შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-327 - 1955 წელი


ერთი ლექსის საღამო. 1955. 28 თებერვალი.

*
9 იანვარი.
კ. ჭიჭინაძე ანტოლოგიით უკმაყოფილოა. ცაგარლის თარგმანები მოსწონს. ჩემი ლექსებით კმაყოფილია.

*
მდექზე - შემდეგზე. თქვენი თვითეული ლექსი.
1. ფიქრი [ხვალინდელზე] ხვალეზე და ზეგზე. ასეთია ერთი ლექსი.
2. უმაღლესი ყაზიბეგზე. ერთი მხოლოდ ერთი ლექსი.
ბოჭავს ქვეყნის ანარეკლს ის, ერთი ლექსი.

ძეგლი ერთი ლექსისა
[ო, რამდენი კარგი ლექსი
უქმნია თქვენს მარჯვენა ხელს,
ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე
იცნობს მგოსნის სპეტაკ სახელს.
ლექსი სწვდება არე-მარეს,
ბავშიც კი, როს თვალს გაახელს,
დაინახავს მთიდან ზღვამდის
ლექსს მედგარსა და ხელდახელს].

ერთი მხოლოდ ერთი ლექსი,
[აქებს გმირის მარჯვენა ხელს,]
რომ ჰქმნის გმირის მარჯვენა ხელს,
ლექსით ქვეყნის ყველა კუთხე
იცნობს [მგოსნის] ლექსის სპეტაკ სახელს.
[ლექსი უყვარს საქართველოს]
ლექსი წვდება არე-მარეს -
ბავშიც კი როს თვალს გაახელს,
დაინახავს მთიდან ზღვამდის
[ლექსებს] საქმეს მედგარს და ხელდახელს,
ვაქოთ სიტყვა - უმაღლესი,
საქმეშიაც უწრფელესი.
კომუნისთვის მეომარი -
ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი.

როს ვუმღერით, მეგობრებო,
საქართველოს ახალთახალს,
როს ვუმღერით ჩვენი ქვეყნის
მშენებლობას, ცამდის მაღალს.
როს გვიყვარს ის, ვინც იდეას
სასოებით გულს ინახავს,
ვინც მხარს უჭერს ყოველივეს,
რასაც წმინდას დაინახავს -
ვაქოთ გზნება - უმაღლესი,
სიმღერაში უწრფელესი,
უკეთესი მომავლისთვის,
ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი.

სული ქართულ ზნეობისა,
და სიწმინდე დედაენის,
გულწრფელობა უდიადეს
ჩვენი დროის დროშას შვენის.
აქ იყო ყრმა გულმართალი,
მომწყურვალე შუქთა ფენის,
იზრდებოდა ფრთები ლექსის
აწ განმგრძობი დიდი ფრენის.
ვაქოთ გზნება - უმაღლესი,
სინიდისით უწრფელესი,
უკეთესი მომავლისთვის,
მეომარი ერთი ლექსი.

[ვდგევართ ხიდზე. ქვევით მტკვარი]
აგე, ხიდიც. ქვეშ მდინარე
მიდის, თავდადებით მიდის.
[ერთი] მასზე ლექსი სარკე არის
[მისი] ჩვენი ავდრის და ამიდის.
[მიდის] ლექსი არის მშენებლობა
[ლამაზის და დიდი ხიდის]
ჩვენი დროის დიდზე დიდის
მშენებლობა [ახალ დროის] ახალი გზის,
მშენებლობა ახალ ხიდის.

[ერთი ლექსის დავდგათ]
მინდა დავდგა ერთი ძეგლი,
სად ქროლვაა ვერის [ხიდის] ქარის,
ნახოს მტკვარის შენელება,
ნახოს ადიდება მტკვარის.
[ისე ერთი] დავდგათ ერთი ლექსის ძეგლი,
[იქ სადაც] სად გზა მზისკენ მიიჩქარის.
მომავალი იგრძნობს, რომ დრო -
ბევრზე ბევრის მომსწრე არის.

