შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-467-2 - 1955 წელი


19-20/II. 1955.
1. ჭკვიან კარადის თავზე დაყრილი საქმის ქაღალდები...
2. ხელნაწერები. ცალკე.
3. წიგნები დაყოფილი ასეთნაირად: ქართული ცალკე. რუსული ცალკე. პროზა, პოეზია ცალკე.
4. წიგნები წარწერებით „მოძღვნილები“ ცალკე.
5. წიგნები უნიკალური ხასიათის ცალკე.
6. წიგნები  აფხაზეთის ცალკე.
7. წიგნები ოსეთის ცალკე.
8. წიგნები აჭარის ცალკე.
9. წიგნები პოლიტიკური ცალკე (ბროშიურებთან ერთად).
10. წიგნები, ცნობარები, კალენდრები, სიები.
11. წიგნები, რომლებიც მე მეხებიან (ანტოლოგიები, მოძღვნილი წიგნები თარგმანებით, ჩემი ნაწერებით) ცალკე.
12. ჟურნალები - საერთოდ ცალკე.
13. ჟურნალები, რომლებიც მე მეხებიან ცალკე.
14. გაზეთების სახელწოდებისა და გამოცემის წლების მიხედვით ცალკე.
15. გაზეთები ჩემს შესახებ (ქრონიკა, განცხადება ან სხვა რაიმე მასთან) ცალკე.
16. გაზეთები სპეციალური (ლიტ. ნომრები) ცალკე.
17. პაპკები დანარჩენები ცალკე.
18. ფოსტის ყუთებში ჩალაგებული მასალები ცალკე.
19. გამოყენებულ იქნას დიდი თაროები კედლის.
20. წიგნები დალაგებული იქნას [მისი] წესრიგით.
21. ხელნაწერები ცალკე.
22. ფოტოსურათები უსათუოდ ყველა ცალკ-ცალკე.
23. აფიშები და სხვა რამეები ცალკე.
24. ლექსები ცალკე,  პროზა ცალკე - კარადებში.
I. მოწესრიგება თაროების. ამ თაროებში...
არ მოხერხდა.

*
ფერი იცვალეს ატმებმა, მერი,
წიგნით ახალით ფითრდება შიგნით,
მთვარეს მე ვხედავ და არემარეს.

*
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი.

*
[კაკო].
Тифлисская библиотека читальня.
11 მარტს.