შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-338 - 1955 წელი


ლომთათიძე.
Касса 3525. 86617.
ექვსი კილო ოთხმოც მილიმეტრიანი ლურსმანი. Шоссе. Фото-Хим-Трест. დიდი ქაღალდი. ლურსმანი. 1955 წ.
140 ცალი რეშოტკა იყო წინად. 160 - Сплошной. 25 მეტრი.

*
კვირა. 28 მაისი.
ოჰანა, ბიჭიკო, არტო, ზუბალა, რატი.
ვაჰ! ვაჰ!
რაც მე ამ მესერის გაკეთებაზე გადამხდა.
- შოფერმა ჩაქუჩი მოიმარჯვა და...

*
ლევან დავითის-ძე მამისაშვილი. ბინა - ფალიაშვილის შესახვევი 26. საფინანსო ინსტიტუტი. უნივერისტეტის ქ. №38. 97-45.

*
ჯერ არ მისცა მინისტრმა ის პუტიოვკა.
1. სამინიტროს ინსპეკტორთან - ან 1. დაურეკოს კალინინის რაიონის სოცუზრუნველყოფას. 2. ქაღალდი ხელმეორედ მინისტრთან ან...
ის ქალი საქმის კურსშია.

*
ვერაფელი.
დიდხან წავიდა მანქანა?
სიზონი.
რამდენი პურები მიაქვთ.
სად მიაქვთ მაგდენი პურები.
ისინი სონას ქმარია?
ალმად მოვიდოდა ავტობუსი.

თენგიზ ლითანიშვილი.

*
1900. 1911. 1912. 1913.
I. მოქმედება პირველი. II. მოქმედნი პირნი:

ღომის ღომი.
ერთს <ვაჭამე> - მარილი აკლია.

„არ აიტანება“
- არ აიტანება.
- გინდა ერთმა ავიტანო.
- არ აიტანება.
- ავიტან რაღა, - ამბობს არტო.

*
29 მაისი.
სასტუმრო „ტფილისი“-ს წინ ფეხსაცმლის მწმენდელს ვაწმენდინებ ფეხსაცმელს. ის ჯერ მიმხმარ ტალახს იღებს ფეხსაცმლიდან.
- რაიონული ტალახია, - ჩაილაპარაკა მან და ამომხედა მის სკამზე მჯდომარეს, - უსათუოდ რაიონული ტალახია.
- წყნეთიდანაა.

* * *
-  მამა ჩემის სახლი, მამა ჩემის სახლი, მამა ჩემის სახლი, - იმეორებს კაკინა ავტოში ვატოს სახლის ახლო.

*
1. ბოძები. 2. ლურსმანი.

- ძალიან დაძველდა ჩვენი კავშირ-გაბმულობა?
- ერთი რამე უნდა გიამბო!

- ყოჩაღად მაიქე!
- გაიქე.
- მორჩებიან ხელად.
- აი, ესე წავიდეთ.
- იმის კარებზე დავდგები.

*
1. გარაჟის მასალა: ნაწილი თვით გარაჟის ზედა კოჭებზე, ნაწილი სახლის ქვედა სართულში.
2. მოზიდული ქვის სხვა ადგილას გადატანა (გარაჟის ზედა მხარეზე).
3. დახერხილი აგურის სხვა ადგილას გადატანა.
4. დახერხილი მესერები. ზევით ატანა.
5. ქვედა სართულის მასალის გადარჩევა.
6. დაშლილი „რეშოტკის“ წესიერად ატანა.

ბიჭიკოს 1200.

1. დღეს უნდა დამთავრდეს ტყის საკითხი! 31 მაისს.
დღეს უნდა დამთავრდეს ელექტრომავთულის საკითხი.

*
- მამკალი და ნუ მალოდინებ დიდხანს. ჩიხოტკა მიჩნდება.
- ჭამე რა, ბიჭი!
(დაინახავს თუ არა საჭმელს, უსათუოდ მივარდება. უზრდელად ჭამს. ძლივას სუნთქავს. თან ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობს).
- ერთი პორცია მდგმურები მომივიდნენ გუშინ.
- მიდი-მოდი, აბა, მიდი-მოდი!
- ნამუსია საჭირო.

