შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-308 - 1953 წელი


სუხუმი. 16 ნოემბერი.
შიფერი. ღირებულება 862 р. 50 к. 250 штук. Базарный тупик.
Лесобаза. ტელ. 801. Грузторг.

17 ნოემბერი.
დღეს (პირველად, დიდი ხნის შემდეგ) აიტანეს მთაზე, სადაც ჩემი სახლი შენდება - 4000 ცალი აგური და დიდძალი სილა - მეორე სართულისთვის. იწყება დაკვრითი წესით მუშაობა და ამ დროს, რატომღაც მეძახიან ტფილისიდან, სასწრაფოდ მოსვლის შესახებ. ეს მწერალთა კავშირის ძახილია. რაშია საქმე? ძალიან მაფიქრებს ეს გარემოება, რომ [ფაკტიურად] პრეზიდიუმს არასდროს არ მივუწვევივარ თავის სხდომაზე. აქ ოინი ხომ არაფერია?

*
24 ნოემბერი.
ატანილია 8000 ცალი აგური და ზოგიერთი მასალა ხარაჩოსთვის. მუშები ამზადებენ ქვიშასა და ცემენტს - მეორე სართულის დასაწყებად.
ჩემმიერ შეძენილია 250 ცალი შიფერი.
მშენებლები ამბობენ: ყველაფერი აწი დამოკიდებულია ამინდზეო.
ეზო შედარებით უკეთ გამოიყურება - მეზობელს ერთს აუღია მესერი სინით, რომელიც ჩემს სახლზე იყო მიკრული. ამით ეზო გაფართოვდა.
მშენებლებს ემჩნევათ ენტუზიაზმი.

20 დეკ.
თვე გავიდა. წვიმს.
კატასტროფაა?

*
მქონდა შეხვედრა პედაგოგიურ ინსტიტუტში.
სუხუმი. პედინსტიტუტი. ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. შოთა აბუთიძე.

23 ნოემბერი.
დარეკა დათიკო თევზაძემ.

*
მოლარე. მწოლარე. ოლარი. მხჩოლარე. მოლარე (ლარით).
რითმა. რით თმა. რით თქმა. გვრიტმა. ჩიტმა. ჩითმა.
ტალღა. ღალღა. ალყა. ალხა.
გაახალხა. თალხა. გალღვა. გააბალღა.
ახლა. დახლა. მაღლა. გააძაღლა.
ლარვა. ფარვა. კარვა. ქარვა. ბარვა. მიქარვა.
კენტი. ეჭვი. კენჭი. ჩენჩი. მენჯი. ლენჩი.

*
Григори Марков Ветрв. Сухуми, гост. „Абхазия“.
სუხუმი. ორჯონიკიძის ქ. №19. შურა ტაბიძეს, სიმონ ტაბიძეს.

„Заря“ получено - 19. 400.
Стр. - 5. 400. Договор - 20.

*
საპოვნელია:
ეკ. გაბაშვილი. გ. ქუჩიშვილი. ი. ნონეშვილი. ბ. ჟღენტი.

*
გადაუდებელი:
1. ილიაზე მოგ. გადაბეჭდვა (მასალით). 2. დ. ქუთათელაძის ან გრიგოლიას ნახვა (მასალებით). 3. ლიტოგრაფიაში წივწივაძე ან სახელგამის. 4. ქაღალდის შოვნა.

*
ალფეზ ხელაძეს,
[ძვირფას და საყვარელ პიროვნებას]
ადამიანს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ნიშნად უღრმესი პატივისცემისა.

გ. ტაბიძე


*
აბუთიძე შოთა. კომკავშირის მდივანი, პედინსტიტუტის (ეს მისამართია) ახალი კორპუსი, მე-12 აუდიტორია - ჭოჭუას ქ. №... ენისა და ლიტერატურის კაბინეტი.