შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-565-3 - 1953 წელი


10 საათზე მწერალთა კავშირში.
1. გადაბეჭდვა ლექსის სასწრაფოდ. სამ ეგზემპლიარად.
2. მივლინების ბარათი სოხუმში.
3. ფულის აღება 2.500.
4. ტელეფონით ანდროს ბილეთების გამორთმევა.
5. ამირანი რასა იქმს?
6. ზლატკინი რასა იქმს?
7. წინდები.

სამასი მანეთი სახლში.
არტურ ლაისტის წერილი.
ფოტოები. გაპარსვა.
ფლური სახლ.: შოფერი - 100, ნინას - 100, ნუნუს - 100. 7 საათ.
დალაპარაკება სოხუმთან.
21 დეკემბ., 1953.

საუბარი კაკინასთან წასვლის დროს
იყიდება თხილის კამეტა.
სად ალის თხილის კამეტა‚ აბა, მაჩვენე?
მაჩვენე თხილის კამეტა.
მომე, უნდა შოვუბელო (ასანთს).
მაჩვენე, ლა დახატე.
დაჲხულე ეს ქუდი.
უნდა შევუბელო‚ უნდა შევუბელო და გავაქრო.
ცეკვავდა, ზულიკო ცეკვავდა.
პატეფონი რომ დავუკარ, გავგიჟდი‚ როგორ ცეკვავდა.
ხელებს, აი, ასე შვებოდა‚ აქნევდა,
ფეხებს, აი, ასე აბაკუნებდა,
მღელოდა ლოცა ცეკვავდა‚
ლეკურს ცეკვავდა ხუთს‚ სამს‚ ოთხს -
კამეტი უნდოდა, მანდალინა წამართვა.
21 დეკემბერი, 1953