შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-616-5 - 1953 წლის შემდეგ


1. უკრაინა.
14 ოკტომბერს, 1944 წელს განთავისუფლდა უკრაინა... გერმანელ ოკუპანტებისაგან.
მას შემდეგ განვლო ორმა წელმა.
უკრაინა დაუბრუნდა თავის კერას.
რა დახვდა მას? განადგურება.
და აი, ხელახლა იღვიძებს დონ-ბასი.
ამოძრავდნენ მისი შახტები.
დნეპროგესი - ჩვენი სიამაყე - განადგურებული ხელახლა შენდება.
იგი წინანდელზე ძლიერი იქნება.
ხელახლა восстанавл. ძველი კიევი.
გამოცოცხლდა უკრაინის სოფლები და ქალაქები.
მისი ახალი მშენებლობა იქნება უფრო
ულამაზესი.

მაინც ვინახავ.
კაინის - უკრაინის.
ორმოცდა ოთხის - სამოთხის.
გაუმრუდა - დაუბრუნდა.
კერა -
რა დახვდა - გადახდა.
განადგურება - დასადგურება.
და აი, - „ჟივე ხაი“.
დონ-ბასი - კიდობანზე (მშვიდობაზე).
ხელახლა - მაღლა-დაბლა.
გუგუნი - ჩუგუნი. გრგვინვა. დაცინვა.
შახტები - გაჩაღებით, ჭაღებით.
დნეპროგესი - პროგრესი.
თავის ეპოქის - გრგვინავს, ზოგის, კოკის.
შენდება - გადაშენდება, ენთება, დაშვენდება, შენთება.
გახია - სიამაყეა.
იქნება - გაიქნება, გაიგნება.
ძლიერი - ამიერი.
წინანდელი - სანთელი.
კიევია - ჰხვევია, სწვევია.
ტიჩინა - იჩინა.
უფრო - ქუფრო (ქუფრი).
ჰკივის კიევი.
არჩენს საბჭოთა კავშირს.
Виию вiтри.
სიკეთეს - უკეთესს, შეუკეთეს, გადაუკეტეს.
ხარკოვი.
Живе хай.
შევჩენკო.
ალუბალი - ხორბალი, ბორბალი, ტომარი.
ალუჩა და ალუბალი.
მზესუმზირა (სურათი).

2. ბელორუსია.
გმირული ბელორუსია, მან პირველმა განიცადა ბარბაროსული დარტყმა.
მან გმირულად გადაიტანა ომის სიმძაფრე.
იგი იშუშებს ჭრილობებს.
შენდება მძლავრი ელეკტროსადგურები.
ქარხნები, კომბინატები, ავტომობილების ქარხნები.
შენდება ახალი მინსკი. გიგანტიური ქალაქი-ბაღი - უკეთესი იქნება, ვიდრე ომამდე იყო.
განახლებულ მიწა ბელორუსიისა იქნება უკეთესი.

ბურუსია - ბელორუსია.
გმირული - გულგანგმირული, მოპარული.
განიცადა - მიწათა.
გადაიტანა - დაიტანა.
სიმძაფრით - ზაფრით.
იშუშებს - შუშებს, მუშებს, უშვებს.
ჭრილობებს - გრძნობებს.
შენდება - დაშენდება.
ელეკტროსადგურს - ხვადგურს, ჩადგეს, გადგეს, თქარა-თქურს.
მძლავრი - ჯავრი, ყავრის.
ბელორუსიის - მიუსიე.
ქარხნები - წარღვნის, დაღრღნის, წარყვნის.
კომბინატებს - ინათებს.
ავტოს - აღავსოს.
ავტომობილის - მშობლის.
ახალი - მაღალი.
მინსკი - კისკისი, გიზგიზის, ის კი.
ქალაქი ბაღი - წიაღი, ჭაღი, ჩახჩახი, ჭახჭახი.
უკეთესი - შეთესის.
ვიდრე ომამდის - ხომალდის.

3. აზერბაიჯანი, ნავთობის და ბამბის რესპუბლიკა.
იგი ძირითადი ნავთის მომწოდებელი ქვეყანაა.
აქ ტრიალებს მილიარდების კანონი.
ხუთწლედის დამლევს აზერბეიჯანი ყოველწლიურად მოგვცემს 17 მილიონ ტონა ნავთს.
შენდება მძლავრი მინგეჩაურის გესი - მორწყავს მინდვრებს, სადაც ბამბაა.
დედაქალაქია ბაქო, მშვენიერი ქალაქი.

აზერბეიჯანის - ჯანის.
ნავთი - ზავთი. ნაზავთი. გავდეთ. წნავდი. დე, ბრწყინავდეს!
ცისარტყელის - სარტყელის.
მილიარდების - ბანის ვარდები.
ტრიალებს.
ხუთწლედი - ბედი, გედი, მეტი.
ტონა - კონა, ნონა, მონა!
ტონებს - ჰგონებს, მონ.
დამლევს - ნაკვამლევს.
ყოველწლიური - უვერტიურით.
მინგეჩაური - ზღვაური.
ბაქო (ქარების ქალაქო) - მაქო.
მშვენიერი.
დედა-ქალაქის - მოქალაქის.
სატახტო - ავტო.
ზამთრის - დამბის.

