შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-324 - 1954 წელი


*
[ვინ დაითვლის შენობებს] [ამდენ სახლს]
ვინა ცხადყოს ჩვენება,
ვინ დაითვლის აგურებს,
მათით ჩვენი შენება
მთელ მსოფლიოს გაჰყურებს -

ცად მიჰქრიან ეგ ფრთები
მოჭედილნი აგურით,
შეხედავ და.. შეკრთები...

*
განათლების სამინისტრო - არველაძე.
Начальник снабжения. Самосвал.

*
- ნიშნეულად -
არა მქონდა შენახული.

- კუნძი.
- შეშის დარდი არა მაქვს.
- მერე შაასწორებ.
კუნძი ამოჰყარე.

*
1. Первая в мире элекстростанция на атомной энергии.
მსოფლიოში პირველი ელექტროსადგური ატომის ენერგიაზე.
[მსოფლიოში პირველი] ატომის ენერგიით ამუშავებული მსოფლიოში პირველი ელექტროსადგური.

*
აი, მხარე აღთქმული.
[მსოფლიოში პირველი]
ქვეყნად პირველ ნერგივით
დგას ელექტროსადგური
ატომის ენერგიით.

*
25 р. Отр.

ლექსები:
რადიო, 1. ზარია, 2. კომუნისტი, 3. ახ. კომუნ., 4. მასწავლებელი, 5. სამხ. გაზეთი, 6. სალიტ. გაზეთი, 7. М. Сталинец.
მონტაჟი - ოქტომბრის სიმფონიის თარგმნა.
серебряков.

*
ცხრაას ჩვიდმეტის დილა.
[მგზნებარე ბაასს]
ის ათას ცხრაას ჩვიდმეტი  წელი.

შემოდგომა
[შევცქერით გულდარდიანი,
ცრემლებით თვალნამიანი]
[გულის ტკივილით შევყურებ
[ვჭვრეტ] [ჩვენს] კვლავ საუკუნეს შხამიანს:
[ადამიანი] [ჯერ] ისევ ადამიანი
ჰკლავს და სჭამს სხვა ადამიანს.]

ცრემლებით [ღაწვ] თვალ-ნამიანი
ვჭვრეტ საუკუნეს შხამიანს,
კვლავ მძაფრი ადამიანი
ჰკლავს და სჭამს სხვა ადამიანს.

აგურებზე.

*
[ცრემლით] დროშა თვალნამიანი
[ვჭვრეტ] ჰგმობს [ქვეყანას] მსოფლიოს შხამიანს,
სადაც ადამიანი
ჰკლავს და სჭამს ადამიანს.

[დაბრუნდება] მის შრიალში ის ძმობა
ხვალის ხმანი ისმიან.
ის გზა - არ მოისპობა,
ის დრო - კომუნიზმია.
ვინა ცხადჰყოს ჩვენება,
ვინ დაითვლის აგურებს,
მათით ჩვენი შენება
მთელ მსოფლიოს გაჰყურებს.
ცად მიჰქრიან ეგ ფრთები
დატვირთულნი აგურით,
შეხედავ და... შეკრთები
ცის ელექტროსადგურით.
დგას ელექტროსადგური
ქვეყნად პირველ ნერგილი
[დგას ელექტროსადგური]
სამშობლოსთვის დადგმული
ატომის ენერგიით.
დღეს მზის სხივით ავსება
ქვაფენილებს ახურებს,
[დღეს] დროშები ემსგავსება
წითელ-წითელ აგურებს.
დროშა ქარში მღელვარებს,
მომკილია სამკალი
და დროშაზე ელვარებს
ჩაქუჩი და ნამგალი.
ახლოვდება მეორე
საკავშირო ყრილობა.
მსოფლიოში ყველაზე
მოწინავე მწერლობა.
მსოფლიოში ყველაზე
იდეური მწერლობა.
დიაღ, ჩვენ უდიადესს
მივაღწიეთ მწვერვალებს.
დიახ, ჩვენ მოვიპოვეთ
მართლაც შესანიშნავი
შემოქმედებითი
წარმატებანი.

ფორმით ეროვნულია, შინაარსით სოციალისტური.