შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-347 - 1955 წელი


გალაკტიონ ტაბიძე. ბედნიერი წიგნაკი. 1955. სექტემბერი.
1. ჭილაია - 93-49. მოდის. 2. დოლიძე - 45-87. 3. ლევიტ. - 06-46. მოდის. 4. თამ. ანდღულაძე - 84-20.
კულტურის სამინისტროს სალექციო ბიუროს თავმჯდომარე - 55-22.
ლავროსს მასალები.
3-06-46. Левит. [39-22] ადგილკომი. ვართანოვი.
21 სეკტ. 1955.
3-18-28.

*
19 სექტემბერი. 1955 წ.
საქართველოს სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის
შეხვედრა სახელგამის თანამშრომლებთან
29 სექტემბერს
ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის კლუბში
[გამოფენა 27 სექტემ.]
მოხსენება - გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაზე - სერგი ჭილაია

[აქ ხელის მოწერაზე მ-მა უარი განაცხადა. მწერალთა კავშირი].

ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის დირექტორი - გრიგოლია, თანაშემწე - დოლიძე.
საქ. მთავარ-პოლიგრაფ. გამომცემლობის სამმართველო.
გრიშა ხურცილავა (პარტკომი).
სუსანა ხელაძე (ადგილკომი) ეკონომისტი ქალი.
VIII ტომის შესახებ.

*
ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის კლუბი
ხუთშაბათს, 29 სექტემბერს
სახელგამის თანამშრომლების შეხვედრა
საქართველოს სახალხო პოეტთან გალაკტიონ ტაბიძესთან
I. შესავალი სიტყვა
II. მოხსენება. მომხსენებელი სერგი ჭილაია
III. სიტყვებით გამოვლენ - სახელგამის თანამშრომლები
და ქართველი მწერლები
დასწყისი დღის 6 საათზე. შესვლა თავისუფალია

*
ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის კლუბში
ხუთშაბათს, 29 სექტემბერს
ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის ასოთამწყობთა შეკრება
საქართველოს სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის შეხვედრა
1. შესავალი სიტყვა - [ბეჭდვითი სიტყვის] კომბინატის
დირექტორი ვალერიან დოლიძე
2. მოხსენება - საქ. მწერალთა კავშირის მდივნის ს. ჭილაიასი
„გალაკტიონის შემოქმედება“
3. სიტყვებით გამოვლენ - ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის
თანმშრომლები და მწერლები
დასაწყისი 6 საათზე. შესვლა მოსაწვევი ბარათებით

*
20 სექტემბერი. 1955 წ.
I. თავი მოეყრება ყველაფერს, რაც კი შექმნილა სახალხო პოეტის თემაზე: სკულპტურა, ფერწერა, გრაფიკა. მასალები დაგროვდება გალერეაში.
II. ხელნაწერების გამოფენა სტენდებით.
III. ტექნიკური გაფორმება!
IV. გამოცემანი: ვერტიკალური სტენდები.
V. ქართველი მწერლები გალაკტიონის შემოქმედების შესახებ.
VI. რუსეთი და უცხოეთი გ. ტაბიძის შესახებ.
VII. აფიშები (მხატვრული).
VIII. მოსაწვევი ბარათები.
IX. შთაბეჭდილების წიგნი (ოქროს ასოები).
X. რადიოფიცირება დარბაზისა.
XI. შეხვედრა შემოქმედებით მხატვრებთან.
XII. ორგანიზატორი (სანქცია, ცეკა).
ოფიციალურად მწერალთა კავშირმა უნდა იშუამდგომლოს ცეკასთან და სამინისტროსთან. მხატვართა კავშირმა აგრეთვე.
გთხოვთ, დაგვრთოთ ნება მწერალთა კავშირი...
ცალკე სტენდი „გალაკტიონი ოქტომბერში“.
ფილარმონიიდან ქართული ჯგუფი.
ჯიჯიეიშვილი შოთა - სახელგამის ადგილკომი თანახმაა. 27. უცდის პატარაიას (მალენკოვს). 27 - სამშაბათია.
დღესასწაულის დღეს ნოემბრის პირველ დღეებში გაიხსნას გამოფენა.
პორტრეტი გაკეთდება მამასი.
ასე შევთანმხმდი: გალაკტიონ ტაბიძე, მიხეილ თოფურია.
1955, 20 სექტ.

