შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-468-4 - 1955 წელი


რუსთაველის ძეგლთან
1908 წ. აქ რაჭველებს ჰქონდათ დუქანი, დუქნის უკან ბოსელი იყო. გვქონდა  ნდობა მე და დათიკო დემეტრაშვილს.
შემდეგში აქ დავდიოდით მე და ვანუა იოსელიანი. ერთხელ პ. ირეთელი.

*
29 მარტი. 1955.
1. ბალადების გადაბეჭდვა.
2. დაფნის ფურცლები (დაფნა).
3. სია მონაწილეთა და ზომები (შეტყობინება).
4. ტექსტი განცხადებისათვის (დავბეჭდოთ, თუ ვერ მოვასწრებთ).
5. გადაბეჭდვა (თუ გადაწერა პოემის?). სჯობია გადაწერა. ფაზი.
6. რვეულები (12 გვერდიდან).
7. კალამის საკითხი.
8. კნოპკები. ლურსმნები (პატარ-პატარა).
9. გადარიცხულია!!!
1 საათზე ექიმთან, 6 საათზე ბიჭიკო მოვა, 8 საათზე გოგი. სახელგამი.

30 მარტი.
1. ბალლადის საღამო. „ქართული ბალლადა“.
2. „პოეტების სექცია“ (წარწერა). ზომა.
3. ქაღალდები დაფნისთვის.
4. სასოფლო-სამეურნეო გადასახადი.
5. ელექტრონის ფული.
6. „ფაზი“ (პოემა). დაბ.
7. წარწერა. პირველ აპრილისათვის.
8. ბალლადა ვიონის გადაბეჭდილი.

*
ქაღალდის საკითხი ბუჰღალტერს. სამშაბათს. 31 მაისი.
Авлабар, Розовая площадь, тупик 26 комиссаров, д. №7. Тео Кекелидзе. დილით 10 საათამდე.

[Баллада]
[Термин „баллада“ имеет два значения. Немецкие романтики называли...]
[ტერმინს „ბალლადა“ აქვს ორი მნიშვნელობა. გერმანელი რომანტიკოსები].
[ლირიკული] ლექსი შესდგება [რვა-რვა სტრიქონიანი] სამი სტროფისაგან. თვითოეული სტროფი შეიცავს რვა სტრიქონს. მთელ ლექსში სამი რითმაა, რომელთაგანაც ერთი გვხვდება თოთხმეტჯერ, მეორე რვაჯერ, მესამე ექვსჯერ, ერთი და იგივე სტრიქონის განმეორებით ყველა სტროფებში (ოთხსტრიქონიან დამატებით ტაეპშიაც).