შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-572-15 - 1955 წელი


1955 წელს‚ 22 ოქტომბერს საქართველოს სახალხო პოეტის‚ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის - თბილისის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს ექიმებთან‚ მუშამოსამსახურეებთან და ავადმყოფებთან შეხვედრის დღეს - დამსწრეები იღებენ რა მხედველობაში რომ:
1. გალაკტიონ ტაბიძეს უდიდესი დამსახურება მიუძღვის მეოცე საუკუნის  ქართული მწერლობის განვითარებაში,
2. რომ თითქმის ოცდახუთი წელია‚ რაც სახალხო პოეტი სანაპირო ქუჩის ახლოს ცხოვრობს,
3. რომ ამ რაიონში დაიბეჭდა და გამოიცა შვიდი ტომი საქართველოს სახალხო პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის ნაწერებისა,
ვშუამდგომლობთ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე - რათა მეორე (მარცხენა) სანაპირო ქუჩას მიეკუთვნოს საქართველოს სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის სახელი და ეწოდოს „გალაკტიონის სანაპირო“.
1955, 22 ოქტომბერი