შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-349 - 1955 წელი


И -110.
Москва. И-110. Трифоновская улица 561. Квартира 21. Поступальскому Игорю.
[Следуя Вашему совету] С новым годом.
[Вчера] По авио мною послано [просьба] письмо Корневу. [Вашего совета] [просьбою] Благодарю за дружеский совет.

*
С новым годом. [Благодарю] Спасибо за дружеский совет и внимание. [По авио линии] сегодня же по авио присылаю письмо Корнееву. [Был бы рад] [от души одобряю] Привет Рябининой, [Редактирование моей книги поручить Вам. Да здравствует] тысяча, от души рад ее предложениям. [Надеюсь] Вся моя надежда на Вас.

[Думаю] [Надеюсь, что] [Прошу сообщить] Одновременное издание [двух томов] двумя издательствами [Народного поэта Грузии двух т.] книг Народного поэта [Грузии] вполне целесообразно.
[Вся надежда на Вас].
Пока что, здоровье не позволяет непосредственно принять участие в работе. Вся надежда на Вас.

*
P. S. м. б., и копию главн. ред. Сов. пис. Н. В. Лесачевскому?
Тогда нажимайте (нажмите?) наверху (?)..
(რას ნიშნავს ეს სიტყვები?).

„Сегодня, 30. XII, у меня был разговор в Гослитиздате с А. И. Рябининой - редактирование Вашей книги она поручает мне. Причем оказывается, что книгу можно будет подготовить к весне. О своих соображениях напишу Вам отдельно.
А что касается „Сов. Пис.“, то моя тревога остается в силе...

*
7 იანვარი.
ლიტფონდისთვის:
1. დოკუმენტები მიხაილოვის საავადმყოფოდან. 2. დოკუმენტები ექიმისაგან. 3. დოკუმენტები სახელგამისაგან.

რა გამოვა ჩემი წერილის გაგზავნით?
1. კორნევი მოელეპარაკება ლესიუჩევსკის.
2. ორივენი უხერხულ მდგომარეობაში იგრძნობენ თავს ანანიაშვილის წინაშე.
3. ანანიაშვილი გამოაცხადებს პროტესტს, რომ თავს ანებებს რედაქტორობას.
4. კორნევი, ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი, განაცხადებს, რომ სულ არ გამოსცემს წიგნს! მით უმეტეს, რომ „გოსლიტიზდატი“ სცემს.
5. წიგნის გამოცემა შეჩერდება „საბჭოთა მწერალში“. გოსლიტიზდატში კი...
6. წიგნი მზად არ ექნებათ, ყოველ შემთხვევაში, მე არა ვიცი რა.
7. გოსლიტიზდატის წიგნს დააგვიანდება („Сов. Пис.“ წიგნს კი შეიძლება არ დააგვიანდეს).

დასკვნა:
ორი კურდღლის მდევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერს. დავკმაყოფილდეთ ერთი კურდღლით, „საბჭოთა მწერალით“. შიში იმისი, რომ მისი გამოცემული წიგნი არ ივარგებს, არ შეიძლება: ხვალინდელი დღის შიშით, დღევანდელი დღე ვის უარუყვია.
დეე, განაგრძოს მუშაობა ანანიაშვილმა.
P. S. მაგრამ თუ პროვოკაციაა?