*
50 თავი.
თითეულ განაყოფში არა ნაკლებ ოცდაათი გვერდისა რომ იქნება, ეს უკვე იქნება 1.500 გვერდი.

*
- სუ თავის თავზე ფიქრობ და სხვაზე არა, - მითხრა შოფერმა, როდესაც მე ნება არ დავრთე, უდროო დროს თავის ნებაზე წაეყვანა ავტომობილი.

*
გამარჯობა. ეჯავრებათ. ეჯავრებათ. ეჯავრებათ. ეჯავრებათ. <შე... ებათ>.
საქმ.: რაჟდენ.

*
მკვდრების მისაღები ოთახი ვაკეში, ბაგებთან.
მკვდრების მისაღები ბაღი.

ზიჩი.

*
Рабочим _ 5 р. 5 р. 5 р. 200 _ 1000 р.
_ 1380 р.
Краски.
Белила _ на 1 квадр. метр. 300 гр. На 200 кв. метров _ 60 килограммов. На 300 кв. метр. _ 90 килограммов. Кило _ 10-12 р.
Олиф _ 8 р. килогр. 60 кило на 300 метр. квадрат.

*
სანაპიროს
აკეთებენ,
აკეთებენ,
აკეთებენ,
არ დაადგა,
არ დაადგა,
არ დაადგა,
საშველი.

ახ, ამ ყოყინა მთიულებს.
ვერის ხევი. საშველი.

*
მამისაშვილი ლევან დავითის ძე (ფალიაშვილის შესახვევი, 26).
(საფინანსო ინსტიტუტი. უნივერსიტეტის ქ. №38. ტელ. 97-45).

* * *
კაცი რომ
მოგეწყინება,
ვერიხეული
მზახალი,
ღვინო და პური
ძველი სჯობს
ტანისამოსი
ახალი.
ოჰანა
 1955, 15 მაისი

* * *
უზომო სიძნელედ აღიარებულია.
- სად მიხვალ?
- რა შენი საქმეა, კანტროლი ხომ არა ხარ.

- მზად ვიყო! გავვარდე ტყვიასავით.

- ორ საათზე იქ უნდა ვიყო, ისევ ფერხდება მანდ საქმე. დღეს არ მოთავდება.

"სად შენი და სად იმისი თვალები".

Гортанный голос
1. ი. გრიშაშვილი, 2. ი. ნონეშვილი, 3. გ. ხეჩუაშვილი, 4. [გ. ქუჩიშვილი].
აქ წყნეთის პრობლემაცაა.
მთელი ავლაბარის.
ოლია ქუთათელს „ყოყიას“ უწოდებდა - პრტყელი სახე რომ აქვს, იმიტომ. მაგრამ გამოთქმა „ყოყია“ - ხორხისმიერია მაინც და უახლოვდება.
ვარგა თუ არა სიტყვა „ხორხისმიერი“ - სიტყვის „Гортанный“-ს გამოსახატავად?

*
თბილისში ცოტა დარჩა ოჯახები, სუფთა ქართულით რომ ლაპარაკობდეს. რად არის ასე? რატომ? რატომ?

*
1. სიმი. თუ ჩანგს სიმი არ აქვს, სიმონ.
2. ღიმი. თუ პირს ღიმი არ აქვს, სიმონ.
3. გრიმი. თუ გრიმი გრიმს არ ჰგავს, სიმონ.
4. მღვიმე.
5. ზიმი.
6. ციმციმი. თუ ციმციმი გიყვარს, სიმონ.
7. წვიმა. თუ წვიმილი მოდის, სიმონ.
8. მძიმე. თუ სიმძიმე არ გაქვს, სიმონ.
9. ჭიმვა. გაიჭიმე, ჩემო სიმონ.
10. ცხიმი. თუ წყალს ცხიმი არ აქვს, სიმონ.
11. ქიმი. თუ მთას ქიმი არ აქვს, სიმონ.

