შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-316 - 1954 წელი


28 სეკტ., 1954 წელი.
34,446. სახ. ათი დღის შემდეგ, 7 ოკტომბერს.

*
1. იატაკი.

გეგმა გამოფენისა:
სახალხო მგოსნის შემოქმედებითი გზა.
Творческий путь народного поэта.
გამოფენა გაიხსნება 7 ნოემბერს.
სტენდები ხუთ-წლედების მიხედვით:
1. 1903-1908, 2. 1908-1913, 3. 1913-1918, 4. 1918-1923, 5. 1923-1925, 6. 1925-1928, 7. 1928-1933, 8. 1933-1938, 9. 1938-1943, 10. 1943-1948, 11. 1948-1953.

*
თუ
სრულიად საკავშირო მწერალთა II პლენუმთან დაკავშირებით მოეწყობა გამოფენა: შემოქმედებითი გზა სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძისა 1913-1953 წლის განმავლობაში.
გამოფენილ იქნება:
1. ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული პორტრეტები, ესკიზები, ნახაზები, მხატვრული გაფორმება წიგნებისა, ქანდაკებები, ბერელიეფები.
2. ფოტო-დოკუმენტები.
3. ცალკეული ლექსებისა და პოემების ხელნაწერები.
4. წიგნები, გამოცემულნი 1914-1954 წ. განმავლობაში.
5. წიგნები გალაკტიონ ტაბიძის შესახებ (კრებულები).
6. საგაზეთო სტატიები ხუთწლედების მიხედვით.
7. ქართველი მწერლების ძველი გვარდიის წერილები და ლექსები გ. ტაბ. შესახებ.
8. ქართველი საბჭოთა მწერლები გ. ტ-ს (ლექსები, ნოველები).
9. სალიტერატურო საღამოების მიმოხილვა.
10. უცხოეთში მოგზაურობის შესახებ (პარიზის კონგრესი).
11. პორტრეტები ქართველი მწერლებისა, რომლებიც სწერდნენ გ. ტ.-ს შესახებ, მონაწილეობას იღებდენ სალიტერატურო საღამოებში.
12. მთავრობის დადგენილება სახალხო პოეტის სახელწოდების მინიჭებისა და გ. ტ.-ს წიგნების აკადემიური გამოცემის შესახებ!
13. სხვა და სხვა მომენტები მოგზაურობიდან: საქართველოში, საბჭოთა კავშირში.
14. რა იქნა შემოტანილი (ახალი ფორმები, ახალი სიტყვები, ახალი მიმართულებანი).
15. შვიდი ქართველი პოეტი.
16. თემატიკური მიმოხილვა (სამამულო ომი, მშვიდობის შესახებ, ერთა ძმობის შესახებ, ზღვის მოტივები, მთის მოტივები).
17. გალ. ტაბიძის სახელობის სალიტერატურო წრეები.
18. გ. ტაბიძის სახელობის ქუჩა.
19. თარგმანები სხვა და სხვა ენებზე.
20. მხატვრული ილიუსტრაციები გ. ტაბიძის ნაწარმოებებისათვის.
21. მუსიკალური ნაწარმოებები გ. ტ.-ს სიტყვებზე.
22. გ. ტ.-სადმი მიძღვნილი წიგნები (ავტოგრაფები თანამედროვე მწერლების).

*
გამოფენა მიძღვნილი საქართველოს სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი გაიხსნება 1 სექტემბერს, სალიტერატურო მუზეუმის დარბაზებში (ჯორჯიაშვილის ქ. №№2).
საჭიროა:
1. შესაფერისი ჩარჩოები პორტრეტებისა და ხელნაწერებისთვის.
2. სტენდები.
3. მინიანი მაგიდები.
4. შთაბეჭდილებათა წიგნი.
5. ფოტოებისა და მხატვრების ნახატების (ზოგის) გადიდება.
კომისია:
1. ქართველი მწერლების.
2. მხატვრების.
3. არქიტექტორების.