მღეროდა შალიაპინი
როგორც მომღერალს, შალიაპინს ჰქონდა იშვიათი, განსაკუთრებული ნიჭი. მისი მსმენელები დარბაზებიდან მიდოდნენ უგულწრფელესი აღტაცების გარემოცვით.
და შემდეგ მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ ავიწყდებოდათ ის, არც ის გარემოცვა.
ხმა შალიაპინისა შეიცავდა სივრცეს, რომელიც არასდროს არ აძლევდა მას ნებას, დამშვიდებულიყო მოვლენათა უბრალოდ ათვისებაზე, ასახვაზე. ყოველი ცალკეული მოვლენა ამა თუ იმ ტონისა მის ხმაში წარმოადგენდა განწყობილებას რთულ გაერთიანებაში, ახლობელისა თუ შორეულის.
და ხდებოდა რაღაც საერთო და დიდი. ის აახლოვებდა მოტივებს როგორც საგნებს, ერთის შეხედვით სრულიად სხვადასხვაგვარს და ხშირად მშრალსა და კერძო სფეროში ჰპოულობდა სათავეებს დიდი საერთო მნიშვნელობის აზრებისათვის.
როლი, რომელსაც ის აკუთვნებდა ფსიქოლოგიურ თვისებათა მითითებებზე, იყო უმაღლესი ღირსება მისი სიმღერისა.
დიდი დაკვირვება და უშუალოდ ცნობა ადამიანის ბუნებისა მისი გატაცებებით და ვნებებით, ადამიანის ძლიერი და უძლური (სუსტი) მხარეების აღმოაჩენდნენ - მდიდარ წყაროს ისტორიულ მოვლენათა დასახასიათებლად.
ისტორიულ მოთხრობაშიც, რომელშიაც, ვთქვათ, ასახულია ამა თუ იმ მოვლენის თანდათანობითი ზრდა - მსმენელი იძენდა არა მოვლენათა უბრალო ჩამოთვლით, ცოტად თუ ბევრად ხელოვნურად ქმნილით, არამედ ის გადასული იყო, ის ესწრებოდა მთელ პროცესს, მოქალაქის თანდათანობითი განვითარებისა და შემოქმედების პროცესს!!!
მთელ მის ისტორიულ მდგომარეობებში, გარდაქმნებში, გადატეხებში და დაჯახებებში.
ამ სიმღერის თავგადასავალში მჟღავნდება ადამიანი, მისი შემქმნელი, მისი შემომქმედი.
სრულქმნა მოვლენების თვითეული პერიოდისა ერთიანდება მაშინდელი საზოგადოებრივი წყობის ტიპიურ ხაზებში. თავისებურებანი უკანასკნელისა, თავისი მხრით მჟღავნდება პიროვნების ხასიათში, იმ პიროვნების, რომელიც მოქმედებს აღნიშნულ პერიოდში.
არაჩვეულებრივი პლასტიურობა მისი ხმისა ხდიდენ შალიაპინს თანაბრად გასაგებად, როგორც ღრმად განათლებულ, ისე სრულიად უბრალო მსმენელებისათვის.
აზრის სიღრმისა და მის პლასტიურ გადმოცემის ბედნიერ შეთავსებაში უნდა ვეძებოთ სათავე მისი ხმის სიძლიერისა.
საზოგადოების გონებრივი, ზნეობრივი და პოლიტიკური მდგომარეობა, გამოსახული ინდივიდუალურ მდგომარეობებში, ხანდახან დრამის ენითაა მოცემული, ხან კიდევ...
გაბედული და ბრწყინვალე ანალოგია, მოძებნილი ამა თუ იმ [მხარის] საგნის ადამიანურ თვისებათა აღსანიშნავად.
მახვილი და არანაკლებ ბრწყინვალე დაპირისპირება [მოპოებული] მონახული ეროვნული თუ მისი დროებითი [მისი] თავისებურებათა აღსანიშნავად.
საბოლოოდ ყველაფრის შეთავსება საერთო საწყისებთან.
საწყისებთან, რომელნიც ვლინდებიან გარკვევით, მწყობრად არიან დაყოფილნი და დალაგებულნი. აი, მთელი ძალა ხმისა.
ის იყო მომღერალი - არტისტი.
ბეჭედი მხატვრული შემოქმედებისა ესვა მის სიმღერებს.
და იგი მღეროდა ისეთი სისავსითა და ისე ნათლად.
მისი სიმღერები წიგნებად დაბეჭდილნი არ არიან.
[ვერც] არც ერთი ფირფიტა არ არის, რომელიც სრული სისწორით გადმოგვცემს მისი ხმის პლასტიურობას.

*
[მას მომღერალს გენიალურს, განსაკუთრებული ნიჭით.]
[მსმენელები დარბაზიდან მიდიოდნენ თითქოს ლოცვით]
ის მღეროდა და დარბაზი მას უსმენდა არა ლოცვით,
[მიდიოდნენ უგულწრფელეს] მას უსმენდა გამოუთქმელ აღტაცების გარემოცვით.

შემდეგ მთელი სიცოცხლის გზით, ვითარდება - რაც იწყება.
იმ ხმის ამ ცხოვრების გზაზე არ მომხდარა დავიწყება.

