შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-482-13 - 1953 წელი


1. 45 წლის [ლიტერატურულ] სამწერლო ასპარეზზე მუშაობის აღმნიშვნელი საღამო[ები].
2. უნდა გამოვიდეს კრებული ამ დროსთან დაკავშირებით.
3. „ფილიოგი“.
ხელშეკრულება - გამომცემლობასთან.
წიგნის გამოცემის შესახებ.
ლექსი „ახალი ოსეთი“ (ერთ კვირაში). 45.
1. სახელგამის  დირეკტორი.
გამოდის ანტოლოგია ქართველი მწერლების.

*
ჩემი წიგნი, რომელიც [უნდა გამოვსცე] შეტანილია სახელგამის 1954 წლის საგამომცემლო გეგმაში, სასურველია გამოვიდეს ამა წლის ოკტომბერში, [ამის შესაძლებლობა არის] ჩემი სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლის 45 წლის აღსანიშნავ დღეებში. ხომ უნდა იყოს ამ დღეებში რაიმე ჩემი წიგნი.