შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-580-6 - 1954 წელი


122 წ.
საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის მდივანი ს. ჭილაია თავის ერთ ფელეტონში არჩევს 122 მწერალს.
1. ყველაზე პირველად თავს მე მესხმის.

ვისა და ვის ესხმის იგი თავს?
გ. ტაბიძეს‚ შ. დადიანს‚ ს. შანშაშვილს‚ ა. აბაშელს.

1. ეს წერილი მწ. კავშირის მდივნისა უნდა ჩაითვალოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის ერთგვარ ანგარიშად‚ თუ შეიძლება ანგარიშად ჩაითვალოს თავიდანვე პოლემიკური თავდასხმებით‚ არასწორი დასკვნებით‚ თვითრეკლამით აღსავსე მეტად უბადრუკი წერილი.

*
1. ყრილობა შეაჯამებს ქართული საბჭოთა მწერლობის მიერ III ყრილობიდან (1946 წ.) დღემდე განვლილ გზას‚ შეფასებას მისცემს მას და დაუსახავს უმნიშვნელოვანეს ამოცანებს.
1. ყრილობა შეაფასებს ქართული მწერლობის‚ მწერალთა კავშირის‚ მისი ხელმძღვანელი ორგანოების მუშაობას იმის მიხედვით‚ თუ როგორ ასრულებდა ქართული მწერლობა თავის 1. პატრიოტულ ვალს ხალხის‚ 2. სამშობლოს წინაშე.
როგორ ზრდიდა და ამკვიდრებდა ადამიანების სულიერ სამყაროში 3. ახალ‚ სოციალისტურ შეგნებას‚ 4. საბჭოთა კომპარტიის მიერ.
როგორ უპასუხებდა.

1. ჩვენ გვჭირდება მხატვრულ ნაწარმოებზე მხატვრულადვე დაწერილი კრიტიკული წერილი‚ მხატვრული გემოვნებით დაწერილი.