი შიგნით).
11. კლუბის პირველი ოთახის ორი დიდი კედელი (სამიც.).
12. კლუბის დარბაზის ორი დიდი კედელი. ტრიბუნის არე.
13. შესავალი კიბე II სართულისა.
14. პირველი დერეფანი II სართულისა.

*
1. ნაპირი სამუდამო მხარეში.
2. იქ არა სჩანს არაფერი, ცივი მდუმარების გარდა.
3. მხოლოდ ლურჯა ცხენები დაჰქრიან აქ.
4. ისინი დაჰქრიან, ისინი მოძრაობენ.
5. ისინი აღვიძებენ არემარეს.
6. როგორც ზღვის ხეტიალი.
7. როგორც ბედის ტრიალი.

*
Советская д. №34. Леван Церетели. Т. 3-47-76.
აკაკის ლექსი, მოგონებები და სხვ.
Драмков.

გუნია ავთანდილ - 3-22-55.
კალენდარი 1956 წ.
საექ. კომბინატში 2 საათზე.
ქაღალდი „მშვ. წ.“ ჩასამატებლად. სარკე.

*
აკადემიაში 10 მარტს 3 საათზე შესდგება საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ბიუროს სხდომა.
1. ლიტერატურის ინსტიტუტს ჰქონდა 1955 წლის გეგმა. 2. ამ გეგმაში შედიოდა პრობლემა „საბჭოთა ლიტერატურის საკითხების“. 3. ეს პრობლემა ცხადდება შესრულებულად.

პარტიას.

*
გუნია ვალერიან.
[სულ] ო, სხდომა,
სულ სხდომა,
ეს არის -
სულხდომა!
ვალერიან გუნია

შემიძლია გუნიაზე მონოგრაფიის დაწერა.

*
კალენდარში მოთავსებული ქართველი მწერლები:
1. არაგვისპირელი - 4 იანვარი. 2. ყაზბეგი - 20 იანვარი. 3. მამია გურიელი - 28 იანვარი. 4. ი. მაჩაბელი - 8 თებერვალი. 5. ე. ნინოშვლი - 14 თებერვალი. 6. ნ. მუსხელიშვილი - 16 თებერვალი. 7. ლეო ქიაჩელი - 20 თებერვალი. 8. ნ. ლომოური - 2 მარტი. 9. რ. ერისთავი - 3 მარტი. 10. ი. ჯავახიშვილი - 23 აპრილი. 11. დ. კლდიაშვილი - 24 აპრილი. 12. ა. მირცხულავა - 29 აპრილი. 13. ანასტასია ე. ხოშტ. - 2 მაისი. 14. ი. ევდოშვილი - 16 მაისი. 15. გ. წერეთელი - 26 მაისი. 16. შ. დადიანი - 27 მაისი. 17. იაკობ ნიკოლაძე - 28 მაისი. 18. ვ. ბარნოვი - 2 ივნისი. 19. აკაკი - 21 ივნისი. 20. ეკ. გაბაშვილი - 28 ივნისი. 21. ვაჟა-ფშაველა - 26 ივლისი. 22. სოფრომ მგალობლიშვილი - 1 აგვისტო. 23. ნ. ლორთქიფანიძე - 22 ნოემბერი. 24. სერგეი მესხი - 24 ოქტომბერი. 25. ი. გოგებაშვილი - 25 ოქტომბერი. 26. გ. ქუჩიშვილი - 31 ოქტომბერი. 27. საბა ორბელიანი - 4 ნოემბერი. 28. ილია ჭავჭავაძე. 29. გ. ტაბიძე - 17 დეკემბერი. 30. გ. ლეონიძე - 27 დეკემბერი. 31. შიო მღვიმელი - 28 დეკემბერი.
შალვა, ალიო, გოგლა, მე.

*
ავადმყოფობის დროს ბარნოვთან მივიდა ჭუმბურიძე და უთხრა: „ბატონო ვასილ, კარგად იყავით, ათი წელი კიდევ იცოცხლებთ". ვასილმა უპასუხა: "შე საწყალო, მეტი ვერ გაიმეტეო“ და ორი დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა.

*
9 ივლისი „წიგნის სასახლე“.
1956 - 1851 = 105.
1915 - 1899 = 16.
1899 + 56 = 1949. 59.
ოჯახქორი.

*
გრიგოლ მესხი. „ერთი პორტრეტის ისტორია“.
1. ის პერიოდი. 2. ოჯახური მდგომარეობა. 3. პეიზაჟის პოვნა. 4. სურათი მოსკოვში. 5. სურათი არ დაიკარგა.
25 დეკ. დამირეკა ტელეფონით საავადმყოფოში.

*
არნო ონელი.

[აგერ მიდის] [გვერდით გვიზის]
ვადღეგრძელოთ ორი არნო:
არნო ნელი, არნო სწრაფი.
ნელი - თუ ის ფხიზელია,
სწრაფი - თუ გადაჰკრა ჩაფი.

თედო სახოკია
ერთხელ მნათობის რედაქციაში (1924-25 წ.წ.) ვეხუმრე რაღაც და სულ მუდამ ახსოვდა შემდეგ.
ერთ სალიტერატურო საღამოზე, ჩემს საღამოზე, პრეზიდიუმში იჯდა. სიტყვა კი არ უთქვამს.
სახელგამის წინ შემხვდა და მითხრა: გალაქტიონმა ითმინა, ითმინა, ბოლოსო და სხვ. რაღაც სხვა გვარად  იღიმებოდა. მეხუმრებოდა, რაღა.
ფოტო მინდოდა გადაგვეღო. გაიქცა ვერის ბაღში.
სამამულო ომის დროს, ერთხელ, თბილისში ზევიდან ჰაეროთი გადმოაგდეს ყუმბარა! თედო აღელვებული მოდიოდა რუსთ. პროსპეკტ. შემხვდა, მიჩვენა რაღაც ნატეხი ეჭირა ხელში: - აი, მე თვითონ ვნახეო, ე. ი. ყუმბარის ნატეხი. ყველას უჩვენებდა გზაში.
ერთი თვის წინად დავინახე: ცოცხლად მიდიოდა, მაგრამ... სიცოცხლის ფერი აღარა ჰქონდა. დიახ, მიდიოდა ძალიან ცოცხლად და მკვირცხლად, სიცოცხლისა კი არა ეტყობოდა რა.
უკანასკნელად აკადემიაში დავინახე: კორნელი კეკელიძეს მივარდა და გადაეხვია. გადაკოცნეს ერთმანეთი რამდენიმეჯერ. მე ახლო ვიდექი და ვერ შემამჩნია, შეიძლება, არც უნდოდა ჩემთან შეხვედრა. რატომ? რისთვის? რა დავუშავე? აჰ, ალბად, მის იუბილეებში რომ არ ვიღებდი მონაწილეობას, ის ახსოვს-მეთქი.
ის ჩვენს მწერლებში  ყველაზე მოხუცი წევრი იყო, 90-ს გადაცილებული იყო: მაინც რომ ყოჩაღად იჭერდა თავს.
და უეცრად, გუშინ... დღეს გაზეთში სამგლოვიარო განცხადებაა.

ფურცელაძე ანტონ
მოინახოს ლექსი „ერთხელ ერთ ქართველ კაცსა შიშით გამოეღვიძა“.
შეხვედრა „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციაში.
ვინ ესხმოდა თავს ანტონს? („კრებული“).
დამბლა დაცემულობა თუ სიბერე?
იოსტინე ფურცელაძის შესახებ...
„სამის თავგადასავლები“.
როდესაც რედაქციის მიერ დაწუნებულ მასალას იღლიის ქვეშ ამოიდებ და გადიხარ რედაქციიდან. რას განიცდი ავტორი?
მაღალი, გამხდარი მოხუცი ჯოხით, ევროპიულად წვერ გაპარსული.
მგონი, ტოგა ჰქონდა მოხურული.

*
თავი I. 16 - წიგნი, მშვიდობის წიგნი!
II. 17-31 - დაიკარგა მშვიდობის წიგნი!
III. 32-49 - ტარიელი ზღვის პირად.
IV. 50-65 - ტარიელი სხვისი სახელით.
V. 66-71 - არ ბობოქრობს ზღვა.
VI. 72-92 - მეთევზეები.
VII. 93-99 - რას ეძებს მეზღვაურ[ებ]ი.
VIII. 100-116 - საღამო ზღვის პირად.
IX. 117-125 - ეს ზღვაა, ეს სიამეა!
X. 126-148 - მოგონება წიგნზე.
XI. 149-155 - ტარიელი ემშვიდობება.
XII. 156-168 - ტარიელი სხვა სახით, სხვა მხარეს.
XIII. 169-185 - ვინ იცის, რომ ის...
XIV.186-197 - ქვაბთა სიცხარე.
XV. 198-221 - ტარიელს მოესმა ერთი ამბავი.
XVI. 222-229 -  უცნობი ბერი.
XVII. 230-237 - რომელი ბერი... ტარიელია!
XVIII. 238-255 - ძველი წიგნები.
XIX. 256-292 -  ამრიგად ათი წელი გავიდა.
XX. 293-312 - სახლი ფაზისის პირად.
XXI. 313-338 -კარგია სახლი ფაზისის პირად.
XXII. 339-384 - ქართველ ქალთა კრება.
385-401 - დნება თოვლი შორეულ მთებზე.
402-438 - გაზაფხულის მდინარეები.
439-447 - მიაქვს ჩვენი ტყე.
448-462 - იყო კარგი ტყე და აღარ არის.
463-483 - დაიწუნებდით ამნაირ შეშას?
484-504 - შემოღამება ფაზისის პირად.
505-515 - ჟალტამი, ფშანი.
516-525 - კაცი ქისითა და კვეს-აბედით.
526-535 - ვეფხი თავის მსხვერპლს რომ ეპარება.
536-557 - უცებ.. გაისმა ზარის ხმა.
558-582 - ვის იდუმალი იხსნის სახება?
583-592 - ჰოი, ფუტკარი, მაგალითად.
593-597 -ზრუნვა ჰფენს მწველად მგზნებარე ალებს.
ორჯერაა.
598-613 - გაისმა ხმა უხუცესის.
614-628 - ძველი წიგნები თავანს აზიდეს.
629-638 - სიფხიზლე - არა ძილი!
639-648 - დე, გაჰკივოდნენ ჭოტები!
449-458 - დეე, ყმუოდნენ ძაღლები!
659-668 - ადექით მამლების ყივილზე.
669-673 - გათენდა.
679-687 - მოძრაობა დილისა.
688-697 - ნესტანი ჰყვება წყალდ. ამბავს.
698-707 - მთები, ფაზისის ჭალებიდან.
708-727 - მაგრამ ფაზისის არ სჩანს ნაპირი.
728-750 - აკვნები ფაზისზე.
751-771 - იწყო დაკლება.
772-782 - ოჯახი მაინც სხვენზეა.
783-799 - "ცოცხალნი ხართ? ხომ ცოცხალნი ხართ?"
800-814 - დაჭაობება.
815-824 - ზრუნვა.
824-833 - ფანტასტიური საწნახელით.
834-848 - საწნახელი გადაბრუნდა.
850-854 - ნავი ნავისთვის, საწნახელი საწნახელათ.
855-864 - შორს ვიღაცა სჩანს, ვინ არის?
865-879 - უცნობი მგზავრის გადარჩენა.
880-889 - მგზავრის ძნელი გზა.
890-899 - მგზავრი მოსულიერდა (ძალღონეს იკრებს).
900-909 - მგზავრის სიხარული.
911-925 - მგზავრის სიმღერებიდან.
926-945 - ისევ მგზავრის სიმღერებიდან.
946-959 - კვლავ მგზავრის სიმღერებიდან.
960-979 - კერა ციმციმებს.
980-1004 - ავი სიზმარი.
1005-1022 - სად იპოვე შენ ეს წიგნი?
1023-1035 - ზმანება გაჰქრა!
1036-1042 - გამოღვიძება?
1043-1051 - ხმა სოფლად.
1052-1061 - ფენენ ხალიჩებს, ქსოვილებს.
1062-1086 - სიტყვა ავთანდილისა.
1087-1001 - წიგნი, მშვიდობის წიგნი!
სულ 72 თავი.
 
*
Да здравствует наша дружба!
Г. ქ. რ. ში.
Гаспарова Светлана. Бреусова О.

*
გუშინ გარდაიცვალა თედო სახოკია. ღრმად მოხუცებული (ერთი კვირის წინად ტრამვაიდან დავინახე, ცოცხლად მიდიოდა რუსთაველის ქუჩაზე). ის და აკაკი წერეთელი მტრები იყვნენ. როდესაც  თედომ გამოსცა აკაკი წერეთლის ნაკვესები, აკაკიმ იოხუნჯა: თურმე მოლა მასრადინა ენამჭევრი კაცი იყოო, მაგრამ  სიკვდილის მერე ყველაფერს მას აწერენო... რაც მოლას სიკვდილის მერე დაემართა, მეც სიცოცხლეშივე იგი მემართებაო. აგერ „ვინღაც“ სახოკიაო... და სხვ. ეს იყო 1895 წ. აკაკი გარდაიცვალა 1915 წ. თედომ მას მერე კიდევ იცოცხლა 40 წელიწადი... ხუმრობაა? ცუდ დროს გარდაიცვალა. ზამთარია, პარტყრილობებია.

1955, 28 дек.

*
წყლული ვით მოშუშდება
[ზრუნვისგან] საამო მოშუშებით.
მწერლობა, ოჯახები
აივსო ჯაშუშებით.

"წუთისოფელი ასეა,
ღამე დღეს უთენებია,
რაც მტრობას დაუქცევია,
სიყვარულს უშენებია!"

*
ცა ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო
ჩემო სამშობლო მხარეო,
............................................
მასესხე, დამეხმარეო.

*
ნელი ცომაია: „შენ, გალაკტიონ, პოეზიის მუხავ ძლიერო“.
ლამარა ტაბახუა - II ურთიერთ <...> გალაკტიონს.

*
ცხრაას ჩვიდმეტმა, ცხრაას ჩვიდმეტით.
დასაწყისია ცხრაას-ჩვიდმეტით.
კაცობრიობის ახალი ხანა.
აეშვა დროშა ცხრაას ჩვიდმეტის.
იწყება ცხრაას ჩვიდმეტით.
მიუძღვის დროშა ცხრაას ჩვიდმეტის.
ცხრაას ჩვიდმეტებს.

Энциклопедический словарь. Брюсов. Маяковский. О стих. верхарн о стихосл.
Английск. слов.