შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-485-13 - 1953 წელი


15 დეკემბერი. 1953.
მატერიალური მდგომარეობა. რუსული წიგნის საკითხი. მოსკოვის წიგნის საკითხი. ერთტომეული სახელგამისა. ხა, ხა, ხა. მიაღწია 1955 წ.; პორტრეტის საკითხი. პლაკატის საკითხი. პატარა ფერადი სურათები. ახალი წლის საკითხები. სუხუმის სახლის საკითხები. ააა! მუდმივი გამოფენის საკითხები. ააა! წყნეთის სახლის საკითხები. ააა! ახალგაზრდობის საკითხი. მწერალთა პარტბიურო. პოემების საკითხები! აააა. ხელნაწერები წესრიგში! აააა. წიგნები წესრიგში! ააა. მხატვართა კლუბის საკითხები. ააა. ქუთაისის საღამოს საკითხები. ააა. ბათუმის საღამოს საკითხები. სუხუმის საღამოს საკითხები. ჯანმრთელობისა და ჰიგიენისთვის! ააა. ოოოჯახის მოწყობის საკითხები. რრუსთაველის საიუბილეო საკითხ. აააკადემიის პრეზიდიუმში!!!! მმწერალთა კავშირის პრეზიდიუმში!!! 26 კომისარის საკითხები! „მმმნათობის“ საკითხი!!!! „სალიტერატურო გაზეთი“!!!! „ზზარია ვოსტოკას“ საკითხები!!! „აააახალგაზრდა კომუნისტი“. დდდილა. ვვვვანის რაიონის საკითხები. იიიიმ ბაღის საკითხები (ბაღის). 34. ფფფოტო-ლაბორატორიის საკითხი. აკადემიური გამოცემის საკითხი. რადიო-გადაცემათა საკითხი.
არც ერთი საკითხი არ  გადაწყვეტილა.

15 დეკ.; 1953.
ა. ე. ი. ო. უ.
1. მერის საღამო. 2. ლურჯა ცხენები. 3. მთაწმინდის მთვარე. 4. ატმის ყვავილები. 5. თოვლი.

მერი. მერი.

სიტყვით.
მერი წაგვიკითხეთ!
იტყვით.
ჰკითხეთ.

15 დეკ., 1953.
აკად. 10 груз. 8 арм. 4 аз.