შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-513-7 - 1955 წელი


პროზის სექცია
1. ქართული საბჭოთა პოეზიის საღამოს გამართვა ბაქოსა და ერევანში.
2. აზერბეიჯანელი და სომეხი საბჭოთა პოეტების საღამოების გამართვა თბილისში.
3. 1954 წლის „მნათობი“-ს პოეზიისა და პროზის განხილვა. მომხსენებელი (ბ. ჟღენტი, ა. ბელიაშვილი), თანამომხსენებლები: ა. ადამია და ო. ჩხეიძე.
4. ქართველი პოეტების შეხვედრა სოფლის მეურნეობის მექანიზატორებთან.
5. ქართული კლასიკური პოეზიის ტრადიციები და თანამედროვე საბჭოთა ქართული პოეზია. მომხსენებლები: ბ. ჟღენტი, ლ. კალანდაძე, ბენაშვილი, ასათიანი.
6. პოეტების ბრიგადების გაგზავნა კოლმეურნეობებში (მარტი-აპრილი).

პოეტების სექცია
1. 1954 წლის ქართული პოეტური პროდუქცია (მომხსენებელი).
2. ლექსების ახლად გამოცემული წიგნების განხილვა - თებერვალი, მარტი, აპრილი.
3. პოეტების შემოქმედებითი თვითანგარიში (ს. ჩიქოვანი, კ. კალაძე). მარტი, აპრილი და მაისი.
4. დაუბეჭდავი თითო ლექსის საქალაქო საღამოს მოწყობა.
5. დისკუსია საბჭოთა ლირიკის საკითხებზე.
6. უკრაინელი პოეტები ქართულად.
7. პოეტების ახალი ლექსების კითხვა-განხილვა. მარტია.

პროზაიკოსების სექცია
1. პროზის ალმანახების გარჩევა (კ. ლორთქიფანიძე, დ. შენგელაია).
2. ახალგ. მწერალთა ალმანახის განხილვა.
3. აფხაზეთის პროზაიკოსთა ნაწარმოებების განხილვა ადგილობრივ. შედგეს ბრიგადა  (9 კაცი): ბელიაშვილი, ჩიქოვანი, ადამია, ლ. კალანდაძე, თ. გოგოლაძე, მარგველაშვილი, შატბერაშვილი, ს. კლდიაშვილი, ს. თავაძე.
აჭარის პროზაიკოსთა განხილვა ადგილობრივ: დ. შენგელია, ბ. ჟღენტი, ქარელაშვილი, ჯაფარიძე, ჩხეიძე, მრევლიშვილი, შ. დადიანი, ნატროშვილი.
ხომ შეიძლება ასე იყოს აქ?
დრამატ. სექციის ბიუროს სამუშაო გეგმა?
1. დრამატიული ოსტატობის საკითხები.
2. კულტურის სამინისტროს მოხსენება.
3. დრამატურგების მივლინება.
ახალი პიესების კითხვა-განხილვა (8 პიესა).
საიდუმლოება.

მთარგმნელთა სექცია
3. საქართველოს პოეტების [სექციის...].

საბავშო სექცია
1. პოეტები რადიოსთან. რადიო.
პოეტები საბლიტგამში. კრიტიკოსთა და ლიტმცოდნეობის კომისიის გეგმა.

კრიტიკისა და ლიტმცოდნეობის...
დისკუსია - ომის შემდგომი სოფელი და მისი ადამიანები (პროზის სექციასთან ერთად).
ახალგაზრდა კადრები (გ. ნატროშვილი).
ლიტ. კრიტიკა ლიტ. გაზეთში, მნათობში (ჟღენტი, კალანდაძე).
ქართველ კლასიკოსთა აკადემიური გამომცემლ. მდგომარეობა (რადიანი).
თეატრალური კრიტიკის მდგომარეობა (დ. არსენიშვილი).
რადიანის წიგნი „ლიტ. პორტრეტები“ (დ. ბენაშვილი).
მონოგრაფიების კრებული.

ახალგაზრდა მწერლებთან მომუშავე კომისიის გეგმა:
პროდუქციის განხილვა. სოხუმსა და ბათუმში, სტალინირში, ქუთაისში.
ახალგაზრდა მწერალთა კითხვა-განხილვა ყოველი თვის 19 რიცხვში.
მიმდინარე წლის სამხატვრო გამოფენის დათვალიერება და განხილვა მხატვრების მონაწილეობით. პ. ხუჭუა.

კინო კომისია:
კინოსტუდიის თემატიური გეგმის განხილვა მწერალთა აქტივში.
ახალი კინოსცენარის განხილვა.
კინოფილმი.

Армянская секция:
მუშაობის გეგმა. ბიუროს სხდომები: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი (Творческая работа).
ახალგაზრდა მწერლებთან მომუშავე კომისიის პროზა, პოეზია, დრამატურგია.

სამშაბათი.
I კვარტალი - იანვარი, თებერვალი, მარტი.
II კვარტალი - აპრილი, მაისი, ივნისი.
III კვარტალი - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი.
IV კვარტალი - ოკტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი.