შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-573-5 - 1954 წელი


3 მაისი.
გოგოლის იდეით.
მწერალთა კავშირში ჩემი საპირველმაისო ლექსის შესახებ ერთი ამბავია:
I. გრიგოლ ბერძენიშვილი (დრამატურგი): აღტაცებული დავრჩით‚ როგორც ლექსით, ისე კითხვით - იშვიათი კითხვა იყო.
II. ნინო კლდიაშვილი - წავიკითხეთ თქვენი ლექსი „კომუნისტში“. ძალიან გაგვიხარდა‚ აღტაცებაში ვარო.
III. ლამაზმანი. ყველაფერი იროდიანს აქვსო.
IV. Сухумстрой. ამასთანავე გიგზავნით 10.000 მანეთს სახლის მშენებლობის საჩქაროდ დასამთავრებლად.
V. Сухумстрой - Гватуа. „Привет, сегодня пересылаю Сухумстрою десять тысяч рублей для скорейшего окончания работы“.
VI. იროდიონ ქავჟარაძე... „მშვენიერ“ სარჯველაძეს ეძებს.
VII. ჭილაია - მიენდო საშას (საშას). სამშაბათს კრებააო პრეზიდიუმისო.
ლეონიძე და გრიშაშვილი ავიდნენ ტრიბუნაზედო.