ის ხმა შეიცავდა სივრცის უსრულობას და დიდებას,
რაიც ქვეყანაზე ვერსად ვერ იპოვის დამშვიდებას.

არის მოვლენათა რამეთ სულ უბრალოდ ათვისება,
მაგრამ [გაერთიანების] ფარულ მთლიანობის სხვაა სული და თვისება.

ხდება გაერთიანება [ახლობელის შორეულის] უცხოდ გრძნობა მორეულის
რაღაც საერთო და დიდი ხმის ახლობელ-შორეულის.

აახლოვებს [როგორც] რაღაც საგნებს მშრალს და კერძოს სხვადასხვაგვარს,
ერთის ხედვით, საგნებს რომელთ ვერ უპოვებს ვერვინ საზღვარს!

*
ის მღეროდა. [და მღეროდა] მას დარბაზი
მოუსმენდა არა ლოცვით,
[მას უსმენდა] [დიდ] არამედ სხვა, გამოუთქმელ
აღტაცების გარემოცვით.

მოგონება
მე ვუსმენდი [შალიაპინს] დიდ მომღერალს.
ვითარდება, რაც იწყება.
იმ ხმის ამ ცხოვრების გზაზე
არ მომხდარა დავიწყება.

ის ხმა შეიცავდა სივრცის
უსრულობას და დიდებას,
რაიც ქვეყანაზე ვერსად
ვერ იპოვის დამშვიდებას.

არის უბრალოთა რამეთ
სულ უბრალოდ ათვისება.
მაგრამ გაერთიანების
სხვაა სული და თვისება.

ხდება [გაერთიანება] ერთად შეთავსება
უცხოდ გრძნობა-მორეულის,
რაღაც საერთო და დიდი
ხმის ახლობელ-შორეულის.

აახლოვებს რაღაც საგნებს
მშრალს და კერძოს, სხვადასხვაგვარს,
ერთის ხედვით საგნებს, რომელთ
ვერ უპოვის ვერვინ საზღვარს!
გ. ტაბიძე
1956, იანვარი

*
8 დეკემბერს ღამით დაეწყო კაკინას გრიპი ძლიერი ცხვირში მოჭერით.
9 დეკ. დილ. - 37,30. 37,3. 37,4.
მასთან სულიერი განწყობილება კარგი, საღი, მხიარული.
10 დეკ. დილ. - 37,70, 380, 38,60.
დღით და ღამით პირის ღება. არ ადგება არაფერი გულზე - თხოულობდა წყალს და უკანვე ამოიღებდა.
11 - 37,30, 37,5.

*
1. ანანიაშვილის წერილზე (ავიოთი) ასეთი დატები აქვს - ფოსტის ბეჭედზე:
ა. Москва 19. 12. 55 (19 дек. 1955 г.). ბ. Тбилиси 21. 12. 55 (21 дек. 1955 г.).
ე. ი. გამოგზავნილია 19 დეკემბერს - მოსკოვიდან. მიღებულია 21 დეკემბერს - ტფილისში.
2. ჩემი საპასუხო წერილის (ავიოთივე) კვიტანციის ბეჭედზე ასეთი თარიღია: 23. 12. 55. თბილისი. ე. ი. მიპასუხნია 23 დეკემბერს,  1955 წ. ის მიიღებდა - 25 დეკემბერს.
3. დღეს 6 იანვარია 1956 წლისა. თორმეტი დღე გავიდა და ანანიაშვილისგან პასუხი არაა (მე ვთხოვდი პასუხს სასწრაფოდ).
4. И ежели Вами еще никому не поручено редактирование моей книги - то...
И ежели Вами редактирование моей книги еще никому не поручено - то...
И ежели Вами редактирование моей книги еще никому не поручено.
И ежели Вами редактирование моей книги еще никому не поручено.

*
ტელეფონით გრიშაშვილთან:
- „Советский писатель“-მა გამოსცა თუ არა თქვენი წიგნი?
- არა, არ გამოუცია.
- მაშ ვინ გამოსცა?
- გოსლიტიზდატმა.
- ვინ იყო რედაქტორად?
- ის, ვინც შენს წიგნს რედაქტორობდა.
- პოსტუპალსკი?
- ჰმ!!! პოსტუპალსკი.
რაშია აქ საქმე?

