შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-314 - 1954 წელი


Ред. газ. „Труд“. Корреспондент Статников. Тел. 3-88-70. 26/Х 12 ч. Союз пис.
Гурджуа Алексей Несторович - Директор Абгита.
სუხუმი. ლენინის ქ. № №№20. მხატვართა კავშირი (მხატვართა სახლი). რუსულად.
შენგელია ევგენია. სუხუმი. ბოტანიკური ბაღი.
ფაჩულია კლარა. ლიდი კუკსა. Александр. სუხუმის ბოტანიკური ბაღი.

*
...логия (от греческого Logos - слово, учение) - конечная часть сложных слов, означающая: учение, знание, наука, напр.: геология, биология.
Большая Советская Энциклопедия. 25 (второе издание, стр. 343).
Бальнеология (Balneum - баня и logos - наука) - раздел медицины, изучающий лечебные натуральные воды.
Бактериология (Bacterion - палочка и logos).

*
1954 წ. 21 ივნისი.
1. წყნეთიდან როცა ტფილისში ჩავედი, ბინის კარები ღია დამხვდა: ვიღაც შესულა ჩემს ოთახში და, ალბად, ითარეშა კიდეც.
2. სახელგამში - ბუჰღალტერ კაშმაძესთან ასეთი ამბავი დამხვდა: სახელმძღვანელოებში მოთავსებულ ლექსების სტრიქონებში ოთხ აბაზს მაძლევს. ხა, ხა, ხა!
3. ბენოსაც მზად არა აქვს წიგნი. რაშია საქმე?
4. შემხვდა მკერავი გენდელი. იგი წინადადებას მაძლევს შევიძინო მის მიერ შეკერილი კოსტიუმი და მთხოვს 1500 მანეთს. ვისა აქვს ამდენი ფული.
5. შემხვდა კრეიტანის ქვრივი. დიდხანს მესაუბრა თავისი ქმრის წიგნის შესახებ.
6. შემხვდა ფოტოგრაფი. მოიგონა სტალინთან შეხვედრა მწერლებისა: „А где Галактион?“ ლენინის ორდენი კი გამომიგზავნა.
7. დავიწყე სურათების დაგროვება გამოფენისათვის.

*
12 ივლისი.
- შედი დირექტორთან.
- თუ გინდა, დირექტორთან საქმე გააკეთო, მომენტი უნდა შეურჩიო - რა ხასიათზეა.
- გურიაში რატომ უნდა იმოგზაურო? - გაჯანმრთელების მიზნით... იქ ბევრს იცინი, ენა მოსწრებული ხალხია.
- „ნიანგი“ მოწოდებულია, გააცინოს ხალხი, მე კი როდესაც ამ ჟურნალს ვკითხულობ... ცრემლები მომდის - ვტირი... (გ. ბერძენიშვილი..).
- ბოდიში რომ მოჭრილ თავს შველოდეს... ქირურგი...
- ეს ის დრო იყო, როდესაც „მნათობი“ ანათებდა.
- მარტო შენ გადაურჩი „ნიანგი“-ს კბილს!..
- მშვენიერია ჩემი სოფელი, მარა რა? ყველა შრომობს და მე იქ დასვენების მრცხვენია: რაა კიკოსავით დაჯდე და... სირცხვილია! იქ იმ დროს ქურდებსაც კი რცხვენიათ ქურდობის.
- იმერეთში იკითხავ: - სად ცხოვრობს მათე ბახტაძე? - აგერ, ყურის ძირში... ათი კილომეტრი კი უნდა გაიარო.
- ერთი ლექსი დავსწერე კი... იმ წამშივე ჩონგურზე დაამღერეს, იმ წამშივე ხალხური დაარქვეს... ლექსი კი ჩემია...
- ბოლოს და ბოლოს შევაღებ კარებს და შევალ... სულ ერთია, მაინც ვიღუპები.
- ამდენ ხანში მოთმინება კი არა, ფული არ გეყოფა კაცს.
- ააა... იგინივე და ხუტა...
- მე კი არა... ძია სტალინს გამოუცხადეს საყვედური... თავს არ უვლიო... აიძულეს.
- რომ გაგიჭირდეს, თავის ჩამოსაღრჩობ თოკსაც ვეღარ იშოვიო.
- მე აბეზარი ავტორი არა ვარ...

*
ასაწყობად წიგნი სტამბაში გადავიდა 1954 წ., 22 ივლისს.
გორდელაძე, კაკუშაძე. კლიშეები.

*
 [აქვს ქაღალდი საწყობებს,]
შენთვის, ჩემო გივარგი,
სწორედ - უნდა მეცემა...
წიგნი ასოთამწყობებს
როდის გადაეცემა...

