შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-555-2 - 1953 წელი


9 ოკტომბერი. 10 ოკტომბერს (შაბათია).
მონადირეთა კავშირის წევრია წვერავა.
9 საღამო აკადემიაში. 1 ოკტომბრიდან ვიდრე 9 ოკტომბრამდე.
11 ოკტომბერს - შეხვედრა ფიზკულტურელებთან „დინამოში“.
შეხვედრა ალპინისტებთან კიროვის პარკში.
შეხვედრა მონადირეებთან თავიანთ კლუბში.
სანაპირო ქუჩა. აღმასკომში. როდის დამთავრდება?

*
მოქანდაკის - იაკობ ნიკოლაძის ქანდაკება.
„სიცოცხლეშივე ავუგოთ ძეგლი დიდ გალაკტიონს“.
1. ავუგოთ ძეგლი გალაკტიონს სიცოცხლეშივე.
2. სიცოცხლეშივე გალაკტიონს ძეგლი ავუგოთ.
3. სიცოცხლეშივე გალაკტიონს ავუგოთ ძეგლი.
4. სიცოცხლეშივე [ვუგებთ] ავუგებთ ძეგლს დიდ გალაკტიონს.

*
[მტკიცე სიცოცხლე].
1. განუხრელი გზა, მტკიცე რწმენა და ნუგეშია.
2. [ორომცდახუთი] მგოსანი ადის მაღლა ოქროს საფეხურებით.
ორმოცდახუთი წლით აიგო კიბე მაღალი.

*
10-12 ს. ბინაში ხელნაწერების მოწესრიგება. 45 ხელნაწერი.
45 ფოტო-პორტრეტი. 45 კიბე. 45 მხატვარი. 45 მეტრი ტილო (პოდრამნიკები). 45 ლექსი.
ქვის გადატანა მხატვართა ატელიეში მოქანდაკეებთან.
ჭილაიას ჩაბმა:
მწერალთა პორტრეტები (მწერალთა მუზეუმში).
მხატვართა კომბინატი. მხატვრებისათვის 45 დიკტი. 775 მან.
ტილო ხუდფონდში. მწერალთა კავშირს სჭირდება 50 მეტრი ტილო. პოდრამნიკები. დაკვრითი წესით.

პროეკტი... სამთა.
(როგორია ირაკლის ძეგლი?) ვინ იქნება მოქანდაკე?
სია საიუბილეო კომიტეტის წევრებისა.
(Союз писателей. Писателей не надо дразнить).
11 ოკტომბერს შეხვედრა სახელგამში.
მოლაპარაკება ადგილკომთან. ძეგლი ნაბერ.