შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-513-3 - 1955 წელი


სექცია მოაწყობს [მასსიურ] სექციის წევრების დასწრებას ლექციებზე, წარმოდგენებზე, ოპერის თეატრში, კონცერტებზე.
სექცია მოაწყობს ექსკურსიებს მუზეუმებში, პანთეონებში, ისტორიულ ადგილებში.
სექცია გზავნის დელეგაციებს სხვადასხვა რესპუბლიკებში სხვადასხვა ლიტერატურულ საქმეებზე.
სექცია ეხმარება სხვა სექციებს და იხმარიებს სხვა სექციებს.
სექცია კავშირს ამყარებს საქართველოში არსებულ სხვადასხვა ლიტერატურულ წრეებთან.
სექცია კავშირს ამყარებს მხატვრებთან, მუსიკოსებთან, მოქანდაკეებთან, არქიტექტორებთან, არტისტებთან, წიგნთსაცავებთან, რედაქციებთან, გამომცემლობებთან.
ბიურო სექციისა კავშირს ამყარებს სექციის თვითეულ წევრთან მისი შესწავლისა და გამოყენების მიზნით, აგრეთვე მისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით.
არიან პოეტები, რომლებიც არა სწერენ. სექცია იახლოვებს მათ.
ქალთა წრეები, აქტიური პიროვნებები, ყველანი გამოყენებული უნდა იქნან.
სექციამ დამოკიდებულება პრესასთან...
სექცია იღებს სტუმრებს, მართავს სტუმარ-მასპინძლობას.

1905 წ.
მეგობრებო, წინ, წინ გასწით!
1. სად დაიბეჭდა პირველად (ფოტო).
2. არსებობს თუ არა სადმე ხელნაწერი (ფოტო). ლიტ. მუზ.
3. ევდოშვილი 1905 წელში (ფოტოები).
4. ლექსის პოპულიარობა.
5. ლექსის სიმღერად გადაქცევა.
6. ლექსის როლი 1905 წლის რევოლიუციაში (მღეროდნენ).
7. მოგონებები ევდოშვილზე. 1905 წ.
8. მღეროდენ დემონსტრაციებზე და სახლებში.
9. ზურგი ვაქციოთ ძველ ადათ-წესებს.
10. პოეტების წრე მეჩექმესთან - მთაწმინდაზე (გოგებაშვილის სახლის წინ). (გამოძახება).
11. ლექსის მოტივის გადაღება ფირფიტაზე.
12. ევდოშვილის მეგობრები ვინ იყვნენ?
13. ბაბილინასთან კავშირი.
14. ევდოშვილი და ია ეკალაძე.
15. გადასახლება და ჭლექი.
16. გარდაცვალება.
17. ევდოშვილი და შიო მღვიმელი.
18. ევდოშვილი და გ. ქუჩიშვილი.
[19. ბაბილინას გამოძახება მწერალთა კავშირში ან მასთან მისვლა].
19. ევდოშვილი პანთეონში.
20. მატერიალური მდგომარეობა ხალხისა.
21. სად გაჰქრა, მემორიალური დაფა რომ იყო იმ აღმასკომზე?
1905 წ. იმერეთში (ქუთაისი, ჭყვიში).