*
მიველ სახალხო პოეტის
მისასალმებლად ოჯახში,
დამხვდნენ ნუნუშკა, კაკინა
სულ შეკრებულან ოთახში -

მივესალმები ამ ოჯახს,
ტოლი არა ყავს კავშირში,
[თუ] სანამ ცოცხალ ვარ ფიცსა ვდებ:
მოვკვდები თქვენთან კავშირში.

*
1. 12 октябр. по 23 окт. (მიხაილოვის საავადმყოფოში).
2. 24 декаб. по 8 декабр. (ლეჩკომისიაში).
3. 22 დეკემბრიდან. 36.
4. 1 იანვრიდან 7 იანვრამდე (სახლში).

*
1956. 7 იანვარი.
კარაქი - 60. კარტოფ. - 60. ხახვი - 10. ერბო - 60. ზეთი - 12. ჭადის ქფ. - 25. მაკარონი - 15. ბრინჯი - 25. ვერმიშელი - 5. 272.

აბანო ორბელიანების. გასეირნება.
მანდარინი, ლიმონი, მწვანე ხახვი, морковный сок, ლიმონათი - ლაღიძე, ბორჯომი.

*
1
1. თეთრი ხიდი. 2. ორი ბავში ხიდზე. 3. შიმშილი. 4. დუქანი თეთრ ხიდთან. 5. შევიდეთ? 6. შევედით. 7. მობრძანდით! 8. მედუქნე სოფელში. 9. ცარიელი დუქ. 10. მოგვეცით 1/2.  ბ. 11. თითქო დიდები ვართ. 12. ის მედუქნეც რომ. 13. აბა, დავლიოთ. 14. დასაყოლებელი? 15. დაწერეთ ჩემზე. 16. გამოვედით კარგად. 17. ავყევით ხორხს. 18. იქ ვიგრძენი... 19. პირველად თრობა! 20. როგორ მივედით? 21. არ მახსოვს. 22. ათ-ათი წლისანი. 23. ყოველთვის მახსოვს. 24. გავივლი თუ არა იქ. 25. ეს იყო 1902-3 წ. 26. მას შემდეგ 53 წელია. 27. მაინც რომ მახსოვს.

2
1. Семеновский поселек. 2. ორი ახალგაზრდა. 3. ჩაგვაცივდა ვიღაც. 4. ულვაშებიანი სემინარიელი. 5. ამოიტანა... 6. რა უნდაო? 7. ჩვენზე უფროსი იყო. 8. გვერდით ისმოდა. 9. „За здоровья“... 10. ხრამები. 11. ქალები სარწყულით. 12. მთვრალები. 13. ვიღაც ჩინოვნიკი. 14. წყაროსთან. 15. მე ვწერ.... 16. რას? როგორ? 17. მე ვტოვებ ოთახს. 18. მიმაქვს რედ. 19. რედაქტორი. 20. კარგია. 21. წერილი დიდ 22. მსახიობზე. 23. აა!!!! 24. ვბრუნდები გვიან. 25. სძინავთ. 26. ხვრინავენ. 27. მერე? ესაა?

*
გიგზავნით უკანასკნელ წლებში დაწერილ [შვიდ] ლექსებს. დიდათ გასახარელი იქნება, თუ გამომცემლობა მხედველობაში მიიღებს ქართულ ენაზე გამოცემულ ჩემს შვიდ ტომს და ამით მკითხველებს შესაძლებლობას მისცემს,  გაეცნოს საქართველოს სახალხო პოეტს ისე, როგორც ეს საჭიროა. ჩაუმატეთ მასალები სხვა გამოცემებიდანაც, შეავსეთ წიგნი, მიეცით შესაფერისი [ფორმა] სახე.
აბა, ჰე! თქვენ იცით, როგორ იმუშავებთ.
გთხოვთ, მაცნობოთ.
თქვენი გალაკტიონ ტაბიძე

