შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-334 - 1955 წელი


1955. 25 მარტი.
1. ორ კვირაში ერთხელ შეკრება.
2. 1905 წლის აპრილის. [8 მარ.].
3. ბალადების საღ.
4. ნონეშვილი.
5. ანდრო თევზაძის ლექსი.
ლექსები ხალხთა მეგობრობაზე, ხალხთა ძმობის საღამო. ახალი.

*
4 აპრილიდან 10 აპრილამდე საქართველოს საბჭოთა მწერლების პოეტების სექცია აწყობს ქართული ბალადის საღამოებს: 4, 5, 6, 7, 8, 9.
შესავალი: [აბაშიძე გრ.].
შესავალი სიტყვა.
ბალადების წარმოშობისა და განვითარების გზები. ქართული ხალხური ბალადის საწყისები.
ქართული ხალხური საგმირო ბალადები.
სამონადირეო და სატრფიალო ბალადები.
საყოფაცხოვრებო ბალლადები და ბალლადები, რომლებშიც აისახა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა.
ომისა და სალდათობის, საწესო, სარწმუნოებრივი ხასიათის და ხალხურ თქმულებებზე აგებული ბალლადები.
ხალხური ბალლადის ანარეკლი ქართულ მხატვრულ მწერლობაში. ლიტერატურული ბალლადა.

ვახსენოთ მუდამ
[როს ულამაზეს მშობლიურ მხარეს
მტერი გვიქადდა განადგურებას...]
[უშიშრად იდგენ] მედგრად იცავდენ ქართველნი გმირნი,
[მის] ადამიანებს, [და მის] მიწას, ბუნებას,
როს ულამაზეს მშობლიურ მხარეს
მტერი გვიქადდა განადგურებას.

და კავკასიის ძმად ნაფიც ერებს
აღარ აღრჩობდა ღამის წყვდიადი,
მხნეობა შერჩა თვითეულ ოჯახს,
[და დაუბრუნდა] თავისი შერჩა  ხალხს განთიადი.

ჩვენი ქვეყანა არ დაივიწყებს -
ვისიც ძალაა აქ ჩაკირული,
ვადღეგრძელოთ და ვახსენოთ მუდამ
სტალინის გზა და ბრძოლა გმირული.

და მეც მებრძოლი ვმსახურობ ჯარში,
ვიცავ მშობლიურ სანგრებს, მიწურებს,
პარტიისათვის, [სიცოცხლესაც კი] სამშობლოსათვის,
[სამშობლოსათვის] სიცოცხლესაც კი არ დავიშურებ.