*
თუ ჩანგს სიმი არ აქვს, სიმონ,
კეტი უნდა გაასიმონ,
მოგიქნიონ, კარგად გდრუზონ,
ცემით უნდა გაგასივონ.

Произведение №5.

*
28 მაისი.
- ამაზე მურტალი ქუჩები ჯერ არსად არ არის.
- არის, ძაან მაგრაა.
- ძაან მაგრაა.
- ამაზე მურტალი ქუჩები.
- "შენი გამამგონის ოჯახი დაიწვას".
- ვაა, როგორ დამავიწყდა, აქ ტოლია ერთი თოფი.
- ნიკურაძის ქუჩა.
- <ყ...ანი> დვიჟენია ნადა ზნატ, კაცო.

- იქნებ მე კაცს ვატყუილებ. შენ რაში ერევი, სინდისი რომა გაძლევს ნებას, ჩაერიო.

*
4 ივნისს.
ვიყავი აბანოში №9. აქ ჩემი ბინიდან ყოველ დილით მოდის ტროლეიბუსი, ამიერიდან ვისარგებლებ და კვირაში ორჯერ ვივლი აბანოში. ან შეიძლება, ამავე მხარეზეა საექიმო პუნქტიც; ა? რა იქნება, გამოვიყენო? ა?

*
1. ეს თემა. 905 წ.
1. ს. ცაიშვილი, 2. ს. აბულაძე, 3. თავზარაშვილი, 4. ს. ცაიშვილი, 5. იპ. ვართაგავა, 6. ს. აბულაძე, 7. იპ. ვართაგავა, 8. მიხ. კვინიკაძე (პედ. მოსწავლე), 9. ბეჟან სვანიძე (ლექსი), 10. კავკაზაგი, 11. ნინო ბეზარიშვილი („მე და ღამე“), 12. გიორგი ქავთარაძე („მშობლიურო ჩემო მიწავ“), 13. ვასო <ნამ...ური>, 14. დიდიმამიშვილი, 15. გიგო ხეჩუაშვილი, 16. რუსის ქალი - ლექსი, 17. ბეგიაშვილი - ლექსი. ბურლიუკი.
შეკითხვა. კამათი.
1905 წ. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში.

*
ჩვენ მოვიგონოთ
ის ცხრაას ხუთი!

[რა მშვენიერი და რა]
თითქო სიახლე [მიჰქრის] ჰქროდა საამო,
[თითქო] ასე: ფერი ფერს რომ შეახამო,
და შექმნა ერთი მთლიანი წიგნი.
ასეთი [იყო] არის ჩვენი საღამო.
1955 წ., 29 მაისი

* * *
რა მშვენიერი [იყო საღამო] და რა საამო,
[თუ გსურს] მართლაც, ფერი ფერს რომ შეახამო -
და აზრსაც აზრი,
და შექმნა ერთი მთლიანი წიგნი -
ასეთი იყო [ჩვენი] თქვენი საღამო.

*
[შატბერაშვილი გ.]
სალამი, ამხ. გიორგი!
[ჩვენს] ბუჰღალტერიაში [მე დავუტოვე] დიდი ხანია მაქვს განცხადება ჩემთვის ჰონორარის გადარიცხვის შესახებ. ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ მატერიალურ მდგომარეობაში. გთხოვთ, განცხადებაში აღნიშნული თანხა როგორმე გადამირიცხოთ.
პატივისცემით გ. ტაბიძე
1955, 30 მაისი

*
- მარტოხელობა ძნელია. მარტო კაცი არ ვარგა. ვინმე უნდა გეხმარებოდეს ოჯახში.

- გინდ მუშები აიყვანეთ, გინდათ - პროფესორები.

- დამეხმარე, აგური...
- ჰო, როგორც შენ დამეხმარე გუშინ, მეც ისე დაგეხმარები!

9 ტომი და თავ-გადასავალი.

„კნოპკა“-ს რომ დაასობ, თან უნდა დააყოლო ქინძისთავი ან პატარა ლურსმანი, რომ არასოდეს არ ამოვარდეს.
„თეატრალური სტამბა“
1955, 10 ივნისი

2 ივნისი. 1955.
ორმოები
1. იქ სადაც პირის საბანი იყო.
2. დიდი მთლიანი - დიდი ხეების გასწვრივ - სახლის წინ.
3. ეზოს კარებთან ხეებთან აღმოსავლეთით.
4. შვინდის ხის ქვეშ წინა მოედანზე.
5. ნეკერჩხლის ძირში.
6. შვინდის ძირში.
7. გაუშალაშინებელიც შეიძლება.

*
მოკრიალებულ [ზეცის სარკეში] სარკეს ზეცისას
[მე ვიხედები] ავხედავ [ვხედავ საკუთარ] და ვჭვრეტ სახებას...

ირ. ტოფაძის პორტრეტი.
გალინა გალდავა.

*
2 ივნისი.
- ჯამაგირს როდის იძლევით. დღეს 2 რიცხვია.
- დღეს ფული არ მაქვს.
- როდის მომცემთ.
- ხვალ.
- კარგი, აღარ გამამეორებინოთ. ხვალ...
- ჰმ!

*
„მნათობი“ №7. ალეკო შენგელია.
გუგული.
ც-კა. მიგრიაული. ტ-კა. უმაღლესი საბჭო.

სამი შოფერი
(ამბავი საჩაიეში)
ერთ ხანში შესულ გამხდარ ხელოსანს საჩაიეში მოსძვრა ბრაგვანი.
ჯდებოდა ვითომ სკამზე. ეგულებოდა სკამი. დაიწია დასაჯდომად და მოსძვრა ბრაგვანი.
რატომ? ის გაოცებული [სდგება] იყურება გარეშემო. ის ხომ ერთი წუთით მივიდა დახლთან, დაელაპარაკა [მედახ.] ვიღაცას. დაბრუნდა თავის სკამთან, დასაჯდომად. დაიხარა და... მოსძვრა ბრაგვანი.
მთელი საჩაიეს ყურადღება მიიქცია. დილაა და საჩაიე გატენილია ხელოსანი ხალხით.
კაცი, რომელსაც მოსძვრა ბრაგვანი, გამოექანა ჩვენი მაგიდისაკენ.
ჩვენს მაგიდაზე ზის ორი შოფერი, ერთ მადგანს, [ყველ.]  ახალგაზრდას, ხელში ორი - მაისის ვარდი უჭირავს, ხელზე მაჯის საათი აქვს. აი, სწორედ ამისაკენ მიეშურება ის, რომელსაც მოსძვრა ბრაგვანი, ის, რომელმაც გამოაცალა სკამი.
მაგრამ მას წინ გადაუდგა საჩაიეს მოსამსახურე, ახალგაზრდა ვაჟი. იგი ცდილობდა შეეკავებინა ხელოსანი.
თურმე ამ შოფერმა გამოაცალა სკამი ხელოსანს ეხლა.

*
4 ივნისი.
აბანო №9.
ყურადღება!
„აქ ჩალაგებულია თელასის მიწისქვეშა მაღალი ძაბვის კაბელი. შეხება მასზე სასიკვდილოა.. მიწის ყოველგვარი სამუშაოების ჩასატარებლად, წინასწარ შეუთანხმდით „თელასს“.

Внимание!
Здесь проложн подхемный высоковольтный кабель „ТУЭС“-а. Прикосновение к нему смертельно. Производство всяких земляных работ предварительно согласовать с „ТУЭС“-ом.

*
6 ივნისი.
1.    ცოცხები - 2. 3. 4.
2.    გასაღებები - არანაკლებ 3-სა. ეზოს 3 კარი. ორი. ერთის სიტყვით - 5.

*
აქ იყიდება დახერხილი ხე-ტყე მოსახლეობაზე - კიდევ ყოველგვარი ხის მასალა.

- სად არის აქ ორთაჭალის კოლმეურნეობა?
- აა, მახარაძის სახელობისა?

მახლობლად, ქუჩაზე, აფიშის გასაკრავი ადგილები არაა. შეიძლება დაიდგეს სააფიშო დაფები.

ედიშერ ყიფიანი.

გაფრინდა მთვარეზე. მოასპარეზე.

არისტო ავთანდილის ძე ვადაჭკორია. 43-21 - ტელ. სტამბის.
თბილისის საბჭო (თბილსნაბი). გვალია.

*
- რამდენი აქვს ჯამაგირი?
- ორ კვირაში სამოც თუმანს აკეთებს.
- მერე რას უშვება ამ ფულებს?
- იიჰ, ძუნწია. ტრამვაიში რომ 3 კაპიკი გადიხადოს, არ უნდა. ფეხით გაივლის ათ ვერსსა.
- სვამს, ალბად...
- სვამს კი არა. დაჯდება და ერთ გირვანქა პურს ისევე ღეჭავს. ძუნწია.
- რამდენი წლისაა ეს ქალი?
- თითქმის ოთხმოცისაა.

*
19 მაისი.
1. გარდაიცვალა შალვა ღამბაშიძე (Ах этот дивный соня, ლუარსაბ თათქარიძე. <...> წამყვანი. 1947 წ. მარ. <...>).
2. დღეს ასაფლავებენ ლევან ასათიანს (გრ. აბაშიძე).
3. გამოვიდა ჟურნ. „დროშის“ მორიგი ნომერი მორიგი ინტრიგით (გრო აბაშიძე. რა იცის მან მონტესკიესი?).

*
17 მაისი.
9-10 ს. - წყნეთში.
შუადღისას ბოძების ატანა და ლურსმანი.
რგვალ მაგიდაზე „კლიონკის“ გადაფარების პრობლემა.
1. შეიძლება ლურსმნებით.
2. შეიძლება ძაფით.
3. მთავარია „სიმრგვალის“ დაცვისათვის საჭირო სიმმეტრია, რომ ჩანაკეცები არ სჩანდენ.
4. გახსოვს ზავრიევი? არასდროს ისე არ უნდა. სიმმეტრია!
5. რომ შემდეგ ალაგ-ალაგ კიდეები არ ჩამოიფუშონ.. არ ვარგა დაჭმუჭვნა.
6. ეს კლიონკები საჭიროა ყველა ბაღში დასადგმელი მაგიდებისთვის.  აგრეთვე ოთახებშიაც, როცა...

15 მაისი. კვირა.
წყნეთში მოვიდა დიდი სეტყვა. დალეწა, გაანადგურა ხეები. ასეთი სეტყვა დიდი ხანია არ ახსოვთ.

16 მაისი.
სალიტერატურო საღამო მასწავლ. სახლში. კალანდაძე, აბულაძე.

17 მაისი.
შოფერს - 940. მღებავს - 900. ქალს - 150. ნიკოს - 900. 3140.
აკად. სამ საათზე.

14 მაისი. შაბათი.
1. გაგება: სადაა სუხუმის ქუჩა, სახლი №5.
2. 15 მანეთი სახ. ბანკში.
3. 6 საათზე - ინსპექციაში (სუხ. ქ. №5).
4. 12 საათზე წყნეთში.
5. 11 საათზე მწერთა კავშირში (წაღება პოეტთა სექციის ამბებისა).

ბოძები და ლურსმნები.
შეღებვის პრობლემა.

18 მაისი.
ნინას კაბისთვის - 100 მან. ქალს - 150. სარქისას -900. ნიკოს - 300. 2550.
ზედა და ქვედა.
თურმე არკადის წინდაწინ არასდროს ფული არ უნდა მისცეს კაცმა.

10 მაისი.
1. წყნეთიდან წავიდნენ 11 საათზე და აღარა სჩანან (არტ. და ბიჭიკო), აგე, სამის ნახევარია.

8 მაისი.
გამოვედი საღამოზე მასწავლებელთა სახლში. შესვლისთანავე შემხვდნენ ფეხზე ადგომით, ოვაციებით. წავიკითხე ლექსი. დასასრულს გავიხსენე სემინარია.

9 მაისი.
შოფერმა და პრორაბმა (არტომ და ბიჭიკომ) ჩემდა დაუკითხავად გააქანეს ჩემი ავტომობილი სადღაც. ექვსს უკლდა 20 წუთი.
ამგვარი რამ შოფერს ჯერ არ ჩაუდენია და ეს პირველია.
რას ნიშნავს ეს?
არაფრად ჩაგდებას! სხვას არაფერს.
ორთავეს გადავუხდით.
მაგრამ ორივენი მალე დაბრუნდნენ.
გამარჯვების დღის აღსანიშნავი საღამო გადაიდო.

1950. 7 მაისი.
გადაიდგა ნაბიჯები წყნეთის სახლის შიდა კედლების შესალესავად.
1. ავიტანეთ საჭირო ტკეჩი.
2. შევიძინეთ ლურსმანი.
3. შევუთანხმდით დურგალს, რომელიც იმუშავებს ხვალ.

13 მაისი.
დაიწყეს მუშაობა შემღებავებმა.

14 მაისი.
გრიშაშვილი „იქროლე, ქარო“.
„ნიშადური“.
სომხური დაჯგუფება: დემონსტრატიული ოვაციები. ამ საღამომ ცხადჰყო გრიშაშვილის დაშორების ამბავი მთელ თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან. ცდა იმ აზრის დაფუძნებისა, რომ ის მთავარი პოეტია თანამედროვე საქართველოში. გამოვიდნენ: ასლანიანი, თორღომიანი, ატრიანი, ავჩიანი, ი. გრიშაშვილი, ისევ ასლანიანი (თავმჯდომარე). მოხსენებას აკეთებდა პროფეს. მელიქსეთ-ბეგი. ქართველებიდან აქტივობდენ: ჭილაია, თამარ ანდღულაძე, მარიჯანი, ჯანგულაშვილი.
ხალხი ძალზე ცოტა იყო. განცხადებაში არ იყო ნათქვამი - რა ენაზე ჩატარდა საღამო.

მლესავები მუშაობენ ორი დღეა. ვიყავით ავტოინსპექციაში რეგისტრაციაზე.

გრიშაშვილს თბილისელი სომხების დროშად სურს გახდეს - ქართველი მწერლების წინააღმდეგ.

რაღაც უნდა ვიღონოთ თამარ ანდღულაძის გადასაყვანად სხვაგან.

6 мая 1955\
Дранка 35 x15 = 525 руб. Гвозди 40-50 мл. - 20 кг. - 120. Гажа 8 т. x 82 - 820 руб.
Автомашина. Штукатурщики. Подшивка драна - 6.
Материал.

*
დავით შუღლიაშვილი.
ახალი მასალები ნიკო ლომოურის ბიოგრაფიისათვის.
1. გ. ტაბიძე, 2. კავკაზაგი, 3. გიორგი <...>, 4. ნიკო გვანცალაძე (პედაგოგი), 5. ოლია სიმონიშვილი (ექიმი), 6. ბატიაშვილი (ენის შესახებ), 7. ს. აბულაძე (დაბადების თარიღი).
ლომოური ყოფილა ლომიძე.

*
500. 2 люстра.
100 მ. - ბიჭიკოს, 100 მ. - ოჰანას, 80 მ. - მუშებს, 11 მ. - ყველი, 20 მ. - სადილი.

*
1. უბილავა, 2. თორდუა, 3. თათარიშვ. - კომ. 4. რიჟინაშვილი - Заря.

პოეტების სექციის ბიურო: 1. აბაშიძე გრიგოლ, 2. გომიაშვილი ალექსი, 3. კალაძე კარლო, 4. მარგიანი რევაზ, 5. ნონეშვილი იოსებ, 6. ტაბიძე გალაკტიონ, 7. ჩიქოვანი სიმონ.

რაჟდენ მურცხვალაძე.