შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-436 - 1955 წელი


პოეტების სექცია.
ლექსი „დარიალს, თამარ მეფის დროს...“ დაუბეჭდავი.

*
72 თავი.
5 წუთში წაიკითხება [72] 21 ტაეპი. 62X21 = 252 საათში. 5 საათში - 1.266 ე. ი. მთელი პოემა.
(ლენა ყიფიანი, ვერიკო ანჯაფარიძე, ჟორჟოლიანი, პიერ კობახიძე).

ქართული წიგნის ისტორია. ს. ყაუხჩიშვილი, კ. კეკელიძე.

* * *
დარიალს, თამარ მეფის დროს, გზად ვლიდა კაცი მდიდარი,
არც მტრობა გულში რამ ჰქონდა, არც [დარდი] შური არავითარი.

ემთხვია ადგილს, სად ეხლაც უუძველესი ხატია,
გადასჭრა თერგის ხეობა და ღამეც იქ გაათია.

მეორე დილით, როცა გზის განგრძობა მან დააპირა,
უბრძანა თავის მოურავს: თერგს გაჰყევ ნაპირ-ნაპირა -

წადი, კვერცხები იყიდე, აქ მოდი, მკლავი სად გვედო,
წავისაუზმოთ ხელდახელ და მერე გზას დავადგეთო.

[მყის] [და] მოურავმაცა ბატონის მყის შეასრულა ბრძანება,
მისთვის სიცოცხლეს გასწირავს, თავი არ დაენანება.

მაგრამ ამ ათი კვერცხისთვის, არ [ღირდა] სურდა ცეცხლის დანთება,
ამაოდ ალი დაიძვრის და კვამლი გაიფანტება.

[ამიტომ] გამყიდველ დედაკაცს სთხოვა: რად ვიცქიროთო გარშემო,
ცეცხლის დანთებაც შენ იცი, კვერცხები მომიხარშეო.

[გამყიდველმა] დედაკაცმა სთქვა: კვერცხები მოხარშულიც მაქვს, ცხელია.
ეს არის, რაც გადმოვიღე, [ჰოი,] ნახეთ, რა გემრიელია...

რაკი მოხარშულ კვერცხებს მან, მყიდველმა, ალღო აუღო,
აიღო, კალათს ჩააწყო, და თავის ბატონს წაუღო.

ისაუზმეს რა, სავაჭრო, თვის ჯორ-აქლემებს აჰკიდეს
და გაემგზავრნენ, განვლილ გზას თვალი არ გამოაკიდეს.

თერგს იქით, თამარ მეფის დროს, გზას [ვლიდა] გასცდა კაცი მდიდარი,
არც მტრობა გულში რამ ჰქონდა, არც შური არავითარი.

ასე, ერთ კვირას იმგზავრეს, ამ დროის განმავლობაში
[განგებ, რა საკვირველია......]

*
 [მთა-მთა შეხვდეს, მზე მათ იქით მოხვდეს,]

ახალგაზრდებს ვუძღვნი [გულწრფელ სალამს] ბრძოლით კალამს.
[რომ გაგვთიშოს]
[ერთმანეთის დაგვაშოროს] ალამს.

*
რა საბუთის ძალით
ეჩხირება - (ბნელა?)
ჩვენს ტერიტორიას
თქვენი ცისარტყელა?

ტიციანის ბავშობა
I. 1. „რიონ-პორტი“. 2. ორი სკამლოგინი. 3. ერთადერთი მაგიდის საათით. 4. მშვენიერი ბუხარი. 5. ნოხი კარებთან. 6. ნოხის გაშლა და ბიძაჩემის ზედ კოტრიალი. 7. სამნი ნოხზე: ბიძაჩემი, მე და ტიციანი. 8. როგორ ჩაარტყა მუშტი ბიძაჩემს ტიციანმა. 9. ბიძაჩემის გულისწასვლა, „ვაი, ვაი“, მოსულიერება. 10. გაოცებული, არაფრის მგრძნობი, დიდი თვალები ტიციანისა - უყურებს ყველაფერს... მაგრამ ვერაფერსა ხვდება.

II. 11. საღამო ტ-ის ეზოში. 12. გადასვლა ეკლესიის ეზოში. 13. „ალაგი“. 14. წინაპართა სამარეებთან. 15. ცაცხვები. ორი ქვა. 16. „ბაბუა გაცოცხლებულა“. 17. განგაში ეზოში. 18. „ჩვენ თვითონ დავინახეთ“. 19. ისევ იმ აივანზე. 20. არავინ უჯერის!

III. 21. ისევ ეკლესიის ეზო. 22. ვთამაშობთ სამნი. 23. ბავშური შეჯიბრება. 24. პირველი ვარ მე, სულ უკანასკნელი ტიტია. 25. მას კი პირველობა უნდა. 26. ჭაკუნი მიაქვს მეორეს. 27. კოჭი მიდის, მიდის. 28. ტიციანი ამაოდ იქნევს ჭოლოკს. 29. ჰა, გადასწვდა მოპირდაპირეს. 30. ტ. ბრაზისგან ფეხებში ესვრის ჭოლოკს ამხანაგს. 31. სამწუხარო დასასრული.

IV. 32. საღამო ხანია. 33. საქონელს მოსამსახურე. 34. მაისში იცის საღამო. 35. ვაშლის ხის ქვეშ. 36. - ზღაპარი, ზღაპარი. 37. რაღაცას ჰყვებოდა. 38. ფანტასტიური სიჩუმე. 39. არა გამოდიოდა რა. 40. მაგრამ მაინც. 41. ელისაბედი!

V. 42. ივლიანეს კარში. 43. ის იღებს მიწას. 44. „სიკორწიანე“. 45. ორმოში ჭაობი დგება. 46. ერთხელ ტ. და მე. 47. ტ. გადაეშვა ჭაობში საცურავოდ. 48. ვაბრთხილებ, არა შვება! 49. საოცარი ტყაპუნი. 50. ის იძირება. 51. მივვარდი აივანზე. - რა? დაიხრჩო? - იძახიან. გამოვარდნენ.

VI. 52. ელისაბედის შეცხადება. 53. იოსტინეს განგაში. 54. ივლიანე გადავარდა წყალში. 55. ამოიყვანეს ტიცი. 56. - ხეზე, ხეზე! 57. მოსულიერება. 58. დაუკოცნეს თვალები. 59. დედას კიდევ ცემა უნდოდა. 60. შეთქმულება. 61. - არა, არ მახსოვს.

VII. 62. გადაღმა ფშანი. 63. საღამო. რიონის. 64. „შეხედე, გველი“. 65. დიდრონი თვალები. 66. ვერ გაიგო მაინც. 67. „მგელი? მგელია?“ 68. ვერ გავაჩერე. 69. მირბის სოფლად და ჰყვირის: მგელი! 70. სადაა მგელი? 71. მოგცემ მე შენ მგელს!

VIII. 72. ერთხელ ხაბოებთან. 73. - ნავი, ნავი! 74. ისიდორე. 75. ისიდომ იუკადრისა. 76. სახე ჩვენკენ. 77. დაიკარგეთ აქედან. 78. განსაკუთრებით მე. 79. ტ-ს არ შეშინებია. 80. შემდეგშიაც ასე. 90. ჰმ!

IX. 82. იქ, სადაც შეშლილი ქალი. 83. იქვე იყო მაშინ სანაო. 84. ივლიანე, მე და ტიცი. 85. ივლიანე: ნაავი! უუ! 86. გაღმიდან არავინ. 87. ნავი, უუ? 88. მე და ტიტია: უუ, უუ, უუ. 89. ივლიანე გაგულისდა. 90. - ჰაი, თქვე ზიპლიატა! 100. გაჩუმება.

X. „ვაი დია“.

XI. „პრუწუნა“.

XII. „ესეც შენ, სიმონა!“

XIII. „კაზლუკა, ტი კოზლუკა“

XIV. 1. „სარკე“. 2. ქალი ბანაობს. ჩვენ ჩირგვებში (მთელი თვე).

XV. ჩემს ოთახში წიგნებთან.

XVI. „რია-რია“.

XVII. „ცაგო“.
მინდვრად ეგდო თეთრი ქვა.

XVIII. „ჩვენი“ და „იმათი“ ნათესავები.

XIX. „მაწვალებს ეს სინათლე“.

XX.