*
ძვირფასო ელიზბარ!
თქვენ მიერ გამოგზავნილი წერილი მივიღე. დიდად სასიამოვნოა, რომ "საბჭოთა მწერალი" იწყებს მუშაობას ჩემი კრებულის გამოცემისათვის. უფრო გასახარელი იქნება, თუ გ-ბა მხედველობაში მიიღებს იმ დიდ შვიდ ტ.-ს, რომელიც ქართულ ენაზე გამოვიდა.
ამით მკითხველებს შესაძლებლობა მიეცემა გაეცნონ საქართველოს სახალხო მწერალს შედარებით.
უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მძიმე ავადმყოფობის გამო, ბევრი არა დამიბეჭდია-რა, მაგრამ რაც დაიწერა, ვეცდები მოკლე ხანში შევაგროვო და გადმოგიგზავნო.
ჩემის აზრით, ძლიერ კარგი იქნება, თუ კრებულს შვიდ ნაწილად დაყოფთ, რა თქმა უნდა, თუ ის მოსახერხებელი და შესაძლებელი იქნება.

*
1. ლექსები 1908 წლიდან 1914-მდე.
2. 1914-დან - 1917 წლამდე.
3. 1917 წ. ცალკე განყოფილებად.
4. განსაკუთრებული თავი ანტიფაშისტური (მესამე ტომი).
5. სამამულო ომის პერიოდი.
6. პერიოდი სამამულო ომის შემდეგ.
7. მშვიდობაზე.
[8. რაც შეეხება].
ამით მე მსურს [გამოხატულ] ნაჩვენები იქნეს კრებულში ჩემი შვიდი ტომი.
ძლიერ კარგი იქნება, თუ ეს განყოფილებები ერთმანეთთან კავშირში იქნება, რითაც წიგნს მთლიანი სახე მიეცემა.
მასთან საინტერესოა [გავიგო, რამდენი სტრიქონის შემცველი იქნება] ვიცოდე, რა ფორმატის და სტრიქონის შემცველი იქნება წიგნი.
თუ, მართლაც, თქვენ წიგნს იანვრის დამლევამდე ჩააბარებთ, ეს დიდად სასიხარულოა.
ახალი თარგმანების გაკეთება ბევრ დროს არ წარგვართმევს.

*
სახლში ვართ ყველანი!
10 აკადემიკოსი.
1. ვის უნახავს შავი წიგნი,
წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით,
დაწერილი სასოებით.
2. გათენდა (1913-1918).
3. გემი „დალანდი“, შენ და ლენინი (1918-23).
4. „ეპოქა“, ჩვენ  პოეტები საქართველოსი (1923-1928).
5. 1928-1938. რევ., ვაშა ამ ახალ საქართველოს.
6. 1933-1938.
7. 1938-1943. ჩვენ გავიმარჯვ., სიცოცხლეო მამულო, შვილთა შენთა ხმამაღ.
8. ჩვენ გავიმარჯვეთ. 1943-1948.
9. 1948-1953. გავკაფოთ გზა მშვიდობისა, გზაზე მშვიდობით ვიაროთ!
10. 1953-1956. იდიდე, სამშობლოვ, იდიდე.

*
რედაქციებში თითქო განგებ შერჩეული კრეტინები სხედან!
აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია.
XX საუკუნის პოეზიის ფუძემდებელი.
Основоположник поэзии века.
XX века поэзии основоположник.
სახალხო პოეტის 10 ხუთწლედი.

თანამედროვე მწერლობა პატიოსნად არ შუქდება არც მნათობში, არც სალიტ.  გაზეთში.
არის არეულობა!
არის ცინიზმამდე მისული.

*
ნ. მუსხელიშვილი... ჯანელიძე...
„ჩემი სალიტერატურო საღამოების ისტორია“.
1. პლაკატი შვიდტომეულის. პორტრეტით.
2. პორტრ. ღია ბარათის სახით.

„Пугов
Плугов
Вовсе
Нет“.

*
სიმაღლე. არა გაიაფება.
1. მოსკოვის წიგნი.
2. VII ტ. საღამო. ოპერაში.
3. ანალოგიური რუსული საღამო.
4. შესაფერისი გამოფენა.
მიძღვნები VII ტომეულისადმი.

აბაშიძე ურჩევდა ახალგაზრდობას, ნუ მიდიხართ გალაკტიონის გზით.

პოემების გარჩევა. ზღვის მოტივები. ქართული ორნამენტი. სვანეთი. გავლენები.

*
მიეშურება მცხეთისაკენ გზა გმირთა-გმირი.
მათ მოსძახიან აღტაცებით ტყეები ხშირი
და [უკვდავებათ] სიდიადედ აღმართული სვეტიცხოველი.

მაღლიდან მტკვართან შეგებებას დაჰყურებს მწირი.
იმარჯვებს ძმობა, [მეგობრობა,] სიყვარული, მზე, [და] ერთი პირი
და მეგობრობ[ის]ა [გზა] [მარადის] განუყრელი, განუყოფელი.

ხშირი. განმეთოველი. ძირი. მწირი. სვეტიცხოველი.

არაგვი, არ-აგვი. არა ჰგვი. გადანარაგვი. მარაგი.

*
[გადმოსცდება] მიანგრია რა მთა კლდეებით გადანარაგვი
„გამიშვით“................................................................... დაიძახა და
ერთმანეთს შეხვდა აღტაცებით ორი არაგვი.

[ო, ბუნებაო, რატომ კედლებს არ აჰგვი,
იძახის ერთი არაგვი [სხმა. გზებს გადახა] და მოჰქრის ლაღადა]
[„გამიშვით“, ერთმა ხმამ მეორემ დაიძახა და]
[ერთმანეთს ორი აღტაცებით შეხვდა არაგვი.]
ეხლა მეორემ „გამიშვითო“ დაიძახა და...

ზეცავ, ამ კედლებს ხელის შემშლელთ რატომ არ აგვი.

მიანგრია რა მთა კლდეებით გადანარაგვი,
ერთი [არაგვი] ოცნება მეორესკენ მიჰქრის ლაღადა,
[მეორემ მისი მოჰქანება დაინახა და]
მეორეც [ერთი აღტაცებით] მისკენ მიეშურა, დაიძახა და
[ასე ერთმანეთს მოეხვია] [გადაეხვია ერთი მეორეს]
ერთი მეორეს გადეხვია ორი არაგვი.

ნაშთებს მშვენიერ წარსულისას, დროვ, ვეღარა ჰგვი,
ძველი ძეგლები უკვდავებამ ძეგლად გახადა,
ჟამთა სიავემ მათ გვირგვინი ვერ გადახადა,
მათ ვეღარა თვლის გარეშემო ორი არაგვი.

*
[ცხრაას ჩვიდმეტი]
ხომ ცხრაას ჩვიდმეტს, [მის ოქტომბერს] დაუვიწყარს,
დროვ, ვეღარ აგვი,
[მისი დროშები] ის ოქტომბერი - უკვდავებამ
დროშად გახადა.
და ოცდაერთმაც საქართველო
ახლად დახატა,
[მიექანება ერთ კალთაში]
გაერთიანდა ერთი მიზნით
ორი არაგვი.
მათ მიაქანებს მშვიდობისკენ
გზა გმირთა გმირის,
მათ მისძახიან აღტაცება
ტყეების ხშირის
და სიდიადით აღმართული
ქალაქ-სოფელი.

მიანგრია-რა.
6789 - 4200 = 2,589.

*
მიანგრია-რა მთა კლდეებით
გადანარაგვი,
ერთი არაგვი მეორესკენ
მიჰქრის ლაღადა.
მეორეც მისკენ გაეშურა,
დაინახა და
ასე ერთმანეთს მოეხვია
ორი არაგვი.

ძეგლებს მშვენიერ წარსულისას,
დროვ, ვეღარ აგვი.
მათი ნაშთები უკვდავებამ
დროშად გახადა,
ჟამთა სიავემ მათ გვირგვინი
ვერ გადახადა,
მიექანება მათ კალთებში
ორი არაგვი.

მათ მისძახიან აღტაცება
ტყეების ხშირის,
მათ მიაქანებს მცხეთისაკენ
გზა გმირთა-გმირის,
და სიდიადეთ აღმართული
სვეტიცხოველი.

მაღლიდან მტკვართან შეერთებას
დაჰყურებს მწირი:
იმარჯვებს ძმობა, სიყვარული,
მზე, ერთი პირი
და მეგობრობა განუყრელი,
განუყოფელი!
1955, 9 იანვარი