*
1. დაგებულია თუ არა იატაკი. Сделан ли пол?
2. გაკეთებულია თუ არა კიბე? Лестница сделана-ли?
3. შელესილია თუ არა? Оштукатурена-ли?
4. უნდა ყოფილიყო 15 ამ თვისა. რამ შეუშალა ხელი? (К).
5. კარი. ფანჯრები (окна, двери).
როგორ არის საქმე, როგორი მისამართით?

*
პრეზიდიუმი
ჰაერს აყროლებს,
ნეტა სიოს ვინ
გამოაქროლებს?
და გამგეობა
დაინტაჯა-რა,
ჰყვირის, გააღე
ჩქარა ფანჯარა.

*
Афхазск. отдел. Грузкомбанка - расчетный 29014.
Трест №6. Министерство Горс... сельскостроительства. Груз. ССР.

*
21 სექტემბერი. ოთხშაბათი.
დღე დიდებულად იწყება.
აფიშის და მოსაწვევი ბარათების ტექსტი გადავეცი დოლიძეს. შევთანხმდით. კიბეზე შემხვდა პარტკომის მდივანი, ვუცდით მთავლიტს. ზეგ ან მაზეგ აფიშა გაიკვრება - თუ რაიმე მოულოდნელმა ამბავმა ხელი არ შეგვიშალა.
მაგალითად: მთავლიტი (ქალი) ზის სწორედ იმ ოთახში, რომელიც დაკავებული აქვს სახელგამის პარტკომს, პატარაიას, რომელმაც უარი სთქვა საღამოს მოწყობაზე სახელგამში, დირექტორის (მერკვილაძის) ჩამოსვლამდე.
ის დაეჭვდება ეხლა ჩემს დაჟინებაზე და ჩაერევა ჩვენს საქმეში, მაგრამ მართავს საღამოს არა ის, არამედ პოლიგრაფტრესტი..
ო, რა გადამწყვეტი წამია.
მაგრამ...
შიშიანობა უსაფუძვლო გამოდგა.
პატარაიას, მგონი, გაუხარდა კიდეც ეს ამბავი. მე, შემდეგში მოვაწყობო, მაგრამ ისე, როგორც სახალხო პოეტს შეფერისო.
მთავლიტმა კი (ქალი კი არა სხვა ვიღაც იყო, ჩემთვის უცნობი) ხელი მოაწერა დასაბეჭდ ამბებს.
დოლიძემ ჩაიბარა დასაბეჭდი ტექსტი...
ზეგ აწყობილი გვექნებაო. ალბად, მაზეგ დაიბეჭდება.
მწერალთა კავშირში 26 სექტემბერს ცახელის საღამოა. 84-20. შესაძლებელია ამ დღეს უკვე მზად [იქნას] იყოს ჩვენი მოსაწვევი ბარათებიც.
მანამდე გამოგვიყონ უნდა ერთი ოთახი პოლიგრაფტრესტში მასალების დასალაგებლად.
ისეთ გამოფენას მოვაწყობთ, რომა... ისეთს, რომა...
ჯერ აფიშა ვნახოთ დაბეჭდილი.