ერთით, ერთადერთი ლექსით -
ერთად ვკონავთ რკინის კონებს.
ერთით, ერთად ერთი ლექსით
ერთადა ვწევთ მტკვარის დონეს.
ისტორია პირუთვნელი
[ვიცი ჩვენაც] იმ ერთ ლექსით მოგვიგონებს,
გულდაგულებს - არა ლაჩრებს,
გვირგვინოსნებს, არა მონებს.

მტკვარი მოდის, მტკვარი მიდის,
მიდის, თავდადებით მიდის,
ლამაზის და დიდზე დიდის
მშენებლობა ვერის ხიდის.

ქროლა ვერის ხიდის ქარის,
გახსოვს ადიდება მტკვარის,
ბევრზე ბევრის მომსწრე არის
მშენებლობა ჩვენი ხიდის.

ერთად ვკონავთ რკინის კონებს,
ერთადა ვწევთ მტკვარის დონეს.
აწ დაღუპულს შენ გიგონებს
მშენებლობა ჩვენი ხიდის.

ეს ბეტონი არის ჩარჩო,
ბრწყინავს როგორც სადარაჯო,
გულდაგული მშენებლობა,
მშენებლობა ჩვენი ხიდის!

ყოველ ახალ წლის დასაწყისს
მხოლოდ ერთ ლექსს ამბობს მეკვლე,
იგი არის ძველთა ძველი
ჩვეულების ანარეკლი.
[მაგრამ] და იგივ დროს ის [არის] კაფავს გზას
[გზას] მოსილს ჭინჭრით და ნარ-ეკლით,
რომ მომავალ თაობისთვის
ერთი ლექსის [დავდგათ] იდგას ძეგლი.
ვაქოთ სიტყვით უმაღლესი,
საქმეშიაც უწრფელესი,
კომუნისთვის მეომარი,
ლექსი, [მხოლოდ ერთი] ერთადერთი ლექსი!

დეე, ჩვენი ორნამენტით
შეიმოსოს ლექსის ჩარჩო,
დე, ქართული იყოს მარად
ეს ბეტონი და ხარაჩო.
იმ ძეგლს ვერას ვერ დააკლებს,
თვით ატომი სადევქაჯო.
ლექსი მუდამ გადარჩება,
როგორც გულთა სადარაჯო.

*
ერთი ლექსი.
კომუნა.
ჯგუფობრიობა. გრ. აბაშიძე.
ლექსი, იგი - ერთი ლექსი.

I
ყოველ ახალ წლის დასაწყისს
მხოლოდ ერთ ლექსს [ამბობს] იტყვის მეკვლე,
იგი არის ძველთა-ძველი,
ჩვეულების ანარეკლი.
და იმავ დროს ის კაფავს გზას,
მოსილს ჭინჭრით და ნარეკლით,
რომ მომავალ თაობისთვის
ერთი ლექსის იდგას ძეგლი.
ვაქოთ სიტყვით უმაღლესით,
საქმეშიაც უწრფელესი
[კომუნისთვის] სამშობლოსთვის მეომარი
ლექსი, [ერთად] იგი ერთი ლექსი.

II
ერთი, მხოლოდ ერთი ლექსი,
რომ ქმნის გმირის მარჯვენა ხელს,
ლექსით ქვეყნის ყველა კუთხე
იცნობს მგოსნის სპეტაკ სახელს.
ლექსი წვდება არე-მარეს,
ბავშიც კი როს თვალს გაახელს,
დაინახავს მთიდან ზღვამდის
საქმეს მედგარს და ხელდახელს.
ვაქოთ სიტყვა უმაღლესი,
საქმეშიაც უწრფელესი,
[კომუნისთვის] მშვიდობისთვის მეომარი
ლექსი, [მხოლოდ] იგი ერთი ლექსი.

III
როს ვუმღერით, მეგობრებო,
საქართველოს ახალთახალს,
როს ვუმღერით ჩვენი ქვეყნის
მშენებლობას, ცამდის მაღალს,
როს გვიყვარს ის, ვინც იდეას
სასოებით გულს ინახავს.
ვინც მხარს უჭერს ყოველივეს,
რასაც წმინდას დაინახავს -
ვაქოთ გზნება - უმაღლესი,
სიმღერებში უწრფელესი,
[უკეთესი მომავლისთვის]
კომუნიზმის ძლევისათვის
მეომარი ერთი ლექსი.