დამცხრები. რამდენი. იმუშავებს ამწყობი.

*
ვარლამ ქარქაშაძე - საამწყობო ცეხის უფროსი. Начальник наборного цеха.
საგეგმო განყოფილებაში არის ქალი, რომელმაცა სთქვა: ის ჩემი სიძეაო!
წიგნი ჩაბარდა 22 ივლისს.
1. როდის გადაეცემა წიგნი ასაწყობად?
2. რამდენი კაცი იმუშავებს...
3. შეიძლება თუ არა მოემატოს ასოთამწყობები?
4. რამდენ ხანს მოუნდებიან აწყობას?
5. რაა საჭირო, რომ დაჩქარდეს აწყობა.
6. ზედმეტი საათების შესახებ.
7. სად და ვის გადაეცემა წიგნი აწყობის შემდეგ.
8. ლინოტიპზე თუ ხელით?..
9. წიგნი მზად უნდა იქნეს სეკტემბრის დამლევს.
10. ვინ არიან კორექტორებად? (საამწყობო ცეხში, შიგნით!!!).
11. შეხვედრები ყოველდღე. ანგარიში: რა გაყიდა! (ადგილი შეხვედრების).
12. დილის რვაზე, ცხრაზე... ათზე... ყოველთვისაა... შემდეგ მიდის...

საამწყობო ცეხი

1. როდის გადაეცემა წიგნი ასაწყობად?
2. რამდენი ასოთამწყობი იმუშავებს?
3. შეიძლება თუ არა ასოთამწყობთა რიცხვის გაზრდა?
4. რამდენ ხანს მოუნდებიან აწყობას.
5. რაა საჭირო, რომ დაჩქარდეს აწყობა.
6. ზედმეტი საათების შესახებ.
7. ლინოტიპზე თუ ხელით?
8. წიგნი მზად უნდა იქნეს სეკტემბრის დამლევს.
9. კორეკტორები (სადაა მათი ოთახი?).
10. სად და ვის გადაეცემა წიგნი აწყობის შემდეგ.

*
ბახტურიძე გადაამუშავებს წიგნს. 22 ივლისი. 54.
მეტრეველი - ელეკტრიკი ცხოვრობს წყნეთში ჩვენს გვერდით.

*
ო, რა დღეშია საწყალი.
გაყვითლება.
- სიიაფეზე რატომ რაიმე არ გადავინახე.

*
როგორც მაიას პერანგი რკინის. [შვენის მაიას...]
ამ კორდზე როსმე იდგა მერანი რკინის.
მაია წყნეთელი.
ტარიელ იაშვილი, თეატრალური ინსტიტუტის ლეკტორი, დამპირდა მაიაზე მასალებს, აგრეთვე მეორე ქალზე, რომელიც ირაკლისთან ომობდა.
1. დავით გურამიშვილის წიგნი.

იფნის ბაღი

[როგორც მაიას პერანგი რკინის]
საკინძ-გახსნილი (ომშია) შვენის.
საკინძ.

*
1. თაგვის საჭერი.
Сергей Константинович (მებაღე სოხუმში).

საღამოები მარჯანიშვილის, გრიბოედოვის.

*
ვიწყებ ბაღის შენებას ხერხით ავაზაკურით,
დახერხილი აგურით მიმოვფინო ბილიკი.

სატვირთო მანქანიდან სცვივა, როგორც ღერღილი,
დიდუბით მოტანილი აგური დახერხილი.

დახერხილო აგურო, დახერხილო აგურო,
ჩემს იფნის ბაღს შენი ფრთა უნდა გადაახურო.

ბიბინა. მიმოიფინა.
ოქრო.

*
დახერხილო აგურო, დახერხილო აგურო -
ჩვენს იფნის ბაღს შენ ფრთები უნდა გადაახურო.

მიმოვფინოთ ბილიკი დახერხილი აგურით,
ვიწყებ ბაღის შენებას ხერხით ავაზაკურით.

სატვირთი მანქანიდან ცვივა, როგორც ღერღილი,
დიდუბით მოტანილი აგური დახერხილი.

მაგონდება ვერსალი... დახერხილო აგურო,
ჩვენს იფნის ბაღს შენ ფრთები უნდა გადაახურო.

დახერხილო აგურო, მწველო, სახე-ბიბინა,
შენით [ეს] ჩემი ლამაზი ეზო მიმოიფინა.

*
7 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე.
1. სახელმწიფო ოპერის თეატრში, 2. მარჯანიშვილის თეატრში, 3. რუსთაველის თეატრში, აკადემიაში, 4. გრიბოედოვის სახ. თეატრში, 5. სუხუმის თეატრში.