*
[მაგრამ] აქ VIII ტომის [იწყება მბავი] შესახებ.
1. საერთოდ მთავრობის დადგენილება.
2. 7 ტომი.
3. VIII და IX ტომები. 1958 წ.?
4. მე მინდა გამოვცე 1956 წელს. ეს შესაძლებელია. რაღა მაშინ ორი ტომი ერთად. ერთი ეხლა გამოვსცეთო.
5. წარმოვადგენ წიგნს, მზადა მაქვს წიგნი (მხოლოდ გეგმაში უნდა ვიქნე). მომავალი წლის, ორმოცდათექვსმეტი წლის გეგმაშია.
განცხადება მივეცი სახელგამს. იქ ეხლა დირექტორობს დათიკო დუმბაძე. ისიც მაგარია, ალბად.
დაახლოებით ასეთი ხასიათის განცხადება მივეცი დღეს კულტურის მინისტრს - მან მიპასუხა: ნოემბერში მოხდება განხილვა 1956 წლის გეგმისა და მაშინ შეგიტანო. ძალიან კარგი მეთქი (ეხლა რომ შეიტანონ და წიგნი მომთხოვონ? წიგნი მზად არა მაქვს), უცებ კიდევ ხიფათი.
პარტბიუროს და რეპორტიორების კრება უნდა შემდგარიყო დღეს მწერალთა კავშირში.
მაგრამ ეს კრება (მე სპეციალურად ჩამოვედი წყნეთიდან) გადაიდო, როგორც განცხადებაში სწერია: „ორშაბათისთვის, 29 სექტემბრისათვის“.
რას ნიშნავს ეს?
რაღა მაინც და მაინც 29 სექტემბერი აირჩიეს, როდესაც მე სახელგამში მაქვს შეხვედრა ასოთამწყობებთან?
რატომ უშვებენ ასეთ შეცდომას: „ორშაბათს, 29 სექტემბერს“? 29 სექტემბერი ხუთშაბათია და არა ოთხშაბათი!
იქნებ ჭილაიას ამბავია? მან ხომ იცის, ხომ უნდა გამოვიდეს ჩემს საღამოზე?
აშკარაა, აქ რაღაც ინტრიგაა! იძულებული ვარ გადავწიო ჩემი საღამო 1 ოკტომბრისათვის. ეს დღე იქნება შაბათი. სამაგიეროდ უკეთესად მოემზადებიან. დაწვრილებით ეს ამბავი უნდა გამოვარკვიო (მაინტერესებს): ორშაბათს თუ არის კრება - ეს იქნება 26 სექტემბერი ან 3 ოქტომბერი. მაგრამ თუ 29 სექტემბერია, ეს იქნება ხუთშაბათი.
თეიმურაზ ჯანგულაშვილის ხელითაა დაწერილი განცხადება. მაშასადამე, ზუსტად მისგანვე გავიგებთ, ვინაა ავტორი განცხადების (ჭილაია, აბაშიძე, ლეონიძე თუ კალაძე?).
სერგი ჭილაიასი თუა განცხადება, აშკარად ჩემთან შეხვედრის ჩაშლის სურვილია. კარლო კალაძისაგან, ირაკლი აბაშიძისაგან.
ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. დაურეკა თუ არა მათ პატარაიამ?

*
3-22-55 - Министерство Культуры (приемная).
მიღება: ორშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი. 2-5-11.
VIII ტომის შესახებ.
23. IX. პარასკევი. კრიტიკოსების ბიურო. ბესო - 3 საათზე.

*
[გემიდან ჩვენს სახლს
ვუყურებ მთაზე].
რაა უვრცესი [იმის თეთრ] ამნაირ
ფრთაზე?

*
ხუთშაბათი. 22 სექტემბერი.
გამოფენა: 1. კედლის გაზეთები, 2. წიგნები, 3. კედლის გაზეთები, 4. 10 პორტრეტი (ხუთში), 5. წარწერები: 1908-1914, 1914-1918, 1918-1923, 192...
როდის გადამირიცხავს სახელგამი? დღეს აფიშა და მხოლოდ აფიშა.
შაბათს, 1 ოკტომბერს:
ბუჰხალტერია. სახელგამის დირექტორი. დოლიძე. პარტკომი. მწერალთა კავშირი. თამარი, ჭილაია, თეიმურაზი, აბაშიძე.
ფანერები 10 ცალი. ფოტოები.
გამოფენისთვის შეძენილია 12 ცალი დიდი დიკტი (330 მ.).
ბუჰღალტერიაში ვ. დოლიძე.

*
შაორის ველი. ნიკორწმინდა.
რიონბასი. დონბასი არაფერია.
2.000 ამჟამად. დაზვერვიდან აღმოჩნდა.
ქვანახშირი. ტყიბული ყოფილა <ბუდე>.
შაორი! შაორი! შაორი მთლიანად ნახშირზე. სტანდარტი.
რაჭველები აღარსად მიდიან.

*
21 ოქტომბერს შეხვედრა მესტიაში.
ნიკოლოზ გუჯეჯიანი - რაიონული პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე.
რაჟდენ ჯაფარიძე (იყო ჩემთან) - კულტურის განყოფილების (რაიაღმასკომის) გამგე.
ტფილისიდან გავალთ 18. ზუგდიდში უნდა ვიქნე 12 დილით.
სასტუმრო "ოდიში". იქ დამხვდება მანქანაც. [ინგირში].
დეპეშა მესტიაში: არ შეგვიძლია.

3-61-59 - კანდელაკი ევგრაფი.

*
აკაკი წერეთლის ახალგაზრდობის დროინდელი ტრაგედია, პირადი ტრაგედია პოეტის, ისეთი ღრმა, რომ მან სამუდამოდ დაღი დააჩნია მთელ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას! რა იყო ასეთი? რა მოხდა ისეთი, რომ მთელი ცხოვრება პოეტისა, მთელი აკკორდი მისი დიადი პოზიის დაემორჩილა იმ ერთ უღრმეს მწუხარებას... საიდუმლოებითაა გაჟღენთილი ეს ამბავი. საიდუმლოებითაა მოცული შინაარსი ორი ლექსის - „საიდუმლო ბარათი“ და „დაკარგული საფლავი“.
„И никто не узнает,
где могила моя“.
„საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე - დაკარგულიყო“.

აი, ეს ამბავი მსურს გამოვარკვიო. მაგრამ...
„რას მიჰქვია პირადი მწუხარება“. ეს პირადი გადატანილია საზოგადოში..

*
ჩამოვედი აქ (სოხუმში) იქაც იქცეოდა ქვეყანა...

- ბ. ნიკო! - ეუბნება აკაკი შანიძე ნიკო ბერძენიშვილს, - თქვენ, მგონი, აგარაკს იშენებთ...
- რაო? აგარაკსო?
- რაო, რას ჰკითხულობთ.
- კი, ვიშენებ... კუკიაში..

- გაგიჟდნენ.. თოკით დასაბმელნი გახდნენ.
- იქ რა ჭირი მინდოდა.

*
Отделение Груз. Конторы Комбанка г. Сухуми. Расчетный счет №29014.
За строительные работы - дачи Табидзе.
4-56. - Гватуа.

30 სექტემბერს დღის 12 საათზე აკადემიის წევრთა საერთო კრებაა.
პატარაია ბარნაბა - სახელგამის პარტბიუროს...

*
1. დავიცვათ სიძველეთა ძეგლები ჩვენი ქვეყნის სიამაყე.
2. არ დავუშვათ მინაწერები.
დავიცვათ სიძველეთა ძეგლები, [როგორც] წარსულის ისტორიის შესწავლისთვის.

* * *
[სიძველეთა] ძველი ძეგლების დაცვა [ყველას] [უწმინდესი], ჩვენი წმინდა არის ვალი.
მას.................................................... ყოველს, რასაც ხედავს თვალი.
[ჩვენი დიდებული აწმყო, წარსული და მომავალი]
[ისტორიას ვსწავლობთ წარსულს, რათა შევქმნათ მომავალი].

ჩვენი დიდებული აწმყო,
ძველი ძეგლის დაცვა ჩვენი უწმინდესი არის ვალი,
ჩვენ იმიტომ ვსწავლობთ წარსულს, რათა შევქმნათ მომავალი.

დადგა დრო.

*
ერთად მივდივართ ქუთაისში:
1. გალაკტიონ ტაბიძე, 2. კარლო ჩიხლაძე, 3. ივანე რუხაძე - 7 ნოემბერს ქუთაისის სახელმწიფო თეატრის გახსნასთან დაკავშირებით.
ივანე შალვას ძე რუხაძე ვალდებულებას იღებს მოაწყოს სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის მიწვევა ქ. სამტრედიაში.

*
სიტყვა ეკუთვნის სოსო ტაბლიაშვილს.
სიტყვა ეკუთვნის ძველს, დამსახურებულს ჟურნალისტს - სოსო ტაბლიაშვილს.

საღამოს გახსნის პარტბიუროს მდივანი შიო ხელაძე. [მოხსენება].
ალექსანდრე შანიძე, ილო ხოშტარია, კალე ბობოხიძე.

კვირას 3 საათზე.

* * *
[მზიანი დღე დღევანდელი
გულზე მაწევს მსგავსად ლოდის,
რწმენა ჩაჰქრა, ვით კანდელი
და მოეღო ბოლო ლოდინს].

[ლოდინს, ესე იგი] იმედს, რაღაცნაირ იმედს,
გული დიდხანს ატარებდა,
რომ ჟამს, შვიდფრად მოციმციმეს
ბედი გამოადარებდა..

მაგრამ ეს დღე დღევანდელი
გულს დააწვა მსგავსად ლოდის,
რწმენაც ჩაჰქრა, ვით კანდელი
და მოეღო ბოლო ლოდინს!
გ. ტაბიძე, 1955, 19 სექტემბერი
ღამის ათის ნახევარზე ვუცდი ავტობუსს
წყნეთისკენ სას. სამ. ინსტიტუტთან

*
მეგის არ სურს დაძინება,
როგორც დედას ურჩევია,
[მას კი] თუმცა ერთი გაცინება
მთელ ქვეყანას ურჩევნია.

ერთად-ერთი იმედი დღეს არის...

*
ლიტგაზეთი გამოვა 30 სექტემბერს.
შაბათს, 1 ოქტომბერს.
საპონი, პური, ყურძენი, შაქარი, ხორცი.

*
მწერლები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ჩემს საღამოში:
1. აბაშიძე გრ., 2. ასათიანი მამია, 3. აროსია ილია, 4. აბულაძე სავლე, 5. ბარათაშვილი მარიკა, 6. ამისულაშვილი შ., 7. ბერულავა ხუტა, 8. ბობოხიძე კალე, 9. მაშაშვილი ალ., 10. გომიაშვილი ალ., 11. გაბესკირია ამირან, 12. გვეტაძე ვასო, 13. გორგაძე ვასო, 14. ვაკელი იონა, 15. თავაძე სოლომონ, 16. თევზაძე ანდრო, 17. ლისაშვილი იაკ., 18. მებუკე დავით, 19. მეგრელიძე ლიდია, 20. მიქელაძე მარიამ, 21. მრევლიშვილი მარიკა, 22. ნონეშვილი ი., 23. ქუჩუკაშვილი ქეთო, 24. შანიძე ალ., 25. შუბლაძე ვ., 26. ცეცხლაძე გ., 27. ხეჩუაშვილი გიგო.
84-20.

*
თბილისის მშრომელთა დეპუტატების ქალაქის საბჭოს აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება - გენერალ ლესელიძის ძეგლი სანაპიროს სკვერიდან გადაიტანოს ლესელიძის ქუჩის სკვერში. ქალაქის დაპროექტების კანტორას დაევალა შეიმუშაოს ლესელიძის ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობისა და შემოღობვის, აგრეთვე ძეგლის დადგმის გათვალისწინებით ახლო-მახლო შენობების რეკონსტრუქციის პროექტი.
„კომ.“, 30 სექტ., 1955, №232

კეკელიძე - 2. X, 2 საათზე.