შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-580-7 - 1953 წელი


ეს თებერვალი
1953 წ.
მხატვრები მოსკოვიდან. ევგენია პეტრეს ასული სოლონჩენკო. Евгения Петровна Солонченко. ალექსანდრე ტიმოთეს ძე მოროზოვი. იყვნენ ჩემთან 31 იანვარს, 1953. მისამართი მათი... უნდა გავ... დამპირდნენ სურათს რუსული წიგნისთვის.

ელიზბარ ანანიაშვილი. უნდა მოვიდეს ჩემთან სამშაბათს, 3 თებერვალს.
სახელგამში. მიღებულია გამოსაცემი „რჩეული“ (ავთანდილ გუნია).
საბლიტგამში. ამირან გაბესიკრია: ხუთ დღეში (5 თებერვლამდე) მიიღებს დამტკიცებულ გეგმას. უნდა მოვიდეს ბენო ჩიქობავა‚ რომელიც დაეხმარება სტილის საქმეს და საერთოდ თვალყურს ადევნებს წიგნის საქმეს: კორეკტურას და სხვ.
შებუევი. გააკეთა ბარელიეფი. ემზადება მოსკოვის დეკადისთვის (ციმაკურიძის ტელ. 3-00-64).
ზლატკინს. შევატყობინეთ, რომ მასალების გადაბეჭდვას ვიწყებთ თავიდან.
ავთანდილ გუნიასთვის ვამზადებთ განცხადებას, რომ თავის თავზე ვღებულობთ მემანქანეების თანხებს.
მოსკოვიდან  მიღებულია ცნობა‚ რომ „გოსლიტიზდატს“ მიმდინარე წლის გეგმაში შეტანილი აქვს ჩემი წიგნის გამოცემა (იგორ პოსტუპალსკი მთხოვს რედაქტორობას. 3-09-75).
ცაგარელი იყო ჩემთან. დავავალე წერილის გაგზავნა მოსკოვში თხოვნით, რომ პოსტუპალსკი დაინიშნოს რედაკტორად (ცაგარელის ტელეფონი - 3-09-75).
პოსტუპალსკის მისამართია:  Москва „110“, ул. Трифоновская, д. № 53,  кв. 21, Игорю Стефановичу Поступальскому.
პასუხი მოსკოვს გაეგზავნა ჩემის დავალებით ცაგარელის მიერ. დაკვეთით. გუშინ, 2 თებერვალს - „გოსლიტიზდატს“, რომ რედაკტორად დანიშნულ იქნას იგორ პოსტუპალსკი.
„ოცნება სუხუმჰესთან". საბოლოოდ გასწორებულია. საჭიროა სასწრაფოდ გადაბეჭდვა მანქანაზე. „ლიტერატურა და ხელოვნებას“ №2 - გვერდს დამპირდა ნატროშვილი.
პოემების საკითხი. ველაპარაკე წვერავას. წარმოადგინეო. წარვადგენთ კვირანახევარში. დავუმატებთ „ეპოქა“-ს‚ „რევოლიუციურ საქართველოს“, „პაციფიზმს“‚ „ბავშები ყიდდენ პაპიროსებს“‚ პოემა ნიკასი (პირველი დღეები კოლეკტივიზაციის), ოცნება სუხუმჰესთან. 1953‚ 7 თებერვალი.
ანანიაშვილი ხვალ (9 თებერვ.) წარადგენს დასაბეჭდათ წიგნს.
ამირან გაბესკირია კისრულობს რედაკტორობას წიგნისას „საბლიტგამში“.
ეს კვირა. ეს კვირა გადამწყვეტია ბევრ ლიტერატურულ საქმეების.
შებუევი თანახმაა, მომცეს ბარელიეფის ფოტო წიგნებისათ.
გიორგი ნატროშვილი მითმობს გვერდს „ლიტერატურა და ხელოვნება“-სათვის.
11 თებერვალი.
ხვალ გაბესქირიასთან... სამ დღეშიო... ვნახოთ.
ნატროშვილი: განაგრძობს მახინაციებს.