IV
სული ქართულ ზნეობისა
და სიწმინდე დედაენის,
გულწრფელობა უდიადეს
ჩვენი დროის დროშას შვენის.
აქ იყო ყრმა გულმართალი,
მომწყურვალე შუქთა ფენის,
იზრდებოდა ფრთები ლექსის,
აწ განმგრძობი დიდი ფრენის.
ვაქოთ გზნება - უმაღლესი,
სინიდისით უწრფელესი,
უკეთესი მომავლისთვის
მეომარი ერთი ლექსი.

V
აგე, ხიდიც. ქვეშ მდინარე
მიდის, დაფიქრებით მიდის;
მასზე ლექსი სარკე არის
ჩვენი ავდრის და ამინდის.
ლექსი არის თანამგზავრი
მშენებლობის დიდზე დიდის.
მშენებლობა ახალი გზის,
მშენებლობა ახალ ხიდის.
ვაქოთ სიტყვით უმაღლესი[თ],
საქმეშიაც უწრფელესი,
კომუნისთვის მეომარი
ლექსი, ერთად ერთი ლექსი.

VI
დაიდგმება ერთი ძეგლი,
სად ქროლვაა [ვერის] ქარის,
მტკვარის ნახოს შენელება,
ნახოს ადიდება მტკვარის.
დავდგათ ერთი ლექსის ძეგლი,
სად გზა მზისკენ მიიჩქარის,
მომავალი იგრძნობს, რომ დრო
ბევრზე ბევრის მომსწრე არის.
ვაქოთ სიტყვით უმაღლესი,
საქმეშიაც უწრფელესი,
კომუნისთვის მეომარი
ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი.

VII
ერთით, ერთადერთი ლექსით
ერთად ვკონავთ რკინის კონებს.
ერთით, ერთადერთი ლექსით
ერთადა ვწევთ მტკვარის დონეს.
იმ ერთ ლექსით პირუთვნელი
ისტორია მოგვიგონებს -
გულდაგულებს - არა ლაჩრებს,
გვირგვინოსნებს - არა მონებს.
ვაქოთ სიტყვით უმაღლესი,
საქმეშიაც უწრფელესი,
კომუნისთვის მეომარი
ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი.

VIII
დეე, ჩვენი ორნამენტით
შეიმოსოს ლექსის ჩარჩო,
დე, ქართული იყოს მარად
ეს ბეტონი და ხარაჩო.
იმ ძეგლს ვერას ვერ დააკლებს
თვით ატომი [საალქაჯო] უილაჯო,
ლექსი მუდამ გადარჩება,
ვით მშვიდობის სადარაჯო.
ვაქოთ, სიტყვით უმაღლესი,
საქმეშიაც უწრფელესი,
კომუნისთვის მეომარი
ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი.

„მშობლიურო ჩემო მიწავ“.

*
[აწ საღამოს [დღ.] გახსნილად მე ვაცხადებ - ერთი ლექსით.]

[აწ საღამოს გახსნილად
ერთი ლექსის - უწრფელესი ლექსის.]

[ამ საღამოს აწ გახსნილად
მე ვაცხადებ - ერთი ლექსით.]

„ერთი ლექსის საღამოს გახსნილად ვაცხადებ: ლექსს წაიკითხავს პო ეტი“...
იყო დრო, როს მძაფრი ომის
დაწყების წინ - სულ სხივოსნის,
ტრიბუნიდან გაისმოდა -
უმძაფრესი სიტყვა მგოსნის.
[გმირნი] [იყო ვეფხის [მუნ] ტყაოსანის]
წარმოსთქვამდა ლექსს მგოსანი,
დაიძროდა სწრაფად ჯარი...

*
ნახევარი საუკუნის
[ვქმნი, მოსკოვო, განცდათ]
[ვწერ] მოსკოვო, გრძელ-ვადიანის,
ქუდმოხდილი, შენს წინაშე
მდგარი, ვიწყებ [ამ ჩემს] მატიანეს.

ვცხოვრობდი და ვიზრდებოდი მხოლოდ ამით.

*
პლეხანოვის №132. არსენ კალანდაძე.