შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-634-12 - 1954 წელი


                                                          იფნის ბაღი

1. უნდა გამოიზომოს, რამდენი მეტრი სინაა საჭირო რკინისგზელების სა­­ნა­­ტო­რიის მხრით ღობის გასაკეთებლად...
2. უნდა გამოიზომოს, რამდენი მეტრი სინაა საჭირო (ან მესერი) ტყის ხე­ივ­ნის მარც­ხენა მხრით ღია ადგილის შესარაგვავად... 16 მეტრი.
3. უნდა გაკეთდეს ეზოს მარჯვენა მხრით მესერი - ეს აუცილებელია...
4. უნდა გათანასწორდეს მესერი სახლის წინ [მესერი] შარა გზის მხარეს (სა­­ჭი­როა ბაწრების შეძენა...).
5. უნდა შეიღებოს თეთრად მთელი მესერი სამივე კუთხით თეთრი საღე­ბა­ვით...
6. უნდა ჩაიკეტოს ეზოს კარები (ხვალვე გასაღები).
7. უნდა გათვალისწინებული იქნას მავნებლები (პირადათ თვითეული) და დამხ­მა­რენი (პირადათ თვითეული).
8. ავტოს შემოსასვლელის საკითხი (ამასთან დაკავშირებით წყალის სა­კით­ხი). წყა­ლის საკითხი გამორკვეულია.
9. სასწრაფოდ უნდა სანატორიის მხრით ხის მესერი გადაკეთებულ იქნას. მა­სა­ლა გამოყენებული იქნას ეზოს მარჯვენა მხარისთვის.
10. სკამეიკების საკითხი (დურგლები - საერთოდ).
11. აივანზე წვიმა ჩამოდის. რა ეშველება (დურგალი).
12. საჭიროა სახლის შეღებვა შიგნიდან.
ასეთია საერთოდ გადაუდებელ საქმეთა სურათი... შევძლებ თუ არა ამ თვის დამ­ლევამდე მოვაწესრიგო ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, 15 ივლი­სამ­დე ყო­ვე­ლი­ვეს მოვაგვარებ...

                                                                                                                                                                         1954 წ., 20 ივნისი...