შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-490-14 - 1955 წელი


ჩვენ უნდა კარგად შევისწავლოთ ხალხური შემოქმედებაც. ყოველივე აქედან გავითვალისწინოთ ახალი ფორმების აღმოჩენის შესაძლებლობაც. ჩვენ ძლიერ ბევრს მოგვცემს, მაგალითად, შესწავლა ჩვენი ხალხური პოეზიის, კერძოდ, ბალადის...
ძიება, განმეორება სხვათა მიერ შემოტანილი სიახლისა, ცდების წარმოება - აი, ამოცანა თანამედროვე პოეტისა.
რას წარმოადგენს, მაგალითად, ქართული ბალადა?