შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-630-16 - 1955 წელი


შეხვედრას დაესწრებიან ყრილობის დელეგატები: გალაქტიონ ტაბიძე, გრიგოლ აბა­შიძე, კარლო კალაძე, ხუტა ბერულავა, შალვა ამისულაშვილი, ალექსანდრე მირ­ცხულავა, მიხეილ მრევლიშვილი, მაყვალა მრევლიშვილი, გიორგი კაჭახიძე, თე­იმურაზ ჯანგულაშვილი, რევაზ ჯაფარიძე, თენგიზ გოგოლაძე.
რატომ არ არის ალფაბეტითო?

ხალხმა ოვაციები გამიმართა.
ჩემ მიერ წაკითხულ იქნა ლექსები:
1. მშვიდობისათვის, 2. წითელი მოედანი - V ტ.
მშვენიერი იყო ჯიბლაძის მოხსენება (უკეთ, შესავალი სიტყვა) საღამოს გახ­ს­­ნი­სას. დიდებულად ვიყავი ნახსენები. აუცილებლობა ჩემზე მონოგრაფი­ე­ბის წე­რი­სა.
ჩემზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს რევაზ ჯაფარიძე.