შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-661-13 - 1955 წელი


     დღევანდელი საღამოის, და შემდეგი საღამოების მიზანია - ხელახლა [დავ­ს­ვათ, და თუ] განვმარტოთ, რადგან სრულიად დავიწყებულ იქნა ჩვენი ხე­ლოვნების ორი მხარე: შემოქმედებითი და ტექნიკური. საყოველთაოდ ცნო­ბი­ლია და არავითარ ახსნა-განმარტებას არ მოითხოვს ის დებულება, რომ უნა­რი მხატვრული შემოქმედებისა იგივე თანდაყოლილი ნიჭია, როგორც, მა­გა­ლითად, სილამაზე სახისა (ვთქვათ თამარ მეფის ხალხურ შემოქმედებაში, ავ­თანდილის, ტარიელის, თინათინის, ნესტანის) ან ძლიერი ხმა ([სა­რა­ჯიშ­ვი­ლი­სა] ავთანდილისა, ან [ხალხურ სიტყვიერებაში] შალიაპინისა, ან სა­რა­ჯიშვი­ლი­სა). [ჩვენო ოპერა - ი. ვაკელი].
     ეს ნიჭი შეიძლება და უნდა განვავითაროთ, მაგრამ მისი მოპოება არა­ვი­თა­რი მონდომებით, არავითარი ხერხით, არავითარი სწავლით არ შეიძლება. ვინც პოეტად არ დაბადებულა, იგი ვერასოდეს ვერ გახდება პოეტად, რა­ნაი­რა­დაც არ უნდა ეცადოს, რანაირი შრომაც არ უნდა დახარჯოს!!!!!
     შეიძლება მიეჩვიო ლექსის ან პოემის წერას, მიაღწიო იმასაც, რომ [შენი] ზო­გი ლექსი ლამაზი იყოს, ხმოვანად ჟღერდეს, - მაგრამ ასეთი ლექსები ყო­ველთვის პოეზია როდია. ამის...
     საჭირო არის ლექსის ტეხნიკის კიდევ უფრო ღრმა შესწავლა.
     ნიჭი პოეტისა, პოეზიის ნამდვილი ოქრო, შეიძლება გამოსჭვივოდეს ხში­რად მოუქნელ წყობაში - ასეთი მაგალითები ცნობილია (გრ. ორბელიანი, ლექ­სე­ბი მაგალითად [ბარათაშვილი და სხვ.]).
     მაგრამ, რომ უფრო მთლიანად გამოხატო თავისი ნიჭი, მთლიანად გა­მო­სა­ხო თავისი სული პოეტისა, შეუძლია მხოლოდ მას, ვინც სავსებით და­უფ­ლე­ბუ­ლია თავისი ხელოვნების ტექნიკას.
     ლექსის ოსტატს აქვს ისეთი ფორმები და გამოთქმები, [იმისთვის] რომ­ლებ­საც [ამახსოვრ.] მკითხველები იმახსოვრებენ ძალაუნებურად და სა­მუ­და­მოდ.
     რომ პოეზიას აქვს თავისი ტექნიკური მხარე, [ლიტერატურის მცოდ­ნეე­ბი­სათვის და ის მოითხოვს, ამ] ეს ნათელია.
     არსებობს ტექნიკა მუსიკის, ტექნიკა მხატვრობის, ტექნიკა ქანდაკების, ტექ­ნიკა ხუროთმოძღვრების. ექვსი პოეტის ტექნიკა (შოთა, გურამიშვილი, ბა­რათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა).
     ნამდვილად დიდი პოეტების, გენიალური პოეტების ტექნიკური ოს­ტა­ტო­ბის მიღწევები [სირთულეს] ხანგრძლივი, გულმოდგინე, თავდადებული [შრო­მის] მუშაობის ნაყოფია. დიდია [მათი] ეს მიღწევები, მაგრამ ისინი შეს­წავ­ლილნი არ არიან, [ამიტომ დამწყებ მწერალს უხდება საქმის "თავიდან" დაწ­ყება] ხშირად შეგნებულათაც შეაქვთ სრული არევ-დარევა...
     არსებობს მეცნიერება ლექსზე - არისტოტელიდან დღემდე.

     სწავლა რითმაზე:
     ქართული პოეზიის მეოცე საუკუნის პოეზია[ში] [მოც.] მოვიდა და დამ­კვიდ­რდა ბევრის სრულიად ახალი რითმებითა და ასონანსებით, ახალი ლექსთ­აწ­ყობით, ახალი ხმოვანებით, შემოტანილი იქნა ახალი ფორმები ბალლადის, გა­ზელლასი, სონეტის, ოკტავების, ტერცინების, [ხმის მიბაძვა] ტრიოლეტები, სექ­ს­ტინა, პო­ლინდრომი, რონდო და სხვ. ისინი არსებობენ მსოფლიო პოე­ზი­ა­­ში.
     პოეტი მოვალეა, იცოდეს კანონები ყველა ფორმებისა, კანონები, რომ­ლე­ბიც უბრალოდ არ დამკვიდრებულან. პოეზიის ტექნიკას ათასწლოვანი ის­ტო­რია აქვს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი.