შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-5 - 1955 წელი


ღმერთო, უშველე ტანწვრილ იოსებს,
თავს სხვის ლექსებით იგენიოსებს,
ისე გაგქურდავს - არც გაიოცებს,
კახი გვეგონა - სჩანს მოიოსებს.
ღმერთო, უშველე ტანწვრილ იოსებს.

შალვა რომ მოსკოვში იყო ეხლა?

VIII ტ. IX. აკადემიური გამოცემის საკითხი ისმება.

*
სწორედ გუშინ ვკითხულობდი რომენ როლანის „ბეთხოვენს“.
ბეთჰოვენი ყრუ იყო, მაგრამ...

*
ორი დღე. დღევანდელი და ხვალინდელი.
„პოეტების სექცია“ - გამოდის.
1. სახელგამი. 2. აკადემია. 3. მხატვართა კავშირი. 4. მსახიობები. 5. მწერალთა კავშირი. 6. მასწავლებელთა სახლი. 7. გამომცემლობა „საბჭოთა მწერალი“. 8. „პოეტების სექცია“ (კონვერტებით). 9. „პროზაიკოსების სექცია“ (კ. ლორთქიფანიძე). 10. „კრიტიკოსების სექცია“ (ბ. ჟღენტი). 11. „დრამატურგების სექცია“. 12. კულტურის სამინისტრო. 13. მუსიკოსების კავშირი. 14. მხატვართა კავშირი. 15. ხელოვნების სახლი.
გ. კალანდაძე. ა. თევზაძე.

*
[...] სადახლოს [...] მონადირეებისაგან იყიდიდა დახოცილ ფრინველებს. გარს შემოირტყამდა წელზე და ისე ჩამოვიდოდა თბილისში. აქ მას დიდის პატივისცემით ხვდებოდენ, როგორც საუკეთესო მონადირეს.