შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-311 - 1953 წელი


მასალები გამოფენისათვის „მშვიდობა“

1. გალაკტიონ ტაბიძე. თხზულებანი. ტ. III. მოგონებები ევროპაზე (განყ. III) - 98 ლექსი.
2. Илья Эренбург - „Виза времени“. Поэту Галактиону Табидзе - От всего сердца, на память о нашей встрече в Париже. Илья Эренбург. 1935.
3. Festival theatral de Moscow. 1-10 september, 1935.
4. „ომი და მშვიდობა“ („არის ცხრაას ორმოცდაათ წლის ახალის დამდეგი“). პოემა. გადაბეჭდილია რემინგტონზე 159 გვერდად.
5. „ხალხთა მშვიდობისათვის ბრძოლის იდეა გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში“ - გრიგოლ ორახელაშვილისა. აქ დასახელებულია ლექსები: 1. აფეთქება, 2. ჩვენ არ გვინდა სხვისი რბევა, 3. ჩვენი ჯარი ძლიერია, მაგრამ სხვა სიძლიერით, 4. მშობლიურო ჩემო მიწავ, 5. ათასის მხედველობა, ათასის იერი, 6. კრიზისისგან თავის დაღწევა. „მშვიდობისათვის“ და სხვ.
6. ციტატა „მშობლიურო ჩემო მიწავ“. „მიწა, სადაც ვხნავთ და ვთესავთ“ (IV ტ. გვ. 8).
7. რა განსხვავებაა გალაკტიონ ტაბიძისა და აკაკი წერეთლის ლირიკაში.
8. რაოდენი იყო მსხვერპლი? (ტ. VII. გვ. 30).
9. „ორი სამყარო“. ტ. IV. 104 გვ.
10. მისტერ, თქვენ ამბობთ მართლა ქაოსებს (ეპოქა. გვ. 18).
11. ათასის მხედველობა, ათასის იერი. II ტ. გვ. 458.
12. პაციფიზმი. II ტ. გვ. 383.
13. ლექსიდან „სანაპიროზე“. VI ტ. გვ. 36.
14. წიგნიდან „ეპოქა“. გვ. 190.
15. ტ. II. გვ. 157.
16. ლექსი გამძლეობა. III ტ. 65 გვ.
17. „მზის ამოსვლა საქართველოში“.

*
6. Культурные центры Европы. Т. У. Париж. 1914.
1. Марсельеза, 2. Продавцы ресторанных остатков. Лоз. Ноч. Кос. в Булонском лесу.
2. <Миниз> Жоуйа Карл. семья.
3. Леонардо. Джиоконда. Рембрандт. Тайная вечеря.
4. Венера Милосская. <Само...> победа.
5. Гобелен - Буле.
6. Цветочника. продавец напитков. Пювле де Иава.
7. Елисейские поля. Каде.
8. Улица Риволи. Палата депутатов.
9. Опера. Большие Бульвары.
10. Мост Пассо. Зд. Новой Арх.
11. Эифелева Башня. триумф. арка.
12. Букинисты. Фонтан.
13. Кони и памятник Жертвам.
14. Станции метро. Канализация.
15. люксембургский С. Музей Клюн.
16. Пантеон. Мельница Мон Мартр.
17. Базилика - церковь.
18. Нотр-Дам. Химеры. Химера Диав.
19. Ноэте-Дате.
20. Общий вид Парижа.

