შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-521-1 - 1953 წელი


ოკტომბრის დიადი რევოლიუციის დღიდან, [დაწყებული] ლენინისა და სტალინის [ბრწყინვალე]  დროშის ქვეშ [მყოფი] მტკიცედ მდგარი საბჭოთა კავშირი განუხრელად მიისწრაფის წინ ბრწყინვალე მომავლისაკენ. 1953 წლის 27 მარტის თარიღით სულ ერთი კვირის წინად, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის კ. ვოროშილოვის ხელისმოწერით [1953 წლის, 27 მარტის] გამოქვეყნდა ისტორიული ბრძანებულება, რომლის პირველი სტრიქონები აღნიშნავენ საბჭოთა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წყობილების განმტკიცებას, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას და კულტურული დონის ამაღლებას.
სწორედ მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისაკენაა მიმართული დღეიდან, პირველი აპრილიდან, ძალაში შესული [პირველი] უბრწყინვალესი ღონისძიებანი ფასების დაკლების შესახებ...