შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-497-10 - 1955 წელი


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის
სალიტერატურო წრის დებულება
საერთო პრინციპები
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სალიტერატურო წრე წარმოადგენს შემოქმედებითი სახის პირველად ორგანიზაციას. იგი მოწოდებულია, აღამაღლოს იდეიურ-თეორეტიული დონე იმ [ახალგაზრდა ან ცნობ. და არა-ახალგაზრდა] მწერლებისა, [რომლებიც არ შედიან ს.ს.რ. მწერალთა კავშირში] არ ითვლებიან რა მწერალთა კავშირის წევრებად, მუშაობენ წარმოებებში, დაწესებულებებში, ან სწავლობენ უმაღლეს ან საშუალო სასწავლებლებში.