ქართული გამოფენის შევსება

1. ბიბლიოგრაფია „მნათობი“-სა შედგენილი ჯოჯუას მიერ. ჩემი ნაწარმოებები; მასალები ჩემს შესახებ ქრონოლოგიური წესის დაცვით (წიგნების შეძენა სახელგამის საწყობში). იქვე შეიძლება „რჩეული“-ს შეძენაც.
2. „ქართული ორნამენტი“ - ლექსთა კრებული გადარჩეული ჩემ მიერ (შეძენა სპეციალური გამოცემებისა - გასაფორმებლად).
3. ფოტოების პრობლემა - გადიდება პატარა ფოტო მასალებისა.. აქ დაგვეხმარება კულტურის სამინისტრო ან...
შედგენილი უნდა იქნას სია ყველა ფოტო-გადაღებებისა.
4. წიგნების (ყველა ტომების, ცალკე გამოცემების, და სხვ.). გაფორმება, განსაკუთრებით მხატვრობის.
5. VIII ტომის ამბავი: 1. ფოტოთი: წიგნი VIII ტ. 2. ხუცური ხელნაწერის ფოტო. 3. ტომის ხელნაწერები (გამოფენაზეა).
6. დაზუსტება: რა და რა წიგნი, რომელი ტომი არაა გაფორმებული.
7. მონოგრაფიებისა და ვრცელი კრიტიკული წერილების დაგროვება (ჟურნალ-გაზეთები და სხვ.).
8. ქართველი მწერლები.
9. ასი პოეტი.
10. მუშაობს თუ არა წიგნის პალატა? (ბიო-ბიბლიოგრაფია).
11. ქართველი მწერლების პორტრეტები (მუზეუმში).
12. მოძღვნილი წიგნების დაგროვება.
13. ...
14. ლექსები გამოფენაზე (ე. ი. გამოფენის შესახებ).
15. „Галактионология“.
16. „გალაკტიონოლოგია“.
17. კ. ლორთქ. და ირ. აბ. გამოსვლა „Литер. Грузия“ (აკადემიაში, სახლში, კოჩობას პოზიცია მწერალთა კავშირში).
18. Portrait.
19. კლიშეების გადაღება (იმ კლიშეების, რომელიც სახლშია).
20. რუსული წერილებისა და ლექსების დალაგება.
21. დანიშვნა ფასიანი საღამოსი ნაძალადევში (ა? თუ...).
22. დღეს, 21 ივნისს ფლურის გადარიცხვა სუხუმში.
23. ნაძალადევის სალიტერატურო წრის სახელწოდების დაზუსტება.
24. გრიშა (რკინისგზელის სახლი) რას შვრება სტენდების შესახებ?
25. მწერალთა კავშირში იმ ქაღალდის გაფორმება, რომელიც სამუდამო გამოფენას აფუძნებს!
26. როგორაა VII ტომის საქმე?
იერიში მწერალთა კავშირზე! VIII ტომი. ორ-ორი გამოფენა.
იერიში აკადემიაზე! VIII ტომი.
27. „ორნამენტი“ - (ეხება VIII ტომს). (სტენდებისათვის არის შვიდტომეულის ფურცლები).
28. ფოტო ნ. კეცხოველის გადიდდება, სახლი სოფლად (ეხება VIII ტომს).
29. ყველა მასალები, რომელიც დღემდის იყო გამოფენილი შვიდტომეულის გარშემო, ეხება VIII ტომსაც.
30. გალაკტიონოლოგია, რუსულად და ქართულად VIII ტომის გარშემო.
31. მხატვრების დარაზმვა (შეხვედრა მხატვრებთან). ცალკე რვეული!
32. კედლის გაზეთები (რომელიც კი გვაქვს).
33. მირზა გელოვანის წერილი, [სა]ლიტერატურ. გაზეთში გაფორმება.
34. ერთი გამოფენის მოწყობა კ. მარქსის სახელობის ბიბლიოთეკაში. იქ კარგი მხატვარია და შესანიშნავი თანამშრომლები.
35. „თავის ქალა შემკული არტისტიული ყვავილებით“ - „Crain aux fleurs artistiques“.
36. აუცილებლად საჭიროა ერთი განმარტებითი წერილი „გალაკტიონოლოგია“ (კ. კეკელიძე, ა. შანიძე, ალ. ბარამიძე).  

*
მოდის მოცარტი, მოდის შოპენი
და ბეთჰოვენი ამ გამოფენით.

დიდი სინათლის ქვეყნად მოფენას
ქადაგებს ჩვენი ეს გამოფენა.

სრულად ახალი, საამო ფენა,
აი, რა არის ეს გამოფენა.

გამოფენები ყოფილა ბევრი,
მაგრამ ასეთი არსად ყოფილა.

ბრწყინავს პოეტის ბევრი შედევრი,
რამდენი ცეცხლი გამოყოფილა.

მართალი არის ბარნოვის მზერა:
სულ მიამიტად იწყებს სიმღერას.

კაბინეტის მოწყობა. წყნეთის მოწყობა.
ჟურნალები, გაზეთები, ალმანახები და კრებულები, რომელშიაც მონაწილეობა მიმიღია (ბიბლიოთეკებში).