*
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის დამწყებ მწერალთა წრე. ა. მ. გორკის სახ. სუხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული. არსებობს 1950 წლიდან.

*
დიდი ოქტომბრის 37-ე წლისთავის აღსანიშნავად.

*
შეხვედრები აკაკი წერეთელთან:
1. აკაკი წერეთელი ბაგრატის ტაძარში.
2. კინოში ერთ...

*
„ტელეფონის აპარატი კარგა ხანია დამუნჯდა. გადის დღეები, თვეები“..
სულ უბრალო საქმისთვისაც კი ცენტრში ფეხით ან ავტომანქანით უნდა ჩახვიდეთ. ამ აღმაშფოთებელი მდგომარეობის შესახებ მრავალი განცხადება და საჩივრები დამიწერია. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ხელმძღვანელი ხელის ჩაქნევით ამბობს:
- რა ვუყოთ, წვრილმანებისთვის ჯერ არა გვცალია..
მე კი ვფიქრობ, რომ ეს მეტისმეტად ჩამაფიქრებელი წვრილმანია.

*
არც ქიზიყში, არც დვალეთში, არც ჰერეთში,
არც დღეისდღეს, არც ხვალეთში, [იმ ხვალეში, იმ] არც მერეთში,
არც ბოხოხში, არც ცილინდრში, არც ბერეტში,
[მაგრამ სვინტრი - ბალახია იმერეთში].
სვინტრი იგი - ხარობს [მხოლოდ] თურმე იმერეთში.
მსურდა [ერთი] სწრაფად მეგობრისთვის დამერეკა,
მსურდა შუბლით ფიქრთა ნისლი გამერეკა,
[იმერეთში] რომ აღმოჩნდა იმერეთში ამერიკა,
[რადგან] და რომ [ეს] სვინტრი - ბალახია იმერეთში.

13/VII. 54


*
იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე.
ცაზე. ლაზე. ასეც. გზაზე.
იბანს. იფანს. თიბავს. იბამს.
ავტო. გავდო. დავდო.
მყუდროებაა მიწაზე, ცაზე.

ქსენია ქუქულიას.
ქუქალიები.

ფეხში ლურსმანი შეესო-თქო

- მე ვერ მოვალ, უკეთ რომ გითხრათ, არ მინდა მოსვლა. რომ მოვიდე, ხელფასიც უნდა ჩავაბარო მაგ ლოთ მუშებს და რისთვის? ჯერ დაამთავრონ მუშაობა, ხვალ მივცემ ფულს. დღეს კი ვერ მოვალ. ფეხში ლურსმანი შეესო-თქო - ასე უთხარი მაგათ.
- კარგი გადავცემ...
- არ დაგავიწყდეს: ფეხში ლურსმანი შეესო-თქო.
- აბა, როგორ დამავიწყდება... გადავსცემ უსათუოდ..
- რას გადასცემ, აბა, თქვი, თავი ნუ მოგიკვდება, თქვი, მამის სულს გაფიცებ. თქვი, თუ ძმა ხარ..
- კაცო, რას ჩამაცივდი. ფეხში ლურსმანი შეესო-თქო, მორჩა და გადათავდა.
- ო, რა თქმა უნდა, არ [უნდა] იფიქრონ, რომ ლურსმანი ხელში შემესო... ხელში ლურსმანი სრულებით არ შეუშლის კაცს ხელს, რომ საწარმომდის მივიდეს [კაცი]... ფეხში კი... ო, ეს სულ სხვა საქმეა.
ფეხში ლურსმნით - ნაბიჯსაც ვერ გადადგამ... ეს ყოველი იჭვის გამფანტველი ფრაზაა... სულ სხვაა ფეხში ლურსმანი.

*
21/VI-54. ორშ.
3-16-68 - Гендель. От 1 ч. до 5 ч. (აქვს ახალი რუხი კოსტიუმი). (შემხვდა, როცა ფეხსაცმელს ვიწმენდდი).

*
სოხუმი. 1954. 9 ოკტომბერი.
1. ერისთავი კოტე ლევანის ძე. მხატვარი. ენგელსის 20.
2. თაბუკაშვილი ნიკო (კოლა). სამხატვრო ფონდის დირეკტორი.
3. ღოღობერიძე ბიძინა (მოქანდაკე). მხატვართა კავშირის პარტკომის მდივანი.
4. კუკულაძე ჭოლა. მხატვართა კავშირის თავმჯდომარე.. (მხატვართა კავშირი).
სალონი მხატვართა კავშირისა.

კაგანოვიჩის № №37.
ბასილაია შოთა (პედინსტ. დირექტორის მოადგილე აფხაზეთში).
პედაგოგიურ ინსტიტუტში შეხვედრა 12 ნოემბერს.