4. საქართველო მზიური.
შენდება ამიერ-კავკასიის მეტალურგიული ქარხანა.
ქუთაისის ავტო-ქარხანა შენდება.
ქვა-ნახშირი და მარგანეცი მეტი იქნება.
ხრამის ჰიდრო-ელექტრო სადგური.
ციტრუსებისა და ჩაის პლანტაციები, ვენახი, ვაზი, ხილის ბაღები.
მილიარდობით მანდარინები, ფორთოხალი, ლიმონი, კურორტები.

5. სომხეთი.
ყველაფერში ჩამორჩენილი და გაძვალტყავებული იყო სომხეთი. ეხლა იგი ჰყვავის.
არარატი.
შექმნილია ქიმიური, კაუჩუკის და სხვ. მრეწველობა.
საგრძნობლად გაიზარდა სპილენძის მრეწველობა.
ირრიგაციის საშუალებით ბამბა, ყურძენი, თამბაქო, მესაქონლეობა და სხვ.
აქვს აკადემია.
შენდება ჰიდროსადგური – გიუმუშგესი.
სევანი, ზანგი, არარატი.

6. თურქმენეთი.
თურქმენები - გმირი ხალხია, გამბედავი.
ცხენოსნები - დიდებულნი არიან.
კასპიის ზღვაზე და ამუ-დარიაზე პატარა ნავებით - ტაიმუნებით დასცურავენ.
თურქმენეთის ქვიშებზე და ოაზისებზე ახალი ქვეყანა შენდება. ამოაქვთ ნავთი ნებიტ-დაგე-ში.
კარა-ყუმის არხი გაჰყავთ.

7. უზბეკისტანი.
წლების განმავლობაში განვლილია გზა, რომელიც უდრის საუკუნეებს.
ნახევრად კოლონია იყო, ეხლა?
ეხლა იგი აყვავებული რესპუბლიკაა.
ეხლა უზბეკისტანს აქვს თავისი ფოლადი.
კოკანდი ქალაქია.
შენდება ფარხადის გესი.
ბამბა, 1 მილიონი გეკტარი, 1953 წ.

8. ტაჯიკეთი.
(Победы Таджикистана).
იყო ავტონომიური რესპუბლიკა.
ეხლა სოციალისტური რესპუბლიკაა.
ბამბა, ხილი, ყურძენი, მეაბრეშუმეობა, მესაქონლეობა.

9. ყაზახსტანი.
ტემირ-ტაუ, ახალი სოციალისტური ქალაქი ყაზახსტანისა.
შავი მეტალურგია.
ინდუსტრიალიზაცია.
ატა-სუუის და კარკარალინის შენდება სპილენძის სადნობი კომბინატი.
(Индустриальный растет Казахстан).

10. ყირგიზეთის ახალი ხუთწლედი.
ყირგიზეთი – უსაზღვრო ტრამალების და შესანიშნავი მთის მაღლობთა საძოვრების ქვეყანაა.
მესაქონლეობა უმთავრესია.
ახალი წამოწყებანი, არხები, ჰიდრო-სადგურები – „и в степях, и в долинах, и высоко в горах республики“.
რესპუბლიკის სიამაყეა ორტოტოკოის წყალ-საგუბარი. იმით მოირწყვება ნაყოფიერი მინდვრები.
ახალი ელსადგურები, ახალი შახტები.

11. კარელია-ფინეთი.
ტყისა და მთის სიმდიდრეების ქვეყანაა.
აურაცხელი, ულევი სიმდიდრეებია.
ომით დანგრეული სახალხო მეურნეობა წელში იმართება.
ოლონეცის მხარე, ძველიდანვე იწოდებოდა რუსეთის მეტალურგიის აკვნად.
„კარელიაში უნდა ეძებო ყველაფერი, გარდა ნავთისა“ (აკად. ფერსმანის სიტყვით).
აქ დაანგრიეს გერმანელებმა ბელომორ-ბალტიის არხი.
იგი ხელახლა შენდება. მწყობრში ჩადგა უდიდესი წყალის მაგისტრალი, რომელიც შეაერთებს ბალტიის ზღვას თეთრ ზღვასთან.

12. მოლდავია.
ახალგაზრდა რესპ. 1940 წ. ბესარაბია რუმინელთა ბოიარებისგან განთავისუფლდა - შეიქნა მოლდავეთის ს.ს. რესპუბლიკა.
წამყვანია მევენახეობა, მეღვინეობა და მებაღეობა.
აღდგენილია 550 სამრეწველო მნიშვნელობის წამოწყებანი.
გაიხსნა უნივერსიტეტი და ბაზები აკადემიის.

13. საბჭოთა ლიტვა.
პირველი ხუთწლედი აქვთ ლიტვა-ლატვია-ესტონეთს.
გერმანელების ოკუპაციამ დაანგრია.
ახლა შენდება.
აქვს აკადემია.

14. ლატვია.
1940 შემოგვიერთდა.
სოფლებიდან გადადის ქალაქელობაში.
ინდუსტრია.
რიგა.

15. ესტონეთი.
შემოდგომა 1944. გავიმარჯვეთ პრიბალტიკაში.
ესტონეთი განადგურებული იყო.

16. რუსეთი.
პირველი თანასწორთა შორის.
სტალინგრადი, სევასტოპოლი, გმირული ლენინგრადი, მოსკოვი.