შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-493-10 - 1953 წელი


1917 წ. „დროშები ჩქარა“
გამოფენით ერთხელ კიდევ დამტკიცდება, რომ ქართული საბჭოთა მწერლობა იწყება 1917 წლიდანვე: დოკუმენტალური იქნება ეს გამოფენა.
მტკიცება რადიანისა და ბ. ჟღენტის, თითქო საბჭოთა მწერლობა იწყება „პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის დაარსებიდან“ [მოკლებულია] არ შეეფერება სინამდვილეს (პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის დაარსებამდევე არსებობს ქართული საბჭოთა პოეზია...).
პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია, მართალია, 1922 წ. დაარსდა, მაგრამ მალე დაიშალა. „დროშები ჩქარა“ ადრე დაიბეჭდა.
„მნათობის“ ისტორიაც ვერ არის წარმოდგენილი სწორად.
როდესაც პირველი ნომერი გამოვიდა მნათობის, მასში იყვნენ ეული და სხვ. მაგრამ მაშინვე ჟურნალი არადამაკმაყოფილებლად იქნა აღიარებული, ჩამოშორებულ იქნა ეული და ჟურნალს იდეურად სათავეში ჩავუდექით მე, პოლიკარპე კაკაბაძე და ივ. იოსელიანი.
მეორე ნომერში დაიბეჭდა ციკლი ლექსებისა „ქარი“. ეს იყო 1924 წ.

*
ГАПУ.
1. ეს მწერალთა სახლია, შიგ, მართალია, ცხოვრობენ არამწერლებიც.
სასურველია, ეს სახლი გადაიქცეს მთლიანად მწერალთა სახლად. აქ 1934 წლიდანაა, მწერლები რაც ცხოვრობენ.
„ГАПУ“-მ ძალით დაიჭირა მწერალთა კუთვნილი სარდაფები. ჩვენ უსარდაფებოდა ვართ.
აქ მცხოვრებ მწერალთ გვესაჭიროება, გვქონდეს საკუთარი კლუბი.

*
1 янв. - 130 лет со дня рождения (1823) Шандора Петефи.
3 янв. - 1501 умер Амшер Нав.
8 января - ნეკრასოვის დღე.
10 января - ალექსეი ტოლსტოი.
დიდი კრემლის დარბაზი (12 იანვ.).
პენიცილინის 45 წ. (13 იანვ.).
15 იანვარი - ა. ს. გრიბოედოვი. 1795 წ. დაიბადა. 1953 - 1795 = 158.
16 იანვ. - ტიმირიაზევი.
17 იანვ. - მოსკოვი. კრემლი.
18 იანვ. - სმოლნი.
19 იანვ. - 5 წელი რუსთავის დაფუძნებიდან.