შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-3 - 1953 წელი


    ვიყავი ოპერისა და ბალეტის თეატრში გუშინ, 29 სეკტ., დაუვიწყარია მე­ო­რე აკ­­ტის დეკორაცია, სინათლე და მოქმედ პირთა განლაგება, სწორი, ნა­თელი, ფარ­თო, ლამაზი დარბაზი.

                                                                                                                                                                                             გ. ტაბიძე

     მომეწონა არტისტების ტაშისცემაზე გამოსვლა ფარდის დაშვების შემ­დეგ. ეს მთე­­ლი ხელოვნებაა: თავდაჭერილი, ამაყი, ამასთანავე ზრდილობიანი დი­დად. ყო­ველთ­­ვის ასეა საჭირო, თორემ გამოდის ზოგი ტაშისცემის შემდეგ და მიწამდე თავს უკრავს დამსწრე საზოგადოებას (ეს შვენოდა ლადო მესხი­შვილს, ის დიდად არ­­ტისტიულად უკრავდა თავს საზოგადოებას, აღტაცე­ბულს გენიალური მსახიობის თა­­მაშით. მაგრამ სრულებით არ შვენოდა თაგუ­ნას. ისიც მიწამდე უკრავდა თავს, მაგ­­რამ ისე მონურად, რომ შეგეცოდებო­დათ. თაგუნა განგებ ხმარობდა ამ ხრიკს). ო, თავის დაკვრა მართლაც მთელი ხე­ლოვნებაა!

                                                                                                                                                                                             გ. ტაბიძე